თარგმანი: დაღაცათუ ჰურიათა იყიდეს, არამედ, რომელმან ფასი მისცა, მისდა მოგებულად შერაცხილ არს. და რაჲ-მცა იყო უცრუვესი ესევითარსა მას სასყიდელსა, რომელი მოეგო მას განსყიდითა მოძღურისა და დამბადებელისა თჳსისაჲთა! ამისთჳს საფლავ იქმნა, და სიტყჳსაებრ წინაჲსწარმეტყუელისა, — სამკჳდრებელ ოჴერ, რამეთუ, რაჲ უოჴრეს არს საფლავისა?
საქმე წმიდათა მოციქულთაჲ 1:18
17. რამეთუ აღრაცხილ იყო ჩუენ თანა, და ხუედრებულ წილი მსახურებისაჲ ამის.18. ამან მოიგო დაბაჲ იგი სასყიდლითა მით სიცრუვისაჲთა და განსივნა და განსთქდა შორის, და განიბნინეს ყოველნი ნაწლევნი მისნი.19. და საცნაურ იქმნა ყოველთა მკჳდრთა იერუსალჱმისათა, ვიდრეღა ეწოდაცა დაბასა მას თჳსითა სიტყჳთა მათითა აკელდამა, ესე იგი არს დაბაჲ სისხლისაჲ.
საქმე წმიდათა მოციქულთაჲ თავი 1