ლუკა თანაწარჰჴდების თქუმად ჟამისა მის, ამისთჳს ესრეთ იწყო სიტყუად: „და იყო ერთსა შინა დღესა, და თავადი შევიდა ნავად, და მოწაფენი მისნი მის თანა“. ეგრეთვე მარკოზ იქმს. ხოლო მათე შემდგომითი შემდგომად ჟამსა მას გუაუწყებს, რამეთუ არად საჴმარ იყო ყოველთა მიერ წულილადისა საქმისა და ჟამისა და სიტყჳსა შეუცვალებელად აღწერაჲ.
ხოლო ამათ სიტყუათა წარმოვიტყჳ სიტყჳსა მისთჳს, რომელი დაწყებასავე ვთქუ, ვითარმედ: რომელიცა რაჲმე ჩანს განყოფილად თქუმული მახარებელთა მიერ, თითოეული თჳსსა ადგილსა, ვითარცა ღმერთმან ძალი მომცეს, განვჰმარტოთ; რაჲთა საცნაურ იქმნას ყოველთა მიერ, ვი-თარმედ არა არს მათ შორის ცილობაჲ, არცა განწვალებაჲ, და უფროჲსად სათანადოთა მათ და მაღალთა საქმეთა შინა, რომელთა შინა ფრიადსა ერ-თობასა აჩუენებენ.
წარავლინა უკუე ერი იგი და მოწაფენი წარიყვანნა თჳს თანა, რაჲთა იხილონ მათ ყოფადი იგი სასწაული. რამეთუ ვითარცა მოძღუარი კეთილი, ორკერძოვე ასწავებდა მათ, რაჲთა უშიშ იყვნენ განსაცდელთა შინა და მდაბალ პატივსა შინა. ამისთჳსცა, რაჲთა არა აღზუავნენ, რომელ ერი იგი წარგზავნა და იგინი წარიყვანნა, შეუნდო...