თარგმანი: ამისთჳს ორნი დააყენნეს და არა მრავალნი, რაჲთა ერთი ოდენ დაშთეს შეწუხებული, რაჟამს მის თანა დადგინებულსა ხუდეს წილი და არა მას, რამეთუ სხუანი-ღა თუმცა ყოფილ იყვნეს მის თანა, უმრავლესთა შეწუხებაჲ იქმნებოდა და ამას შფოთი შეუდგებოდა. ხოლო შენ იხილე, ვითარ ერთსა კაცსა სამ სახელ უწოდიან, რამეთუ, ვითარ-იგი უსაკუთრეს არს, პირველად ეწოდა იოსებ და მერმე ბარსაბა და იოსტოს, გინა თუ სიმრავლისათჳს სხუათა ერთ-მოსახელეთაჲსა, გინა თუ შეცვალებისათჳს ცხორებისა, ანუ თუ მჴურვალებისათჳს ღმრთისმსახურებისა. რამეთუ საკჳრველსა მოგჳთხრობს ამისთჳს პაპია, მოწაფე იოვანე ღმრთისმეტყუელისაჲ, ვითარმედ ოდესმე წინააღმდგომთა მიერ მოეპყრა მას სამსალაჲ, რომელ არს წამალი მაკუდინებელი, ხოლო მას სასწაული ჯუარისაჲ გამოსახა მას ზედა და შესუა და უვნებელად ეგო მადლითა ქრისტესითა. ხოლო მატათია, რომელი აწ აღირაცხა ათორმეტთა თანა, იყო იგი პირველ მოწაფე უფლისაჲ ერთი სამეოცდაათთაგანი.
საქმე წმიდათა მოციქულთაჲ 1:23
22. იწყო ნათლის-ცემითგან იოვანესით ვიდრე დღედმდე ამაღლებისა მისისა ჩუენგან მოწამედ აღდგომისა მისისა ჩუენ თანა ყოფად ერთი ამათგანი.23. და დაადგინნეს ორნი: იოსებ, რომელსა ერქუა ბარსაბა და მერმე ეწოდა იოსტოს, და მატათია.24. და ილოცვიდეს და თქუეს: შენ უფალო, ყოველთა გულთა მეცნიერო, გამოაჩინე ერთი ამათ ორთაგანი, რომელიცა გამოირჩიე,
საქმე წმიდათა მოციქულთაჲ თავი 1