მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი კვ

წმინდა იოანე ოქროპირი

📋 სარჩევი

ს ი ტ ყ უ ა ჲ ე ს ე: „და შე-რაჲ-ვიდა იგი კაფარნაუმდ, მოუჴდა მას ასისთავი, ევედრებოდა მას და ეტყოდა: უფალო, მონაჲ ჩემი დაცემულ არს სახლსა შინა ჩემსა განრღუეული და ფრიად იგუემების“ (8,5-6).

თ ა რ გ მ ა ნ ი: კეთროანი იგი ზემოწერილი მოუჴდა უფალსა, გარდამოვიდოდა რაჲ მთით, ხოლო ასისთავი - შესლვასა ოდენ მისსა კაფარნაუმდ. რაჲსათჳს უკუე არცა იგი, არცა ესე აღვიდეს მთად? არა თუ უდებებისათჳს, - ნუ იყოფინ! - არამედ უმეტესისა კრძალულებისათჳს, რაჲთა არა ჟამსა მას მოძღურებისა მისისასა საწყინოდ ექმნენ მას. ხოლო მოუჴდა რაჲ ასისთავი ესე, ეტყოდა: „უფალო, მონაჲ ჩემი დაცემულ არს სახლსა შინა ჩემსა განრღუეული და ფრიად იგუემების“.

ვიეთნიმე იტყჳან, ვითარმედ არამოყვანებისა მისთჳს ყრმისა მის ეტყჳს ესრეთ, რაჲთა აუწყოს, ვითარმედ ამისთჳს ვერ უძლო მოყვანებად, რომელ მძიმითა სნებითა შეპყრობილ იყო. ხოლო მე ვიტყჳ, ვითარმედ ესეცა ფრიადისა მის სარწმუნოებისა მისისა სახე არს, რამეთუ ესოდენ გულსავსე იყო, ვითარმედ კმა არს ბრძანებაჲ ხოლო მეუფისაჲ აღდგინებად განრღუეულისა მის, ვიდრეღა არცა თუ საჴმარ იჩინა აღებაჲ და წინაშე მისსა მიყვანებაჲ, ვითარ-იგი ქმნეს მათ, რომელთა განრღუეული იგი სართულით გარდაუტევეს, რამეთუ უმეტეს იყო ამისი, ვიდრეღა მა-თი სარწმუნოებაჲ.

იხილეთ უკუე, ვითარ შეიწყნარა იგი უფალმან და, რომელ სხუაჲ არ-ღასადა ექმნა, აწ აღასრულა, რამეთუ მარადის გონებასა მვედრებელთა მისთასა მიჰყვის, ხოლო აქა უმეტესიცა აჩუენა და არა განკურნებაჲ ხოლო აღუთქუა, არამედ მისლვაჲცა სახედ მისა; და ესე ამისთჳს ქმნა, რაჲთა გულისჴმა-გჳყოს სათნოებაჲ ასისთავისაჲ მის, რამეთუ უკუეთუმცა არა ესრეთ ეთქუა, ვერმცა გუეცნა სიკეთე კაცისაჲ მის.

ხოლო ესე საქმე ქანანელისა მის დედაკაცისა ზე წინააღმდგომად ქმნა, რამეთუ აქა არა უწოდდა მისლვად, და თავით თჳსით მოსწრაფე არს მისლვად და კურნებისა მის მიცემად, რაჲთა საცნაურ-ყოს ასისთავისა მის სარწმუნოებაჲ და ფრიადი სიმდაბლე. ხოლო ქანანელი იგი ევედრებოდა ღმერთსა, და ჰყოვნიდა უფალი მიცემად თხოისა მისისასა და უჯეროდ სახელ-სდებდა მინიჭებად მისდა კურნებისა მის, რამეთუ მკურნალი არს ბრძენი და ღონიერი და მრავალსახედ ჰკურნებს სულთა; აქა უხუად მიმნიჭებელობითა განაცხადა სარწმუნოებაჲ ასისთავისაჲ მის და კუალად მუნ დაყოვნებითა მით და მკსინვარედ მიგებითა გუაუწყა სარწმუნოებაჲ დედაკაცისაჲ მის. ეგრეთვე აბრაჰამის ზე და ლოთისა იქმნა, რამეთუ აბრაჰამს გამოუცხადა დაქცევაჲ იგი სოდომელთაჲ, რაჲთა საცნაურ იქმნას საზომი სიყუარულისა მისისაჲ, ვითარ მჴურვალედ ევედრებოდა სოდომელთათჳს; და კუალად ლოთს არარაჲ აუწყეს ანგელოზთა მათ, რაჲთა გამოჩნდეს უცხოთმოყუარებისა მისისა სათნოებაჲ.

იხილეთ უკუე, რასა ეტყჳს ასისთავი იგი:

ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „უფალო, არა ღირს ვარ მე, რაჲთამცა სართულსა ჩემსა ქუეშე შემოხუედ“ (8,8).

თ ა რ გ მ ა ნ ი: ვისმინოთ, მორწმუნენო, რომელნი-ესე ქრისტეს შევიწყნარებთ, რამეთუ შესაძლებელ არს აწცა შეწყნარებაჲ მისი. ვისმინოთ და ვჰბაძვიდეთ მას და ესევითარითავე მოსწრაფებითა შევიწყნაროთ, რამე-თუ ოდეს გლახაკი შევიწყნაროთ, მშიერი და შიშუელი, ქრისტესა შევიწყნარებთ სახედ ჩუენდა.

ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „არამედ სიტყჳთ ხოლო თქუ, და განიკურნოს მონაჲ ჩემი“ (8,8).

თ ა რ გ მ ა ნ ი: ჰხედავა, ვითარ მსგავსად კეთროვნისა მის ესეცა ჯეროვნად ეტყჳს, რამეთუ არა ჰრქუა, თუ: ევედრე ღმერთსა ანუ ილოცე, არამედ: „თქუ სიტყჳთ“. ჩუენცა მარადის ესრეთ ვიტყოდით: უფალო, სული ჩემი დაცემულ არს ცოდვათა შინა განრღუეული და ფრიად იგუემების მძლავრებისაგან ვნებათაჲსა; თქუ სიტყჳთა, და განიკურნენ უკურნებელნი იგი წყლულებანი მისნი. უკუეთუ გულითა მჴურვალითა და სარწმუნოებითა შეუორგულებელითა მოუწყინებელად ესრეთ ვევედრებოდით, გურქუას ჩუენ სახიერმან მან: „წარვედ და, ვითარცა გრწმენა, გეყავნ შენ“.1

ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „სიტყჳთ ხოლო თქუ, და განიკურნოს მონაჲ იგი ჩემი. რამეთუ მეცა კაცი ვარ ჴელმწიფებასა ქუეშე და მქონან ჩემ ქუეშე ერისაგანნი; და ვჰრქჳ მას: წარვედ! და წარვიდის; და სხუასა: მოვედ! და მოვიდის; და მონასა ჩემსა: ქმენ ესე! და ქმნის. ესმა რაჲ ესე იესუს, დაუკჳრდა და ჰრქუა ერსა მას, რომელნი მისდევდეს მას: ამენ გეტყჳ თქუენ: არცა ისრაჱლსა შორის ესოდენი სარწმუნოებაჲ ვპოე“ (8,8-10).

თ ა რ გ მ ა ნ ი: რაჲმცა იყო უზეშთაეს ამის სარწმუნოებისა, ვინაჲთგან თავადსა უფალსა დაუკჳრდა იგი და ერსა მას სახედ მისცა საქმე იგი მისი, რაჲთა ჰბაძვიდენ მას. ჰხედავა, ვითარ რომელთაცა წამეს ჴელმწიფებაჲ მისი და ჰრწმენა ძალი და უფლებაჲ მისი, ყოველნი ქებისა ღირს იქმნეს? პირველ ამისა „განუკჳრდებოდა ერსა მას მოძღურებაჲ მისი, რამეთუ იყო სწავლაჲ იგი მისი მათა მიმართ, ვითარცა-იგი ვის ჴელმწიფებაჲ აქუნ“;2 და არარაჲ ამას ზედა აბრალა, არამედ უფროჲსად გარდამოიყვანნა მთით თავისა თჳსისა თანა და წინაშე მათსა კეთროანი იგი განწმიდა დასამტკიცებელად გულისსიტყჳსა მის მათისა.

1 მათ. 8,13. 2 მათ. 7,28-29.

კუალად კეთროანი იგი იტყოდა: „უკუეთუ გინდეს, ძალ-გიც განწმედაჲ ჩემი“. და არა აბრალა, არამედ დაამტკიცა სიტყუაჲ მისი და ჰრქუა: „მნებავს, განწმიდნი!“ და კუალად აწ თქუა ასისთავმან ამან: „სიტყჳთ ხოლო თქუ, და განიკურნოს მონაჲ იგი ჩემი“. და განუკჳრდა უფალსა სარწმუნოებაჲ მისი და თქუა: „არცა თუ ისრაჱლსა შორის ესოდენი სარწმუნოებაჲ ვპოე“.

ესენი უკუე ესრეთ საქებელ იქმნეს, ხოლო მართა ვინაჲთგან არარაჲ ესრეთ თქუა, არამედ ეტყოდა: „ვიცი, რამეთუ რაჲცა სთხოო ღმერთსა, მოგცეს შენ ღმერთმან“,1 არა ხოლო თუ ქებისა არა ღირს იქმნა, არამედ მეცნიერ ღათუ იყო და საყუარელ და ფრიად მოსწრაფე მსახურებად უფლისა, გარნა შეჰრისხნაცა და განჰმართა ცთომილი გულისსიტყუაჲ მისი, რამეთუ ეტყოდა: „არა გარქუა შენ, ვითარმედ: უკუეთუ გრწმენეს, იხილო დიდებაჲ ღმრთისაჲ?“2 რომელ-ესე ბრალობაჲ იყო, ვითარმცა არღა კეთილად ჰრწმენა. და კუალად, ოდეს იგი ეტყოდა, ვითარმედ: „ვიცი, რაჲცა სთხოო ღმერთსა, მოგცეს შენ ღმერთმან“, განაყენებდა ესევითარისა გულისსიტყჳსაგან და გულისჴმა-უყოფდა, ვითარმედ არა საჴმარ არს მისდა თხოაჲ, არამედ იგი თავადი არს წყაროჲ კეთილთაჲ. ამისთჳს ჰრქუა: „მე ვარ აღდგომაჲ და ცხორებაჲ“.3 ესე იგი არს, ვითარმედ არა საჴმარ არს ჩემდა მოცემად ძალი ზეგარდამო, არამედ უფალი ვარ ყოფად, რაჲცა მენებოს.

ხოლო აქა ვინაჲთგან ასისთავმან მან ესოდენი წამა ჴელმწიფებაჲ მისი, აქო და უაღრესად ყოვლისა მის ერისა გამოაჩინა და ღირს-ყო სასუფეველსა ცათასა და სხუათა ბაძვად მისისა სათნოებისა მოუწოდა, ვითარცა იტყჳს მახარებელი, ვითარმედ: „ჰრქუა ერსა მას: არცა თუ ისრაჱლსა შორის ესოდენი სარწმუნოებაჲ ვპოე“. საცნაურ არს უკუე, ვითარმედ რომელ-იგი გულისჴმა-ყო დიდი ჴელმწიფებაჲ და ძალი მისი, ესე ექმნა მიზეზ სარწმუნოებისა და სასუფეველისა და სხუათა მათ კეთილთა. რამეთუ არა თუ სიტყჳთ ხოლო აქო, არამედ უძლურებაჲცა იგი მონისა მისისაჲ განკურნა და ნიჭი დიდი აღუთქუა მას, რამეთუ იტყჳს:

ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „ხოლო გეტყჳ თქუენ, რამეთუ: მრავალნი მზისაღმოსავალით და დასავალით მოვიდოდიან და ინაჴ-იდგმიდენ აბრაჰამის თანა და ისაკის თანა და იაკობის თანა სასუფეველსა ცათასა. ხოლო ძენი იგი სასუფეველისანი განითხინენ ბნელსა მას გარესკნელსა. მუნ იყოს ტირილი და ღრჭენაჲ კბილთაჲ. და ჰრქუა იესუ ასისთავსა მას: წარვედ და, ვითარცა გრწმენა, გეყავნ შენ. და განიკურნა მონაჲ იგი მისი მას დღესა შინა“ (8,11-13).

თ ა რ გ მ ა ნ ი: ვინაჲთგან ლუკაცა აჴსენებს ამას სასწაულსა და მცირედრე შეცვალებულად იტყჳს, რაჲთა არავინ თქუას, თუ ურთიერთას წინააღუდგებიან, ჯერ-არს ამისი განმარტებაჲ.

1 იოან. 11,22. 2 იოან. 11,40. 3 იოან. 11,25.

ვითარ უკუე იტყჳს ლუკა? ვითარმედ: „შევიდა იესუ კაპერნაუმდ. და ასისთავისა ვისმე მონაჲ სნეულ იყო და მიახდა აღსრულებად, რომელი იყო მისა პატიოსან. და ესმა მას იესუსთჳს და მიავლინა მისა მოხუცებულნი ჰურიათანი ვედრებად მისა, რაჲთა მოვიდეს და განკურნოს მონაჲ იგი მისი“.1 ხოლო მათე იტყჳს, ვითარმედ: თავით თჳსით მოუჴდა ასისთავი იგი და ევედრა.

თქუეს ვიეთმე, ვითარმედ: სხუაჲ არს ესე და სხუაჲ არს იგი, დაღაცა-თუ მსგავსებაჲ აქუს, რამეთუ მისთჳს ჰურიანი იტყჳან, ვითარმედ: „შესაკრებელი მან აღმიშენა ჩუენ“,2 ხოლო ამისთჳს თქუა უფალმან, ვითარმედ: „არცა თუ ისრაჱლსა შორის ესოდენი სარწმუნოებაჲ ვპოვე“. და სხუასა მრავალსა იტყჳან, რაჲთამცა გამოაჩინეს, თუ არა ერთისათჳს არს ორთავე მახარებელთა სიტყუაჲ.

ხოლო მე ვიტყჳ, ვითარმედ: ერთ არს ასისთავი ესე, ორთავე მიერ თქუმული, და ესე სიტყუაჲ ჭეშმარიტ არს. ვითარ უკუე მათე იტყჳს, ვი-თარმედ: იგი თჳთ მივიდა იესუჲსა, ხოლო ლუკა იტყჳს, ვითარმედ: სხუანი მიავლინნა? მე ესრეთ გულისჴმა-ვჰყოფ, ვითარმედ ლუკა ლიქნისსიტყუაობასა მას ჰურიათასა მოასწავებს; რამეთუ ესმა რაჲ ასისთავსა მას უფლისა მოსლვაჲ, ენება მისლვაჲ, ხოლო ჰურიანი ჰლიქნიდეს მას და ეტყოდეს: ნუ შრომასა შეიმთხუევ, ჩუენ წარვიდეთ და მოვიყვანოთ იგი. და დააყენეს იგი მისლვად. ამისთჳსცა იხილენ სიტყუანი იგი ლიქნისა მათისანი, ვითარ ეტყოდეს უფალსა, ვითარმედ: „უყუარს ნათესავი ჩუენი და შესაკრებელი მან აღმიშენა ჩუენ“. არცა თუ იცოდეს, თუ ვინაჲ ჯერ-იყო ქებაჲ მისი, რაჲთამცა ეთქუა, ვითარმედ: ენება მოსლვაჲ თავით თჳსით, არამედ ჩუენ დავაყენეთ იგი მწუხარებისა მისთჳს, რომელი შეემთხჳა მას, - რაჲთამცა ესრეთ გამოაჩინეს სარწმუნოებაჲ მისი. ხოლო მათ ესევითარი არარაჲ თქუეს, რამეთუ შურისაგან არა ენება სარწმუნოებისა მისისა გამოცხადებაჲ, არამედ ფარვიდეს მას, რაჲთა არა დიდად შეჰრაცხოს იგი უფალმან, რამეთუ შემძლებელ არს შური სრულიად დაბნელებად გონებისა. გარნა მხედველმან მან გულთამან და მეცნიერმან დაფარულთამან თჳნიერ მათისაცა უწყებისა აქო გონებაჲ კაცისაჲ მის, ვითარცა ლუკავე განჰმარტებს სიტყუასა ამას, ვითარმედ: „იესუ წარვიდა მათ თანა. და ესმა რაჲ ასისთავსა მოსლვაჲ მისი, მიავლინნა მეგობარნი და ჰრქუა: უფალო, ნუ მოშურები, რამეთუ არა ვარ ღირს, რაჲთა სართულსა ქუეშე სახლისა ჩემისასა შემოხ-ჳდე, რომლისაგან არცა თავი ჩემი ღირს-ვიჩინე მისლვად შენდა“.3 აქამდე იტყჳს ლუკა. ხოლო ამისა შემდგომად, ეუწყა რაჲ მოსლვაჲ უფლისაჲ, აღდგა და თავით თჳსით მიეგებვოდა და ჰრქუა მას: „უფალო, არა ღირს ვარ, რაჲთამცა სართულსა ქუეშე ჩემსა შემოხუედ, არამედ სიტყჳთ ხოლო თქუ, და განიკურნოს მონაჲ იგი ჩემი“, და შემდგომი ამისი, ვითარცა მათე წამოიტყჳს. ხოლო რომელ ლუკა მისი იგი მისლვაჲ არა თქუა, არცა მათე - ჰუ-

1 ლუკ. 7,1-3. 2 ლუკ. 7,5. 3 ლუკ. 7,6-7.

რიათა მივლინებაჲ, ესე არა ურთიერთას წინააღდგომაჲ არს, არცა ცილობაჲ, - ნუ იყოფინ! - არამედ უფროჲსად თითოეულისა მეორისაგან დაკლებულისა აღსრულებაჲ. და კუალად რომელ მათე იტყჳს, ვითარმედ თქუა იესუ: „არცა თუ ისრაჱლსა შორის ესოდენი სარწმუნოებაჲ ვპოვე“, - და ამით გამოაჩინა, ვითარმედ არა ისრაჱლთაგანი იყო იგი, არამედ კეისრისა მიერ მივლინებულთა მათ ასისთავთაგანი, ანუ ჰრომი, ანუ ბერძენი; ხოლო ლუკა იტყჳს, ვითარმედ: ჰრქუეს ჰურიათა, რამეთუ: „უყუარსო ნათესავი ჩუენი და შესაკრებელი მან აღმიშენა ჩუენ“, არცა ესე წინააღმდგომი რაჲმე არს, რამეთუ იგიცა ამასვე მოასწავებს, ვითარმედ არა ჰურიათაგანი იყო, არამედ უყუარდა ნათესავი იგი და აღუშენა მათ შესაკრებელი.

ხოლო გულისჴმა-ყავთ თითოეული სიტყუაჲ მისი, რაოდენითა სიმდაბლითა და სარწმუნოებითა სავსე არს. შორს იყო იგი ზუაობისა მისგან და ანპარტავანებისა მთავართაჲსა, ვითარ-იგი წერილ არს იოვანეს თავსა შინა სამეუფოჲსა მის კაცისათჳს, რომლისა ძე სნეულ იყო, ვითარმედ იტყოდა, რაჲთა მივიდეს და განკურნოს: „მოვედ პირველ მოსიკუდიდ ყრმისა მის“.1 არამედ ამან არა ესრეთ თქუა, რამეთუ ფრიადი აქუნდა სიმდაბლე და სარწმუნოებაჲ. ამისთჳს არცა უფალსა ეტყოდა მისლვად, არცა უძლური იგი მიიყვანა მისა, არამედ ჰრქუა: „სიტყჳთ ხოლო თქუ, და განიკურნოს“. და ფრიადისა სიმდაბლისაგან პირველად არცა თუ მოელოდა, თუ ღირს-ყოს იგი უფალმან სიტყუად მისა. ვინაჲთგან უკუე იხილა, რამეთუ ენება უფალსა მისლვაჲ, მაშინ ჰრქუა: „სიტყჳთ ხოლო თქუ, და განიკურნოს“. რამეთუ ეშინოდა უფლისა მიყვანებად სახედ თჳსა გულისსიტყჳთა ფრიადისა სიმდაბლისაჲთა.

იხილეა გონიერებაჲ მისი? ამისთჳს სამართლად აქო უფალმან სარწმუნოებაჲ მისი და უაღრესად გამოაჩინა ყოვლისავე კრებულისა ჰურიათაჲსა და მონაჲ იგი განკურნა და ღირსად სასუფეველისა გამოაჩინა. რამეთუ ვინაჲთგან მან შეწყნარებადცა უფლისა სახედ თჳსა უღირსად შეჰრაცხა თავი თჳსი, უფალმან ღირსად სასუფეველისა გამოაჩინა იგი და თანამკჳდრად აბრაჰამისა.

თქუეს ვიეთმე, ვითარმედ: რად არა კეთროანიცა იგი ზემოწერილი ღირს იქმნა ესევითარსა ქებასა, რომელმან უმეტესიღა სარწმუნოებაჲ აჩუენა? რამეთუ არცა თუ ესე თქუა მან, ვითარმედ: „სიტყჳთ თქუ“, არამედ უაღრესად: „უკუეთუ გინდეს“2 ოდენო (ვითარცა წინაჲსწარმეტყუელი იტყჳს, ვითარმედ: „ყოველივე, რაჲცა უნდა, ქმნა“3). გარნა გულისჴმაყავთ, ვითარმედ იგიცა შემსგავსებულად თჳსისა სარწმუნოებისა საქებელ იქმნა. ამისთჳს მიყო ჴელი თჳსი სახიერმან და ჰრქუა: „მნებავს, განწმიდენი!“ და მერმე ჰრქუა: „შეწირე შესაწირავი შენი საწამებელად მათდა“. ესე იგი არს, შენ ამხილო მათ და პირი დაუყო სარწმუნოებითა შენითა. და კუა-

1 იოან. 4,49. 2 მათ. 8,2. 3 ფსალმ. 113,11.

ლად, კეთროანი იგი ჰურიათაგანი იყო, ხოლო ასისთავი ესე - წარმართ. და არა ერთ იყო მაშინ ჰურიისა მის სარწმუნოებაჲ, რომელსა თანანადებად ედვა ესე, და წარმართისა, უფროჲსად ჴელმწიფებასა შინა მყოფისაჲ, მოსლვად სარწმუნოებად, და ვითარ-იგი მას ჰრწმენა ესრეთ ძლიერად და მტკიცედ, რამეთუ გულისჴმა-ყო უფლებაჲ მისი ცათა შინა და ქუეყანასა ზედა და ცნა, ვითარმედ ესრეთ ჰმორჩილობენ მას სნებანი და სიკუდილი, ვითარ-იგი ერჩდეს მას მჴედარნი. ამისთჳს იტყჳს: „რამეთუ მე კაცი ვარ ჴელმწიფებასა ქუეშე“, ესე იგი არს, ვითარმედ: მე კაცი ვარ ჴელმწიფებასა ქუეშე სხუათასა, ხოლო შენ ღმერთი ხარ, არავისსა ჴელმწიფებასა ქუეშე. აწ უკუეთუ მე, რომელი-ესე კაცი ვარ დამონებული ჴელმწიფებასა მეფეთა და მთავართასა, მყვანან ერისაგანნი ჩემ ქუეშე, და უბრძანებ მათ და მერ-ჩიან, რავდენ უმეტესად შენ, რომელი-ეგე ღმერთ ხარ, არავისსა ჴელმწიფებასა ქუეშე, არამედ ყოველთავე უფალი და ჴელმწიფე, ყოველივე გმონებს და გმორჩილობს. „რამეთუ მე კაცი ვარო ჴელმწიფებასა ქუეშე და მყვანან ერისაგანნი“, მსგავსნი ჩემისავე ბუნებისანი, არამედ ეგრეთცა არა წინააღმიდგებიან, რამეთუ „ვჰრქჳ მას: წარვედ! და წარვიდის; და სხუასა: მოვედ! და მოვიდის; და მონასა ჩემსა: ქმენ ესე! და ქმნის“. რავდენ უმეტესად შენ ყოველივე ძალ-გიც, რაჲთა ვითარცა უფალმან მონასა, ესრეთ უბრძანო სიკუდილსა გინა თუ მოსლვად, და მოვიდეს, გინა თუ წარსლვად, და წარვიდეს.

ჰხედავა მორწმუნეობასა მისსა? რამეთუ რომელი-იგი უკუანაჲსკნელ ყოველთა მიერ საცნაურ-ყოფად იყო, ამან აწვე საცნაურ-ყო, ვითარმედ აქუს უფალსა ჴელმწიფებაჲ სიკუდილისა და ცხორებისაჲ, შთაყვანებად ჯოჯოხეთად და აღმოყვანებად. რამეთუ არა კმა-ყო სახე იგი ერისაგან-თაჲ, არამედ მონაჲცა აჴსენა უმეტესისა მორჩილებისა სახედ. ვინაჲთგან უკუე ესევითარისა კეთილისა გონებისა მიერ შემკობილ იყო, სამართლად პატივცემულ იქმნა ქრისტესგან და უმეტესი თხოისა თჳსისაჲ მიიღო; რამეთუ მოვიდა თხოად სიმრთელე ჴორციელი მონისა თჳსისაჲ და მკჳდრობაჲ სასუფეველისაჲ მიიღო და წარვიდა. ჭეშმარიტად მის ზედა აღესრულა, ვითარმედ: „ეძიებდით სასუფეველსა ღმრთისასა, და ესე ყოველი შეგეძინოს თქუენ“;1 რამეთუ ვინაჲთგან დიდი სარწმუნოებაჲ და სიმდაბლე აჩუენა, ამისთჳს უფალმან მისცა მას სასუფეველი და შესძინა კურნებაჲ მონისაჲ მის მისისაჲ; და არა ამით ხოლო ჯერითა პატივ-სცა, არამედ - რომელ გამოაჩინა, თუ ვინ განისხმიან სასუფეველისაგან, და იგი შეიყვანების. რამეთუ ამიერვე ყოველთა ეუწყების, ვითარმედ სარწმუნოებისაგან არს ცხორებაჲ და არა საქმეთაგან შჯულისათა; ამისთჳსცა არა ჰურიათა ხოლო, არამედ წარმართთაცა ნიჭი ესე დიდი მიეცეს, და უფროჲსღა მათ, ვიდრე ამათ. რამეთუ ამას მოასწავებს უფალი, ვითარმცა იტყოდა,

1 მათ. 6,33.

ვითარმედ: არა თუ ამას ზედა ხოლო ყოფად არს ესე, არამედ ყოველსავე სოფელსა ზედა აღსრულებად არს; რამეთუ ვინაჲთგან მაშინ წარმართთაგანნიცა მისდევდეს მას გალილეაჲთ, ესე სიტყუანი წარმოთქუნა, რაჲთა წარმართთაგანთაცა სასოებაჲ ცხორებისაჲ მისცეს და ჰურიათაცა ზუაობაჲ დაამჴუას. ხოლო რაჲთა არა სრულიად დაბრკოლება-სცეს მათ, არა შემოიღებს განცხადებულად სიტყუასა მას წარმართთა წოდებისასა, არამედ მიზეზი მიიღო ასისთავისა მისგან, და ეგრეთცა არავე თქუა განცხადებულად სახელი წარმართთაჲ, ვითარმედ: მრავალნი მოვიდენ წარმართთაგან, არამედ მრავალნი მოვიდენო აღმოსავალით და დასავალით, რომელ-ესე წარმართთა მოსწავებაჲ იყო, დაღაცათუ ცხადად არა სახელ-სდვა მათ არადაბრკოლებისათჳს ჰურიათაჲსა. რამეთუ ამისთჳს, სასუფეველსა რაჲ აჴსენებდა, სახელი აბრაჰამისი შორის შემოიღო, რაჲთა უმეტესად ეტკივნოს გული ჰურიათა, ესმას რაჲ წიაღთა მისთაგან განვრდომაჲ, რომლისა მიმართ იყო ყოველი სიქადული მათი, ვითარცა ნათლისმცემელი ეტყოდა, ვითარმედ: „ნუ იტყჳთ: მამაჲ გჳვის აბრაჰამ“.1 ამისთჳს უფალი განვრდომასა წიაღთა მისთაგან აუწყებს, რომელ-ესე დიდ არს ზღვევაჲ მათ ზედა, - ერთად, რომელ განვარდეს, და მეორედ, რომელ მათდა განჩემებულისა და განწესებულისაგან იქმნა განვრდომაჲ.

ხოლო წარმართთა სიხარული ორკერძოვე იქმნა, რამეთუ მიემთხჳნეს კეთილთა, რომელთა მიმთხუევასა არა მოელოდეს. ხოლო ძედ სასუფეველისა ჰურიათა უწოდა, რომელთადა განმზადებულ იყო სასუფეველი, არამედ მათ უცხო-ყვნეს მისგან თავნი თჳსნი; რამეთუ მათდა მოცემულ იყვნეს წიაღნი აბრაჰამისნი, არამედ განცჳვეს უბადრუკნი და წარმართთაგანთა მორწმუნეთა ინაჴ-იდგეს სასუფეველსა ცათასა.

ვინაჲთგან უკუე განჩინებაჲ იყო სიტყუაჲ იგი და უწყებაჲ ყოფადისაჲ მის, ამისთჳს დაამტკიცა სიტყუაჲ თჳსი აღსრულებითა მით სასწულისაჲთა, ვითარცა-იგი სასწაულთა მათ, აღსრულებითა მის მიერ პირველვე თქუმულთაჲთა, სარწმუნო-ჰყოფს; რამეთუ უკუეთუ ვინ ურწმუნო იქმნებოდის აღწერილთა მათ სასწაულთა, გულისჴმა-ყოს უცთომელი იგი აღსრულებაჲ მის მიერ წინაჲსწარ თქუმულთაჲ და ჰრწმენეს ყოველივე. და კუალად წინაჲსწარმეტყუელებაჲ სასწაულთა მათგან სარწმუნო იყო მაშინ მხილველ-თა მათ.

ამისთჳსცა უფალმან პირველ თქუნა სიტყუანი ესე და მერმე განრღუეული იგი განკურნა, რაჲთა ხილულთაგან ყოფადი სარწმუნო-ყოს. და ჰრქუა ასისთავსა მას: „წარვედ და, ვითარცა გრწმენა, გეყავნ შენ. და განიკურნა მონაჲ იგი მისი მას დღესა შინა“.

ერთითა ჯერითა ყრმასა მასცა სიმრთელე მისცა და ასისთავი სრულიად სარწმუნოებად მოიყვანა სასწაულითა მით. და ჭეშმარიტად საკჳრველ

1 მათ. 3,9.

იყო მწრაფლი იგი კურნებაჲ, ვითარ განრღუეული და სიკუდილად განწირული მეყსა შინა მრთელი აღდგა. ეგრეთვე კეთროვნისა მისთჳს წერილ არს, „მეყსეულად განწმიდნაო“, რამეთუ არა კურნებანი ხოლო იყვნეს განსაკჳრვებელ, არამედ წამსა შინა თუალისასაცა აღსრულებაჲ სასწაულ-თაჲ მათ, რომელ-ესე სრულიად უგულისჴმოთაცა შემძლებელ იყო გულის-ჴმის-ყოფად. ხოლო არა სასწაულთა მიერ ოდენ წინაუყოფდა უფალი სარგებელსა, არამედ რომელ-იგი სასწაულთა საქმისა თანა დაუცხრომელად სიტყუასა წინადაუდებდა სასუფეველისასა და ყოველთა მოიზიდვიდა თავისა თჳსისა მომართ, რაჲთა შეიყვანნეს სასუფეველად; რამეთუ რომელთა განგდებასა მიერ უთქუმიდა, არა ამისთჳს უთქუმიდა, რაჲთა განყარნეს, არამედ რაჲთა შიშითა მით მოაქცინეს ბოროტთა საქმეთაგან. ხოლო უკუეთუ სიტყუათა მათგან არარაჲ სარგებელ ეყო, მათისა მის უკეთურებისა იყო ცთომაჲ და ყოველთა, რომელნი მათსა მას უკეთურებასა მიემსგავსებიან, რამეთუ არა ჰურიათა ხოლო შეემთხჳა ესე, არამედ მრავალთა მორწმუნეთაგანცა. რამეთუ იუდაცა ძეთაგან სასუფეველისათა იყო, და ესმა მასცა მოციქულთა თანა, ვითარმედ: „დასხდეთ თქუენ ათორმეტთა საყდართა“,1 არამედ მიიქცა და იქმნა იგი შვილ გეჰენიისა. ხოლო ჰინდოჲ იგი, საჭურისი დედუფლისა მის ჰინდოეთისაჲ, უცხოთესლი და ბარბაროზი, მოვიდა აღმოსავალით და დასავალით და ღირს იქმნა აბრაჰამის თანა, ისაკისა და იაკობისა.2

ესე საქმე აწცა ჩუენ ზე ფრიად იქმნების, რამეთუ იტყჳს, ვითარმედ: „მრავალნი იყვნენ წინანი უკუანა, და უკუანანი - წინა“.3 ამისთჳს ესრეთ იტყჳს, რაჲთა არცა ცოდვილნი სასოწარკუეთილ იყვნენ, ვითარმცა ვერ ეძლო მოქცევად, არცა რომელთა ეგონოს დგომაჲ, უდებ იქმნენ, ვითარმცა არღარა შეემთხუეოდა დაცემაჲ. ამას იოვანეცა წინაჲთვე ქადაგებდა, ვი-თარმედ: „შემძლებელ არს ღმერთი ქვათა ამათგან აღდგინებად შვილად აბრაჰამისა“,4 არამედ მან, ვითარცა მონამან, ესრეთ განცხადებულად არა თქუა, ხოლო ქრისტემან, ვითარცა უფალმან და მეუფემან, განჩინებით ბრძანა, ვითარმედ: „მრავალნი მზისაღმოსავალით და დასავალით მოვიდოდიან და ინაჴ-იდგმიდენ აბრაჰამის თანა და ისაკის თანა და იაკობის თანა. ხოლო ძენი სასუფეველისანი განითხინენ ბნელსა მას გარესკნელსა. მუნ იყოს ტირილი და ღრჭენაჲ კბილთაჲ“.5

1 მათ. 19,28. 2 შდრ. საქმე 8,27-39. 3 მათ. 19,30. 4 მათ. 3,9. 5 მათ. 8,11-12.

სწავლაჲ კვ: ვითარმედ არა უჴმს მდგომარესა ვიდრე აღსასრულადმდე მინდობაჲ თავისა თჳსისაჲ, არცა რომელი დაეცეს, უჴმს სასოწარკუეთილებაჲ

ამისთჳს, საყუარელნო, ნუმცა ვინ მინდობილ არს თავსა თჳსსა, არამედ სიტყუასა მას მარადის ვიტყოდით: „რომელი ჰგონებდეს დგომასა, ეკრძალენ, ნუუკუე დაეცეს“;1 ნუცა კუალად დაცემულნი ესე და ქუემდებარენი ცოდვათა შინა წარვიკუეთთ სასოებასა, არამედ ვიტყოდით: „ნუ უკუე დაცემული იგი არა აღდგისა?“2 რამეთუ მრავალნი სიმაღლესა ცათასა მისწუთეს სათნოებითა და ყოველივე მოთმინებაჲ უჩუენეს მთათა შინა და უდაბნოთა და არცა თუ ძილსა შინა თავს-იდებდეს ხილვად დედაკაცისა; და მერმე უდებ იქმნეს და დაეცნეს და მღჳმესა მას ცოდვისასა შთაც-ჳვეს. სხუანი კუალად უფსკრულთაგან ჯოჯოხეთისათა ზეცისა სასუფეველსა მიიწინეს და შებღალულნი აურაცხელითა ცოდვითა მოქალაქობასა მას ანგელოზთასა მიიცვალნეს და ესოდენი სათნოებაჲ აჩუენეს, ვიდრეღა ეშმაკთა განასხმიდეს და მრავალთა სასწაულთა იქმოდეს; და ამის საქმისა სახითა სავსე არიან წერილნი, სავსე არს ყოველი სოფელი. ამისთჳსცა მრავალნი მეძავნი და მემრუშენი და ჩუკენნი პირსა დაუყოფენ მანიქეველ-თა, რომელნი-იგი ნებისმყოფელნი არიან ეშმაკისანი და იტყჳან, ვითარმედ უკეთურებაჲ შეუცვალებელ არს, და სასოწარკუეთილ-ჰყოფენ ყოველთა, რომელნი ისმენდენ მათსა, და ფრიადსა შფოთსა შემოიღებენ კაცთა შორის, რაჲთამცა არავის შეუნდვეს მოქცევად ცოდვისაგან უშჯულოთა მათ და უღმრთოთა.

არამედ ჩუენ გულისჴმა-ვყოთ მრავალღონეობაჲ ეშმაკისაჲ და ვისწაოთ ქრისტესგან და ყოველთა წმიდათაგან და თჳთ ბუნებითისა მებრ წესისაგან და რჩულთა მათგან სოფლიოთა. რამეთუ ყოვლით კერძო ჩანს განცხადებულად, ვითარმედ მოციქულნი ეშმაკისანი არიან, რომელნი იტყჳან, თუ უკეთურებაჲ შეუცვალებელ არს, და მსგავს მათსა არიან, რომელნი იტყჳან, თუ შობასა კაცისასა შეუდგს სათნოებაჲ გინა უკეთურებაჲ. ამისთჳს ესე ყოველი საეშმაკონი გულისსიტყუანი განვიოტნეთ ჩუენგან და გულისჴმა-ვყოთ, ვითარმედ სათნოებაჲცა და ცოდვაჲცა ნებასა ჩუენსა არს, და ვინაჲცა გუენებოს, მივალთ. რამეთუ უკუეთუ ვინებოთ მოქცევაჲ ბოროტისაგან და ქმნაჲ კეთილისაჲ, არავინ არს დამაყენებელ ჩუენდა, ვერცა რაჲ ძალ-უც ეშმაკსა დაბრკოლებად ჩუენდა, რამეთუ უძლურ არს იგი ძალითა ქრისტესითა და შეურაცხ, ვითარცა წერილ არს, ვითარმედ: „მტერისა მახჳლსა მოაკლდა სრულიად“.3

და კუალად, უკუეთუ გუენებოს მიცემად თავნი ჩუენნი უკეთურებასა, იძულებით და უნებლიეთ ღმერთი არა დაგუაყენებს, რამეთუ თჳთმფლო-

1 1 კორ. 10,12. 2 იერ. 8,4. 3 ფსალმ. 9,7.

ბელად დაჰბადა ბუნებაჲ პირმეტყუელთაჲ. ვინაჲთგან უკუე ესე ესრეთ არს და არა არს ცილობაჲ, შევიკრძალნეთ თავნი ჩუენნი სლვად იწროსა მას გზასა სათნოებისასა შიშით და სასოებით: შიშით - ორკერძოთა მათ კაპანთათჳს, ხოლო სასოებით - წინამძღურისა მის ჩუენისა ქრისტესთჳს. ვიდოდით ფრთხილად და მღჳძარედ, რამეთუ უკუეთუ ვის მიერულოს უდებებით, დაცემად არს ანუ მარჯუენით, ანუ მარცხენით. არა ჰხედავთა დავით წინაჲსწარმეტყუელსა, ვითარ ოდეს იგი მცირედ უდებ იქმნა, მეყსეულად შთავარდა მთხრებლსა მას ცოდვისასა, გარნა ადრე აღდგა მადლი-თა ღმრთისაჲთა.

აწ უკუე, კაცო, ნუ ამას ხოლო ხედავ, თუ ცოდა, არამედ იგი განიცადე, ვითარ განიბანა ცოდვაჲ იგი; რამეთუ ამისთჳს აღწერილ არს საქმე იგი, არა თუ რაჲთა დაცემაჲ მისი იხილო, არამედ რაჲთა აღდგომაჲ მისი გიკჳრდეს და ისწაო, თუ ოდეს შენცა შეგემთხჳოს დაცემაჲ, ვითარ გიღირს აღდგომად. რამეთუ ვითარცა მკურნალნი გამოარჩევენ ძნელოვანთა სნებათა და აღსწერენ ღონესა კურნებისა მათისასა, რაჲთა, განაწესონ რაჲ უძნელესთა კურნებაჲ, უდარესთა ადვილად მძლე ექმნენ, ეგრეთვე ღმერთმან განაწესა დიდთა მათ ცოდვათა სინანული და უბრძანა წმიდათა თჳსთა აღწერად, რაჲთა ისწაონ კაცთა მცირეთაცა ზედა ეგრეთ ჴმარებაჲ სინანულისაჲ; რამეთუ უკუეთუ დიდთა მათ ეპოების ადვილად კურნებაჲ, რავდენ უფროჲსღა უდარესნი ადვილად განიკურნენ სინანულითა, ვინებოთ თუ.

ვიხილოთ უკუე, ვითარ მოუძლურდა ანუ თუ ვითარ განიკურნა ნეტარი იგი. რაჲ იყო სახე სნეულებისა მისისაჲ? მრუშებაჲ და კაცის-კლვაჲ; რამეთუ არა მრცხუენის ჴმითა მაღლითა თქუმად ესე. უკუეთუ სულმან წმიდამან ბრძანა ურცხჳნელად აღწერად საქმისა მის, მე რაჲსათჳსმცა ვფარვიდი? და უფროჲსღა ამას ვიტყჳ, ვითარმედ: რომელნი საქმესა ამას ჰფარვიდენ, იგინი უმეტესად ჰფარვენ სათნოებასა მისსა, რამეთუ არა ესრეთ გამოაჩინებს ახოვნებასა მისსა ბრძოლაჲ იგი გოლიათისი, ვითარ წინამდებარე ესე საქმე. და ნუ გიკჳრს ესე, რამეთუ ამისთჳს განვადიდებ ცოდვასა მას, რაჲთა უაღრესად გიჩუენო ძლევაჲ მისი. რაჲ არს უკუე განდიდებაჲ მის ცოდვისაჲ? სათნოებაჲ კაცისაჲ მის. რამეთუ არა სწორად განიკითხვის ყოველთა კაცთა ცოდვაჲ, არამედ „ძლიერნი ძლიერად განიკითხნენო“;1 და „რომელმან იცოდის ნებაჲ უფლისა თჳსისაჲ და არა ყოს, იგუემოს ფრიად“.2 საცნაურ არს უკუე, ვითარმედ უმეტესი გულისჴმის-ყოფაჲ უმეტესისა ტანჯვისა მიზეზ ექმნების გარდამავალთა მცნებისათა. ამისთჳს უკუეთუ მღდელმან სწორად სხუათასა ცოდოს, არა სწორად მათსა მიე-ჴადოსო სასჯელი, არამედ ფრიად უძჳრესი. ნუუკუე გიკჳრს, ვითარ-ესე განვადიდებ ბრალსა მის მართლისასა, და ჰგონებთ, თუ ძნელ არს სიტყუაჲ ჩემი და უგზოსა ვალ მე. გარნა რაოდენცა ესე ვყო, უმეტესად გამოვაჩინებ

1 სიბრძ. სოლ. 6,7. 2 ლუკ. 12,47.

ქებასა დავითისსა. რაჲ არს უკუე სხუაჲ უმეტესი განდიდებაჲ ბრალისაჲ მის? ჰე, არს სხუაჲცა აღორძინებაჲ: ვითარცა-იგი კაცის-კლვაჲ კაენისი უმეტეს სხუათა იყო, რამეთუ არა უცხოჲ ვინ მოკლა, არამედ ძმაჲ თჳსი, რომელსა არა ევნო მისდა, და რამეთუ პირველ ყოველთასა მოიპოვა ესე ბოროტი, ეგრეთვე აქაცა უძჳრეს იყო ესე კაცის-კლვაჲ, ვიდრეღა სხუა-თა კაცთაჲ; ერთად, რამეთუ არა ლიტონი კაცი იყო, რომელმან ბოროტი იგი ქმნა, არამედ წინაჲსწარმეტყუელი, ღირსქმნული მადლსა მას სულისა წმიდისასა და მეცნიერი ყოველსა კეთილსა და ბოროტსა; მეორედ, რომელ არა თუ მტერი და მავნებელი მოკლა, არამედ კაცი, რომელსა არარაჲ ევნო მისდა და უფროჲსღა ვნებულ იყო მის მიერ; და არა კმა-ეყო ერთი იგი ვნებაჲ - მისლვაჲ მეუღლისა მისისა, არამედ მოკლვაჲცა დაურთო; მესამედ, ჰასაკსაღა სიბერისასა ქმნა ესე, რომელ უმეტესად აღმაორძინებელ იყო ბრალისა მისისა.

იხილეთა, ვითარ არა ვჰრიდე მართალსა მას თქუმად სიდიდე ცოდვისა მისისაჲ? გარნა ამას ყოველსა ზედა მინდა, რაჲთამცა იყო ვინ აწ აქა მანიქეველთა ანუ მარკიანელთა წვალებისაგანი, რაჲთა უძლიერესადმცა დაუყავ პირი მათი. იგინი იტყჳან, იმრუშა და კაც-კლაო, ხოლო მე უმეტესადღა აღვაორძინე ცოდვაჲ მისი პატივისა მისისათჳს და ჰასაკისა და სხჳსა მრავლისა. არამედ ამას ყოველსა ზედა უსაკჳრველეს არს საქმე ახოვნებისა მისისაჲ, რომელ უფსკრულსა რაჲ ცოდვისასა შთავარდა, არა დაიჴსნა, არცა წარიკუეთა სასოებაჲ, არცა მოუძლურდა ესევითარისა მის სასიკუდინოჲსა წყლულებისაგან, არამედ მეყსეულად აღდგა და ფრიად უძლიერესად მოწყლა მომწყლველი იგი მისი ეშმაკი. და მსგავს იყო საქმე იგი მჴედარსა ახოანსა, რომელი შევიდის წყობად ბარბაროზისა ვისმე; და სცის ბარბაროზმან მან ჰორლითა გულსა მისსა ანუ ღჳძლსა და დასცის, და მეყსეულად დაურ-თის მეორე წყლულებაჲ, უძჳრესი პირველისა. ხოლო ახოანი იგი, დაეცის რაჲ ესევითართა მათ სასიკუდინეთა წყლულებათაგან და ყოვლით კერძო შებღალულ არნ სისხლითა, არა დაიჴსნის, არამედ აღხლდის და სცის მახ-ჳლითა მკლველსა მას თჳსსა და მყის მოაკუდინის და აღსძუარცის საჭურველი მისი და ძლევით შემოსილი მიიქცის თჳსთა მიმართ. ეგრეთვე აქა, რავდენიცა სიფიცხე სთქუა წყლულებათა დავითისთაჲ, ესოდენ უსაკჳრველესად გამოაჩინებ სულსა მისსა; რამეთუ უძლო ახოვნად აღდგომაჲ და ყოვლისა მის მბრძოლთა განწყობილისაჲ ოტებად და ბოროტისა მის ერის-თვისა მათისა მოკლვად. იციან ესე საქმე, რომელნიცა ძნელოვანთა ცოდვათა შთავრდომილ არიან. რამეთუ არა ესრეთ ახოანი და ძლიერი საჴმარ არს სული მართლიად მსრბოლთათჳს და დაუბრკოლებელად მავალთა (რამეთუ ესევითარსა მას მოგზაურობასა აქუს სასოებაჲ იგი კეთილი თანამავალად და შრომისა მის აღმასუბუქებელად და უმეტესისა გულსმოდგინებისა მიმცემელად), ვითარ-იგი უჴმს ფრიადი სიმჴნე და გული აღვსებული სიქველითა დიდითა, ოდეს შემდგომად მრავლისა ძლევისა და გჳრგჳნოსნობისა შეემთხჳოს ბოროტი დაცემაჲ და მის ყოვლისა სიმდიდრისაგან ცარიელი დაშთეს, რაჲთა კუალად უცონელად ჴელ-ყოს თჳსსა მას საგრობასა საგრობად. და კუალად პირველითგან იწყოს ჭირით და ოფლით სლვად და სიმდიდრე იგი წარწყმედული მრავალწილად მოიგოს.

და ამის საქმისა სხუაჲცა სახე შემოვიღო: გულისჴმა-ყავ, ვითარმცა იყო ვინ მენავეთმოძღუარი, რომელმან თავს-იდვა შრომაჲ ფრიადი და წარვიდა ქუეყანათა შორთა და აღავსო ნავი დიდი სიმდიდრითა ფრიადი-თა; მრავალთა ღელვათა ებრძოლა, მრავალთა ნიავქართა წინააღუდგა, მრავალთა ავაზკთა მძლე ექმნა და, მოიწია რაჲ ქალაქსა მას სამეუფოსა და ენება საფასისა დიდძალისა შეღებაჲ სახედ თჳსად, პირსა წინაშე ნავთსადგურისასა შემუსრა ნავი იგი დიდი და წარწყმიდა ყოველივე სიმდიდრე თჳსი წყალთა შინა და ძლით შიშუელი განვიდა ჴმელად. აწ უკუე-თუ ესევითარი იგი არა კაცი იყოს მჴნე და სულგრძელი, იკადრამცა მერმეღა ნავისა მოგებად და კუალად ზღუათა ბრძოლად და კუალად სიმდიდრისა მორეწად? ნუ იყოფინ! უკუეთუ მცონარი იყოს და სულმოკლე, აღირჩევს თხოასა პურისასა, ვიდრეღა კუალად შეკადრებად პირველსავე სიძნელესა. ხოლო ახოვანმან და გონიერმან მენავეთმოძღუარმან კუალად ჴელ-ყვის ჴელოვნებასა თჳსსა სასოებითა ღმრთისაჲთა, და შეეწიის ღმერთი და ორწილად განამრავლის სიმდიდრე იგი, რომელ წარწყმიდა, ანუ მრავალწილადცა. ეგრეთვე ქმნა ნეტარმან დავით: შეემთხჳა დაქცევაჲ ნავისა მის სულიერისაჲ შემდგომად ბევრეულთა მათ შრომათა და ოფლთა, და არავე დაიჴსნა უსასოებითა, არამედ კუალად ნავი იგი აღაგო და აფრანი აღუპყრნა ნიავსა მას სულიერსა და საჭენი ჴელად იხუნა და პირველივე შრომაჲ თავს-იდვა და შეიკრიბა სიმდიდრე მიუთხრობელი. და რავდენი საქმე აიძულებდა მას სასოებისა წარკუეთად! პირველად, სიდიდე იგი ცოდვისაჲ მის; მეორედ, რომელ არა სიჭაბუკესა თჳსსა შეემთხჳა, ოდეს-იგი უმეტესად შეეძლო სინანული, არამედ ჟამსა ოდენ სიბერისასა; მესამედ, რომელ ესოდენი სიმდიდრე სათნოებათაჲ წარწყმიდა, რავდენი მოეგო სიჭაბუკესა თჳსსა, ოდეს მწყსიდა სამწყსოსა; რავდენი იღუაწა გოლიათის მიმართ სახელისათჳს ღმრთისა; რავდენი სათნოებაჲ აჩუენა საულის ზედა, რამეთუ სულგრძელებაჲ იგი, სახარებასა შინა აღწერილი, და ძჳრუჴსენებლობაჲ აჩუენა მის ზედა; რავდენგზის მტერი თჳსი ჴელთ-იგდო და არა ავნო მას, არამედ აღირჩია დევნულებაჲ და ქუეყანითი ქუეყანად სივლტოლაჲ, ვიდრეღა უჯეროჲსა მის და უსამართლოდ მტერისა თჳსისა, რომელი ეძიებდა მას მოკლვად, ნაცვლისა მიგებად. და შემდგომად მეფობისა მრავალი იყო სათნოებისა მისისა სიმრავლე, და ამას ყოველსა ზედა მადლი იგი წინაწარმეტყუელობისაჲ და ყოველთა მიერ დიდებაჲ სათნოებისა მისისაჲ.

ესე ყოველი მიზეზ იყო დაჴსნად გონებისა მისისა ცოდვასა მას ზედა, არამედ ესე ყოველნი ისარნი მტერისანი მისდა დასობილნი სიმჴნით აღმოიწუადნა და გულსავე მტერისასა დაასვნა; და ესოდენ განაბრწყინვა სული თჳსი, ესოდენ წმიდა-ყო, ვიდრეღა შემდგომად სიკუდილისა ნაშობთა მისთა ცოდვისა მლხინებელ იყო ღმერთი მისისა მის სათნოებისათჳს. და ვითარცა აბრაჰამისთჳს იტყოდა, ეგრეთვე და უმეტესადღა ამისთჳს თქუა ღმერთმან; რამეთუ აბრაჰამისთჳს ესრეთ იტყჳს: „მოვიჴსენე აღთქუმაჲ ჩემი აბრაჰამის მიმართ“;1 ხოლო აქა არა აღთქუმაჲ აჴსენა, არამედ ესრეთ თქუა: „დავითისთჳს, მონისა ჩემისა, ჴელისამპყრობელ ვექმნე ქალაქსა ამას“.2

და სოლომონ შემდგომად ესევითარისა მის ცოდვისა, რომელ ცოდა, ჴსენებისათჳს სათნოებათა დავითისთა არა განაგდო მეფობისაგან. და ესოდენ იყო დიდებაჲ მისი, ვიდრეღა პეტრე მოციქული შემდგომად ესოდენთა წელთა ეტყოდა ერსა, ვითარმედ: „ჯერ-არს განცხადებულად თქუმად მამათმთავრისა დავითისთჳს, რამეთუ აღესრულა და დაეფლა“.3 და უფალი ჩუენი იესუ ქრისტე, ეტყოდა რაჲ ჰურიათა, გამოაჩინებს, ვი-თარმედ შემდგომად ცოდვისა მის ესრეთ მოეცა კუალად მადლი სულისა წმიდისაჲ, ვიდრეღა ღმრთეებისა მისისათჳს წინაჲსწარმეტყუელებად ღირს იქმნა; რამეთუ ენება რაჲ პირთა მათ ურცხჳნოთა დაყოფაჲ, ესრეთ ეტყოდა: „ვითარ დავით სულითა ხადის მას უფლით და იტყჳს: ჰრქუა უფალმან უფალსა ჩემსა: დაჯედ მარჯუენით ჩემსა?“4

ესე ყოველი კმა არს გამოჩინებად სათნოებათა მის ნეტარისათა, რამეთუ რომელი ღმერთმან განამართლოს, ვინ არს დამსჯელ მისა? ხოლო გნებავს თუ თითოეულად მოღუაწებისა მისისა ცნობად, რომელი შემდგომად ცოდვისა მის აჩუენა, იხილოთ იგი წიგნსა შინა „მეფეთასა“ და წიგნსა შინა „ფსალმუნთასა“. მუნ იხილოთ კადნიერებაჲ მისი ღმრთისა მიმართ, სიყუარული, ერთგულებაჲ, ვიდრე აღსასრულამდე კეთილისმოყუარებაჲ. კუალად წიგნსა შინა „ფსალმუნთასა“ იხილოთ, რავდენი გლოვაჲ აჩუენა, რავდენი სინანული; ცრემლნი მისნი იყვნეს საჭმელ მისა დღე და ღამე, დამაშურალ იყო მარადის სულთქუმათაგან, ცრემლითა თჳსითა სარეცელსა თჳსსა დაჰბანდა, შეემოსა მას ძაძაჲ, ნაცარსა, ვითარცა პურსა, ჭამდა მწუხარებისაგან და სასუმელსა თჳსსა ცრემლითა თჳსითა განზავებდა, დამაშურალ იყო ღმრთისა მიმართ ღაღადებითა, დასრულ იყო ჴმაჲ მისი ჴმითა კუნესისა მისისაჲთა, შემჴმარ იყვნეს ჴორცნი მისნი ძუალთა მის-თა, მუჴლნი მისნი მოუძლურებულ იყვნეს მარხვისაგან, რამეთუ ფრიადისა გლოისაგან დაავიწყდებოდა ჭამად პური მისი.

აწ უკუე, საყუარელნო, რომელთა წინაგჳსხენ ესოდენნი ესე სახენი კეთილისანი, განვიფრთხოთ და ვისწრაფოთ არა დაცემად. უკუეთუ კულა შეგუემთხჳოს სადა დაცემაჲ, ვისწრაფოთ არა დადგრომად დაცემასა შინა. რამეთუ არა თუ ამისთჳს წარმოგითხარ სახე ესე დავითისი, რაჲთა უდე-

1 გამ. 2,24. 2 4 მეფ. 19,34. 3 საქმე 2,29. 4 მათ. 22,43-44.

ბებად მოგიყვანნე, არამედ რაჲთა უმეტესი შიში გაქუნდეს. რამეთუ უკუეთუ დავით მცირედ უდებ იქმნა, ესევითარნი წყლულებანი შეემთხჳნეს, რაჲ-მე იყოს ჩუენდა, რომელნი-ესე მარადღე უდებებასა და დაჴსნილობასა შინა ვართ?

ნუ ამას ვხედავთ, თუ იგი დაეცა და აღდგა, და ადვილად გჳჩნს საქმე ესე, არამედ გულისჴმა-ვყვნეთ შრომანი იგი სინანულისა მისისანი: ვითარ მეფე ძაძასა შეიმოსდა, ვითარ დაუცხრომელად ტიროდა, ვითარ დაუცადებელად სულთ-ითქუმიდა, ვითარ ტკივილისაგან გულისა ჭამადიცა დაავიწყდებოდა, ვითარ ექმნეს ცრემლნი საჭმელად მისა დღე და ღამე. უკუეთუ მას ესოდენი ჭირი და შრომაჲ ეჴმარა, ვითარ-მე ვცხონდეთ ჩუენ, რომელნი ესოდენთა ცოდვათა თანამდებნი ვართ და ესრეთ ულმობელად ვიქცევით? რამეთუ რომელსა მრავალნი აქუნდენ სათნოებანი, ადვილად უძლის დაფარვად ცოდვისა ერთისა ანუ ორისა, ვითარცა-იგი კეთილად აღჭურვილსა ვერ მსწრაფლ განეწონების ისარი, ხოლო შიშუელსა სადაცა ეცის, მყის განეწონის.

აწ უკუე, საყუარელნო, რაჲთა არა ჩუენცა ეგრეთ შემემთხჳოს, აღვი-ჭურნეთ კეთილთა საქმეთა მიერ, მოვიგოთ სინანული მჴურვალე და ყოველნი ცოდვანი ჩუენნი განვიბანნეთ, რაჲთა აღვასრულნეთ დღენი ჩუენნი ნებასა შინა ღმრთისასა და ღირს ვიქმნეთ მიმთხუევად საუკუნესა მას ცხორებასა, რომელსა ღირსმცა ვართ მკჳდრ-ყოფად ჩუენ ყოველნი მადლითა და კაცთმოყუარებითა უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტესითა, რომლისაჲ არს დიდებაჲ და სიმტკიცე თანა მამით და სულით წმიდითურთ აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამენ.