თარგმანი: რაჲთა არა თქუან, ვითარმედ ემალვის იგი ერის კაცსა მას მჴედარსა, ამისთჳს პირველად ეტყჳს: მე ვარ, რომელსა ეძიებთ; და ეგრეთღა ჰკითხავს მიზეზსა, თუ რაჲსათჳს მოსრულ არიან. ხოლო იგინი პირველად წარმოუთხრობენ სათნოებათა კორნილიოჲსთა, რაჲთა არა უღირს იჩინოს მისლვად მისსა, რომელი-იგი, დაღაცათუ წარმართ არს, ყოველთა პურიათა მიერ წამებულ არს ღმრთისმოშიშებისათჳს. ამისსა შემდგომად ბრძანებასა ანგელოზისასა აუწყებენ მიწოდებისათჳს მისისა, ხოლო თავი მოციქულთაჲ პირველად სახესა მისცემს სიყუარულით სტუმრობისასა, და ეგრეთღა წარჰყვების მათ, და თანა-წარიტანებს ძმათა იოპით, რაჲთა აქუნდენ იგინი მოწამედ, რაჟამს სიტყუაჲ მიეჴადებოდის ვიეთგანმე წარმართთა თანა შესლვისათჳს.
საქმე წმიდათა მოციქულთაჲ 10:24
23. ხოლო მან შეუწოდა მათ და მუნ დაიყენნა და ისტუმრნა იგინი. და ხვალისაგან აღდგა პეტრე და განვიდა მათ თანა, და ვიეთნიმე ძმათაგანნიცა იოპით მიჰყვეს მის თანა.24. და ხვალისაგან შევიდეს კესარიად, ხოლო კორნილეოს მოელოდა მათ, შემოეკრიბა თესლ-ტომი მისი და საყუარელნი მეგობარნი მისნი.25. და იყო შესლვასა მას პეტრესსა, მოეგებოდა მას კორნილიე და შეუვრდა ფერჴთა მისთა და თაყუანის-სცა მას.
საქმე წმიდათა მოციქულთაჲ თავი 10