მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

სახარებაჲ მათესი 7:27

26. და ყოველმან რომელმან ისმინნეს სიტყუანი ესე ჩემნი და არა ყვნეს იგინი, ემსგავსოს იგი კაცსა ცოფსა, რომელმან აღაშენა სახლი თჳსი ქჳშასა ზედა.27. და გარდამოჴდა წჳმაჲ, მოვიდეს მდინარენი, ქროდეს ქარნი და ეკუეთნეს სახლსა მას, და დაეცა. და იყო დაცემაჲ იგი მისი დიდ ფრიად.28. და იყო რაჟამს დაასრულნა იესუ სიტყუანი ესე, განუკჳრდებოდა ერსა მას მოძღურებაჲ იგი მისი,
სახარებაჲ მათესი თავი 7
27. და გარდამოჴდა წჳმაჲ, მოვიდეს მდინარენი, ქროდეს ქარნი და ეკუეთნეს სახლსა მას, და დაეცა. და იყო დაცემაჲ იგი მისი დიდ ფრიად.
თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი კდ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „და ყოველმან რომელმან ისმინნეს სიტყუანი ესე და არა ყვნეს იგინი, ემსგავსოს იგი კაცსა მას ცოფსა, რომელმან აღაშენა სახლი თჳსი ქჳშასა ზედა. და გარდამოჴდა წჳმაჲ, მოვიდეს მდინარენი, ქროდეს ქარნი, ეკუეთნეს სახლსა მას, და დაეცა. და იყო დაცემაჲ მისი დიდ ფრიად“ (7,26-27).:

თ ა რ გ მ ა ნ ი: კეთილად ცოფ უწოდა მას, რამეთუ რაჲმცა იყო უცოფეს მისა, რომელმან აღაშენოს სახლი ქჳშასა ზედა და შრომაჲ თავს-იდვას, ხოლო განსუენებაჲ ვერ პოოს, არამედ ესოდენი ზღვევაჲ შეემთხჳოს მას.

მათეს სახარების განმარტება - თავი VII
ნეტარი თეოფილაქტე ბულგარელი
მთ: გვანცა კოპლატაძე
7:24-27 — კლდეზე და ქვიშაზე აშენება:

24-25. ყოველმან რომელმან ისმინნეს სიტყუანი ესე ჩემნი და ყვნეს იგინი, ვამსგავსო იგი კაცსა გონიერსა, რომელმან აღაშენა სახლი თჳსი კლდესა ზედა. და გარდამოჴდა წჳმაჲ, მოვიდეს მდინარენი, ქროდეს ქარნი და ეკუეთნეს სახლსა მას, და არა დაეცა, რამეთუ დაფუძნებულ იყო კლდესა ზედა. - გარეშე ღმრთისა სათნოებაში წარმატება შეუძლებელია. ამიტომაც ამბობს: ვამსგავსო იგი კაცსა გონიერსა. კლდე ქრისტეა, სახლი კი - სული. ამრიგად, ვინც თავის სულს ქრისტეს მცნებათა აღსრულებით დამოძღვრავს (მოაწესრიგებს), მის დარღვევას ვერც წვიმა, ეშმაკს ვგულისხმობ, რომელიც ზეციდან ჩამოვარდა, ვერც მდინარენი - კაცნი მავნებელნი, რომელთა რიცხვიც ამ წვიმისაგან მრავლდება, და ვერც ქარნი - სულნი ბოროტებისა, და საერთოდ, ვერც ვერავითარი ცდუნება, ვერ შეძლებს.

26-27. და ყოველმან რომელმან ისმინნეს სიტყუანი ესე ჩემნი და არა ყვნეს იგინი, ემსგავსოს იგი კაცსა ცოფსა, რომელმან აღაშენა სახლი თჳსი ქჳშასა ზედა. და გარდამოჴდა წჳმაჲ, მოვიდეს მდინარენი, ქროდეს ქარნი და ეკუეთნეს სახლსა მას, და დაეცა. და იყო დაცემაჲ იგი მისი დიდ ფრიად. - არ უთქვამს "ვამსგავსო იგი", არამედ "თვითონ ემსგავსება"...

სრულად ნახვა

მოხსენიებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის