მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

საქმე წმიდათა მოციქულთაჲ 1:13

12. მაშინ მოიქცეს იერუსალჱმდ მთისა მისგან, რომელსა ჰრქჳან ზეთის ხილთაჲ, რომელ არს მახლობელ იერუსალჱმსა შაბათის გზა ოდენ.13. და ოდეს შევიდეს, აღჴდეს ქორსა მას, სადაცა იყოფოდეს პეტრე და იოვანე, იაკობ და ანდრეა, ფილიპე და თომა, ბართლომე და მატთეოს, იაკობ ალფესი და სიმონ მოშურნე და იუდა იაკობისი.14. ესე ყოველნი იყვნეს განკრძალულ ლოცვასა და ვედრებასა ერთბამად დედებითურთ და მარიამ დედით იესუჲსით და ძმებითურთ მისით.
საქმე წმიდათა მოციქულთაჲ თავი 1
13. და ოდეს შევიდეს, აღჴდეს ქორსა მას, სადაცა იყოფოდეს პეტრე და იოვანე, იაკობ და ანდრეა, ფილიპე და თომა, ბართლომე და მატთეოს, იაკობ ალფესი და სიმონ მოშურნე და იუდა იაკობისი.
თავი ა̂. აღდგომისა შემდგომად ორმეოცთა დღეთა შინა ჩუენებისათჳს მოწაფეთაჲსა და დიდებით ამაღლებისათჳს უფლისა
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
და ოდეს შევიდეს, აღჴდეს ქორსა მას, სადაცა იყოფოდეს პეტრე და იოვანე, იაკობ და ანდრია, ფილიპე და თომა, ბართლომე და მათეოს, იოკობ ალფესი და სიმონ მოშურნე და იუდა იაკობისი (1,13).:

თარგმანი: ვინაჲთგან მოშიშ იყვნეს სლვად ქალაქსა შინა, ამისთჳს, შე-რაჲ-ვიდეს ქალაქად აღჴდეს გოდლად, რაჲთა არა ადვილად შესაპყრობელ იქმნენ. ხოლო კეთილად აღჰრაცხს მოწაფეთა, ვითარმედ, რომელნი-იგი ჯუარცუმასა მიმო-დაიბნინეს შიშისათჳს ჰურიათაჲსა, არცა ერთი მათგანი აკლდა. არამედ პეტრეს უარისყოფაჲ სამ-გზისი სამ-გზის კითხვითა და ცრემლითა აღეჴოცა, და თომა, ურწმუნო-ქმნილი, განხილვითა გუერდისაჲთა მორწმუნე-ქმნილ იყო. ყოველნივე იყვნეს პატივსა მოწფობისასა, თჳნიერ საწყალობელისა მის განმცემელისა.

ხოლო სახელები მოციქულთაჲ ესრეთ გამოითარგმანების: პეტრე - განმჴსნელად ანუ მცნობელად ანუ მსმენელად; იოვანე — მადლად ღმრთსა; იაკობ — მწიხნელად ტკივილისა; ანდრია — ძალად შუენიერად ანუ განსჯილად; ფილიპე — პირად ჴელთა ანუ პირად ლამპრისა; თომა — უფსკრულად ანუ მარჩბივად: ბართლომე — ძედ წყალთა დამკიდებულად; მატთე — მონიჭებულად; იაკობ — მპყრობელად უკუანაჲსკნელისა (ამას იაკობს ალფესსა თადეოსცა ეწოდებოდა), ხოლო სიმონ — სწავლად ცხორებისა.

დამოწმებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის