თ ა რ გ მ ა ნ ი: რაჲმცა იყო უზეშთაეს ამის სარწმუნოებისა, ვინაჲთგან თავადსა უფალსა დაუკჳრდა იგი და ერსა მას სახედ მისცა საქმე იგი მისი, რაჲთა ჰბაძვიდენ მას. ჰხედავა, ვითარ რომელთაცა წამეს ჴელმწიფებაჲ მისი და ჰრწმენა ძალი და უფლებაჲ მისი, ყოველნი ქებისა ღირს იქმნეს? პირველ ამისა „განუკჳრდებოდა ერსა მას მოძღურებაჲ მისი, რამეთუ იყო სწავლაჲ იგი მისი მათა მიმართ, ვითარცა-იგი ვის ჴელმწიფებაჲ აქუნ“; და არარაჲ ამას ზედა აბრალა, არამედ უფროჲსად გარდამოიყვანნა მთით თავისა თჳსისა თანა და წინაშე მათსა კეთროანი იგი განწმიდა დასამტკიცებელად გულისსიტყჳსა მის მათისა.
კუალად კეთროანი იგი იტყოდა: „უკუეთუ გინდეს, ძალ-გიც განწმედაჲ ჩემი“. და არა აბრალა, არამედ დაამტკიცა სიტყუაჲ მისი და ჰრქუა: „მნებავს, განწმიდნი!“ და კუალად აწ თქუა ასისთავმან ამან: „სიტყჳთ ხოლო თქუ, და განიკურნოს მონაჲ იგი ჩემი“. და განუკჳრდა უფალსა სარწმუნოებაჲ მისი და თქუა: „არცა თუ ისრაჱლსა შორის ესოდენი სარწმუნოებაჲ ვპოე“.
ესენი უკუე ესრეთ საქებელ იქმნეს, ხოლო მართა ვინაჲთგან არარაჲ ესრეთ თქუა, არამედ ეტყოდა: „ვიცი, რამეთუ...