თ ა რ გ მ ა ნ ი: ზემო თქუა, ვითარმედ: „ითხოვდით, და მოგეცეს თქუენ“, და გამოაჩინა, ვითარმედ მოუწყინებელად ჯერ-არს თხოაჲ, რამე-თუ კაცთა ზედა საწყინო არს სამარადისოდ თხოაჲ, ხოლო ღმრთისა უმეტესად საწადელ არს, რაჲთა დაუცხრომელად ვევედრებოდით. ამისთჳსცა დაჴშულ არს კარი იგი, რაჲთა განვიფრთხოთ მარადის რეკად და ვედრებად განღებისათჳს. ხოლო რაჲთა არა უცხო გიჩნდეს, უკუეთუ მეყსეულად არა განგიღოს და მოგეცეს თხოაჲ შენი, ამისთჳს გამოაჩინა ესეცა იგავი, რაჲთა გულისჴმა-ვყოთ, ვითარმედ არა თხოაჲ ხოლო თანაგუაც, არამედ საქმეთაცა ჯეროანთა თხოაჲ.
„ვინ არს თქუენგანი კაციო, რომელსა სთხოვდეს ძე თჳსი პურსა, ნუ ქვაჲ მისცეს მას?“ აწ უკუე ესე გულისჴმა-ყავ, ვითარმედ დაღაცათუ ძე ხარ, უკუეთუ ქვაჲ ითხოო ანუ გუელი, არა მოგცემს სახიერი იგი მამაჲ, არცა უგუნურებასა შენსა თანააღჰყვების, ხოლო უკუეთუ პური სთხოო ანუ თევზი, უეჭუელად მოგცეს თხოაჲ შენი.
რომელი ითხოვდეს ღმრთისაგან ცუდსა რასმე და ამაოსა საქმესა, იგი ქვასა ითხოვს, და რომელი ევედრებოდის მოცემად მისდა სავნებელი რაჲმე სულისა მისისაჲ, იგი გუელსა ითხოვს; სამართლად უკუე არა მოსცეს მას მოღუაწემან მან სულთამან.
ხოლო შენ...