მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

სახარებაჲ მათესი 8:6

5. და შე-რაჲ-ვიდა იგი კაპერნაუმდ, მოუჴდა მას ასისთავი, ევედრებოდა მას6. და ეტყოდა: უფალო, მონაჲ ჩემი დაცემულ არს სახლსა შინა ჩემსა განრღვეული და ფრიად იგუემების.7. ჰრქუა მას იესუ: მე მოვიდე და განვკურნო იგი.
სახარებაჲ მათესი თავი 8
6. და ეტყოდა: უფალო, მონაჲ ჩემი დაცემულ არს სახლსა შინა ჩემსა განრღვეული და ფრიად იგუემების.
თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი კვ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ი ტ ყ უ ა ჲ ე ს ე: „და შე-რაჲ-ვიდა იგი კაფარნაუმდ, მოუჴდა მას ასისთავი, ევედრებოდა მას და ეტყოდა: უფალო, მონაჲ ჩემი დაცემულ არს სახლსა შინა ჩემსა განრღუეული და ფრიად იგუემების“ (8,5-6).:

თ ა რ გ მ ა ნ ი: კეთროანი იგი ზემოწერილი მოუჴდა უფალსა, გარდამოვიდოდა რაჲ მთით, ხოლო ასისთავი - შესლვასა ოდენ მისსა კაფარნაუმდ. რაჲსათჳს უკუე არცა იგი, არცა ესე აღვიდეს მთად? არა თუ უდებებისათჳს, - ნუ იყოფინ! - არამედ უმეტესისა კრძალულებისათჳს, რაჲთა არა ჟამსა მას მოძღურებისა მისისასა საწყინოდ ექმნენ მას. ხოლო მოუჴდა რაჲ ასისთავი ესე, ეტყოდა: „უფალო, მონაჲ ჩემი დაცემულ არს სახლსა შინა ჩემსა განრღუეული და ფრიად იგუემების“.

ვიეთნიმე იტყჳან, ვითარმედ არამოყვანებისა მისთჳს ყრმისა მის ეტყჳს ესრეთ, რაჲთა აუწყოს, ვითარმედ ამისთჳს ვერ უძლო მოყვანებად, რომელ მძიმითა სნებითა შეპყრობილ იყო. ხოლო მე ვიტყჳ, ვითარმედ ესეცა ფრიადისა მის სარწმუნოებისა მისისა სახე არს, რამეთუ ესოდენ გულსავსე იყო, ვითარმედ კმა არს ბრძანებაჲ ხოლო მეუფისაჲ აღდგინებად განრღუეულისა მის, ვიდრეღა არცა თუ საჴმარ იჩინა აღებაჲ და წინაშე მისსა მიყვანებაჲ, ვითარ-იგი ქმნეს მათ, რომელთა განრღუეული იგი სართულით გარდაუტევეს, რამეთუ უმეტეს იყო ამისი, ვიდრეღა მა-თი სარწმუნოებაჲ.

იხილეთ უკუე, ვითარ შეიწყნარა იგი უფალმან და, რომელ სხუაჲ არ-ღასადა ექმნა, აწ აღასრულა, რამეთუ მარადის...

სრულად ნახვა
მათეს სახარების განმარტება - თავი VIII
ნეტარი თეოფილაქტე ბულგარელი
მთ: გვანცა კოპლატაძე
8:5-13 — ასისთავის რწმენა და მონის განკურნება:

5-6. და შე-რაჲ-ვიდა იგი კაპერნაუმდ, მოუჴდა მას ასისთავი, ევედრებოდა მას და ეტყოდა: - არც ეს მისულა მასთან მთაზე, რათა სწავლებაში ხელი არ შეეშალა. ეს ის ასისთავია, რომელიც ლუკასთანაც გვხვდება. თუმცა ლუკა ამბობს, რომ იესოსთან მან მოციქულებად სხვები გააგზავნა, მაგრამ მაინც არ ეწინააღმდეგება მათეს, რომლის თქმითაც ასისთავი მასთან თვითონ მივიდა, რადგან, როგორც ჩანს, ჯერ სხვები წარგზავნა, მაგრამ როცა საფრთხე გაიზარდა, უკვე თავად მივიდა და უთხრა:

6-7. უფალო, მონაჲ ჩემი დაცემულ არს სახლსა შინა ჩემსა განრღვეული და ფრიად იგუემების. ჰრქუა მას იესუ: მე მოვიდე და განვკურნო იგი. - ასისთავმა ყრმა საწოლით არ მიუყვანა, სწამდა რა, რომ უფალს მისი განკურნება დაუსწრებლადაც შეეძლო. ამიტომაც,

8-10. მიუგო ასისთავმან მან და ჰრქუა: უფალო, არა ღირს ვარ მე, რაჲთამცა სართულსა ჩემსა ქუეშე შემოხუედ. არამედ სიტყჳთ ხოლო თქუ, და განიკურნოს მონაჲ იგი ჩემი. რამეთუ მეცა კაცი ვარ ჴელმწიფებასა ქუეშე და მქონან ჩემ ქუეშე ერისაგანნი; და ვჰრქჳ მას: წარვედ! და წარვიდის; და სხუასა: მოვედ! და მოვიდის; და მონასა ჩემსა: ქმენ ესე! და ქმნის. ესმა რაჲ ესე იესუს, დაუკჳრდა...

სრულად ნახვა

მოხსენიებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის