რაჲსათჳს გზასა ზედა, მისდევდეს რაჲ და ღაღადებდეს, თანაწარჰჴდა მათ? კუალად აქაცა გუასწავებს, რაჲთა ვევლტოდით მრავალთა დიდებასა და გამოცხადებასა საქმეთა კეთილთასა; ამისთჳსცა შე-რაჲ-ვიდა სახლსა, განკურნა იგინი თჳსაგან და ამცნო, რაჲთა არავის აუწყონ. ხოლო ესეცა დასასჯელად ჰურიათა იქმნებოდა, რამეთუ ბრმათაცა შეიწყნარეს სარწმუნოებაჲ მისი, და მათ ნეფსით დაიყვნეს თუალნი ხილვად ნათლისა.
რამეთუ იხილეღა მათი იგი სარწმუნოებაჲ ღაღადებისა მისგან და უკუანა შედგომისა. და რაჲ იყო ღაღადებაჲ მათი? - „შემიწყალენ ჩუენ, უფალო!“ ხოლო ძედ დავითისა უწესდეს, რამეთუ დიდად პატივად შეერაცხა ესე მაშინ ჰურიათა. წინაჲსწარმეტყუელნიცა მეფეთა, რომელთაცა პატივ-სცემდიან, ძედ დავითისა უწოდდიან. ხოლო შე-რაჲ-ვიდა სახლსა, მეორედ მოუჴდეს მას, და ჰკითხა მათ სარწმუნოებაჲ მათი. ესე ამისთჳს, რაჲთა ცნან ყოველთა, ვითარმედ ღირს იყვნეს იგინი წყალობისა ჭეშმარიტად, და ვერვინ იტყოდის, ვითარმედ: უკუეთუ სახიერებისათჳს მისისა ჰკურნებდა მათ, რად არა ყოველნი განკურნნა? ამისთჳს აჩუენა, ვითარმედ ჩუენმიერიცა სარწმუნოებაჲ საჴმარ არს. და კუალად, ვინაჲთგან მათ თქუეს: „შემიწყალენ, უფალო, ძეო...