თარგმანი: რაჲთა არა თქუან, ვითარმედ ემალვის იგი ერის კაცსა მას მჴედარსა, ამისთჳს პირველად ეტყჳს: მე ვარ, რომელსა ეძიებთ; და ეგრეთღა ჰკითხავს მიზეზსა, თუ რაჲსათჳს მოსრულ არიან. ხოლო იგინი პირველად წარმოუთხრობენ სათნოებათა კორნილიოჲსთა, რაჲთა არა უღირს იჩინოს მისლვად მისსა, რომელი-იგი, დაღაცათუ წარმართ არს, ყოველთა პურიათა მიერ წამებულ არს ღმრთისმოშიშებისათჳს. ამისსა შემდგომად ბრძანებასა ანგელოზისასა აუწყებენ მიწოდებისათჳს მისისა, ხოლო თავი მოციქულთაჲ პირველად სახესა მისცემს სიყუარულით სტუმრობისასა, და ეგრეთღა წარჰყვების მათ, და თანა-წარიტანებს ძმათა იოპით, რაჲთა აქუნდენ იგინი მოწამედ, რაჟამს სიტყუაჲ მიეჴადებოდის ვიეთგანმე წარმართთა თანა შესლვისათჳს.
საქმე წმიდათა მოციქულთაჲ 10:21
20. არამედ აღდეგ და გარდაგუალე და მივედ მათ თანა და ნურარას ორგულებ, რამეთუ მე მომივლინებიან იგინი.21. გარდამოვიდა პეტრე კაცთა მათ თანა, მოვლინებულთა კორნილიოსის მიერ, და ჰრქუა: აჰა-ესერა მე ვარ, რომელსა თქუენ მეძიებთ. აწ რაჲ არს მიზეზი, რომლისათჳს მოსრულ ხართ?22. ხოლო მათ ჰრქუეს: კორნილიოს ასისთავმან, კაცმან მართალმან და მოშიშმან ღმრთისამან, რომელი წამებულ არს ყოვლისაგან ნათესავისა ჰურიათაჲსა, ბრძანებაჲ მოიღო ანგელოზისაგან წმიდისა მიყვანებად შენდა სახლსა თჳსსა და სმენად შენგან სიტყუათა.
საქმე წმიდათა მოციქულთაჲ თავი 10