თ ა რ გ მ ა ნ ი: კეთროანი იგი ზემოწერილი მოუჴდა უფალსა, გარდამოვიდოდა რაჲ მთით, ხოლო ასისთავი - შესლვასა ოდენ მისსა კაფარნაუმდ. რაჲსათჳს უკუე არცა იგი, არცა ესე აღვიდეს მთად? არა თუ უდებებისათჳს, - ნუ იყოფინ! - არამედ უმეტესისა კრძალულებისათჳს, რაჲთა არა ჟამსა მას მოძღურებისა მისისასა საწყინოდ ექმნენ მას. ხოლო მოუჴდა რაჲ ასისთავი ესე, ეტყოდა: „უფალო, მონაჲ ჩემი დაცემულ არს სახლსა შინა ჩემსა განრღუეული და ფრიად იგუემების“.
ვიეთნიმე იტყჳან, ვითარმედ არამოყვანებისა მისთჳს ყრმისა მის ეტყჳს ესრეთ, რაჲთა აუწყოს, ვითარმედ ამისთჳს ვერ უძლო მოყვანებად, რომელ მძიმითა სნებითა შეპყრობილ იყო. ხოლო მე ვიტყჳ, ვითარმედ ესეცა ფრიადისა მის სარწმუნოებისა მისისა სახე არს, რამეთუ ესოდენ გულსავსე იყო, ვითარმედ კმა არს ბრძანებაჲ ხოლო მეუფისაჲ აღდგინებად განრღუეულისა მის, ვიდრეღა არცა თუ საჴმარ იჩინა აღებაჲ და წინაშე მისსა მიყვანებაჲ, ვითარ-იგი ქმნეს მათ, რომელთა განრღუეული იგი სართულით გარდაუტევეს, რამეთუ უმეტეს იყო ამისი, ვიდრეღა მა-თი სარწმუნოებაჲ.
იხილეთ უკუე, ვითარ შეიწყნარა იგი უფალმან და, რომელ სხუაჲ არ-ღასადა ექმნა, აწ აღასრულა, რამეთუ მარადის...