თ ა რ გ მ ა ნ ი: ვითარცა ვთქუ, გამოცდისა მათისათჳს მიეშუებოდა აღ-ძრვად ღელვათა და სახე იყო მოწევნადთა მათ მათ ზედა განსაცდელთა, რამეთუ ამისაცა შემდგომად მრავალგზის შეუნდო უძნელესთა განსაცდელთა შთავრდომად და სულგრძელ ექმნა, ვითარცა პავლე იტყჳს, ვითარმედ: „გარდარეულად უფროჲს ძალისა დაგჳმძიმდა, ვიდრე წარწირვამდე ჩუენდა ცხორებისაცა. არამედ თჳთ თავით თჳსით განჩინებაჲ იგი სიკუდილისაჲ მოგუეღო, რაჲთა არა ვესვიდეთ თავთა თჳსთა, არამედ ღმერთსა, რომელმან-იგი აღადგინნის მკუდარნი, რომელმან ესევითარისა სიკუდილისაგან მიჴსნა ჩუენ“. და სხუანი მრავალნი ძნელოვანნი შეემთხჳნეს, ვიდრეღა ძჳრ-ძჳრითა სიკუდილითა მოსწყდეს. და მის ყოვლისა წინაჲთვე მომასწავებელი იყო ღელვაჲ იგი. ამისთჳსცა, ჰრქუეს რაჲ: „უფალო, მიჴსნენ ჩუენ“, პირველად მათ შეჰრისხნა და მერმე ზღუასა მას, რამეთუ შეშფოთებაჲ იგიცა მათი უმჯობესისა მათისათჳს იქმნა, რაჲთა აქუნდეს ამისა შემდგომადცა ჴსენებაჲ საკჳრველებისაჲ მის. და ამისთჳსცა მიიძინა, რაჲთა ადგილ-სცეს შიშსა მოსლვად მათ ზედა, რამეთუ უკუეთუმცა ეღჳძა, არამცა ესრეთ შეშინებულ იყვნეს,...
24. და აჰა ესერა აღძრვაჲ იყო დიდი ზღუასა შინა, ვიდრე დაფარვადმდე ნავისა ღელვათაგან. ხოლო თავადსა ეძინა.25. და მოუჴდეს მას მოწაფენი მისნი და აღადგინეს იგი და ეტყოდეს: უფალო, მიჴსნენ ჩუენ, რამეთუ წარვწყმდებით.26. და თავადმან ჰრქუა მათ: რაჲსა შეშინდით, მცირედ-მორწმუნენო? მაშინ აღდგა და შეჰრისხნა ქართა მათ და ზღუასა. და იქმნა მეყსეულად დაყუდება დიდ.
სახარებაჲ მათესი თავი 8