თ ა რ გ მ ა ნ ი: ესოდენსა მას უკეთურებასა მათსა ზედა და სიცოფესა არა ხოლო თუ ცეცხლითა არა დაწუნა ანუ უფსკრულთა ჯოჯოხეთისათა შთაჴადნა, არამედ არცა თუ სიტყჳთ შეჰრისხნა. ერთად, რაჲთა გამოუთქუმელი იგი სიმშჳდე და სახიერებაჲ თჳსი აჩუენოს და იგი ქმნას სამხილებელად მათდა; და მეორედ, რაჲთა უმრავლესთა მათ სასწაულთა მიერ ძალი თჳსი უჩუენოს უმეტესად და მერმეღა იწყოს სიტყჳთცა მხილებად. ამისთჳსცა მოჰვლიდა ქალაქებსა და დაბნებსა და შესაკრებელთა შორის მათთა ასწავებდა და ყოველთავე სენთა ჰკურნებდა, რაჲთა გუასწაოს ჩუენ ძჳრისმეტყუელთა ჩუენთა ესევითარისა ნაცვლისა ყოფად. ესე იგი არს, რაჲთა ძჳრისმეტყუელებისა წილ არა ძჳრისმეტყუელებაჲ მივაგოთ, არამედ ქველისმოქმედებაჲ და ყოველივე კეთილი.
აწ უკუე, მორწმუნენო, ოდეს კეთილი ვისმე უყო მოყუასსა შენსა და მან მოგაგოს ბოროტი, შენ ნუ-ვე-დასცხრები კეთილის-ყოფისაგან, რაჲთა უმეტესად განმრავლდეს სასყიდელი შენი ღმრთისა მიერ. ხოლო რომელმან იხილოს მოყუასი უმადლოჲ და დასცხრეს ქველისმოქმედებისა მისისაგან, გამოაჩინებს ესევითარი იგი, ვითარმედ არა ღმრთისათჳს იქმოდა ქველისსაქმესა მას, არამედ კაცობრივისა ქებისათჳს. ხოლო რად საჴმარ...