თარგმანი: ესე წინაჲსწარმეტყუელისა მიერ წინამოსწავებითა ცხად-ყო, ვითარმედ განსაგებელი იუდაჲსი, რომელ არს პატივი მოციქულებისა მისისაი, სხუასა მიღებად უცი და აწ თვთ უტყვს ვითარმედ ჯერ-არს, რაჲთა ჩუენ თანა შეკრებულთა ამათ კაცთაგანი, რომელნი არა მეყსა შინა შეკრებულ არიან, არამედ მიერითგანი, ვინაჲთგან შემოვიდა იესუ (არა შობასა უწოდს შემოსლვად, არამედ ნათლის-ღებასა, რამეთუ მაშინღა შემდგომად ნათლის-ღებისა იწყო შეკრებად მოწაფეთა. ამისთჳს არა სოფლად შემოსლვასა იტყჳს, არამედ მათდა შემოსლვასა, ოდეს-იგი იწყო მოწოდებად მოწაფეთა; და განსლვად ამაღლებასა უწოდს), აწ უკუე ჯერ-არსო, იტყჳს, რაჲთა მიერ ნათლის-ღებითგან და ვიდრე ამაღლებადმდე ქრისტესსა შეკრებულთა მოწაფეთაგანი ერთი ჩუენ ათორმეტთა რიცხუსა აღმავსებელ იქმნეს ადგილსა მას განმცემელისასა. ესე ჰრქუა ქმნად და გამორჩევაჲ იგი ყოველთა წინა-უყო, რაჲთა სწორებითა მით პატივ-ცემულ იქმნნე და არა ეშურვნენ ზოგადითა განზრახვითა გამორჩეულსა მას, არამედ პატიოსან იქმნეს იგიცა, ვითარცა სწორთა მიერ და ერთ-ნება ქმნილთა გამორჩეული. ხოლო რად არა სასწაულთა მოწამედ, ვიდრეღა აღდგომისასა, ეძიებს ყოფად? — ამისთჳს, რამეთუ...
საქმე წმიდათა მოციქულთაჲ 1:21
20. რამეთუ წერილ არს წიგნსა მას ფსალმუნთასა: იყავნ სამკჳდრებელი მისი ოჴერ და ნუ იყოფინ მკჳდრი მას შინა, და განსაგებელი მისი სხუამან მიიღენ.21. ჯერ-არს უკუე ჩუენ თანა შეკრებულთა ამათ კაცთაჲ ყოველსა ჟამსა, რომელსა შემოვიდა და განვიდა ჩუენდა უფალი იესუ,22. იწყო ნათლის-ცემითგან იოვანესით ვიდრე დღედმდე ამაღლებისა მისისა ჩუენგან მოწამედ აღდგომისა მისისა ჩუენ თანა ყოფად ერთი ამათგანი.
საქმე წმიდათა მოციქულთაჲ თავი 1