მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

საქმე წმიდათა მოციქულთაჲ 10:27

26. ხოლო პეტრე აღადგინა იგი და ჰრქუა მას: აღდეგ რამეთუ მეცა თავადი კაცივე ვარ.27. და იტყოდეს თანად, და შე-რაჲ-ვიდა შინა, პოვნა მუნ მრავალნი შემოკრებულნი.28. და ჰრქუა მათ პეტრე: თქუენ თჳთ უწყით, ვითარმედ არა ჯერ არს კაცისა ჰურიისა მიახლებად წარმართთა, ანუ შეხებად უცხო თესლთა; და მე მიჩუენა ღმერთმან, რაჲთა არავინ კაცი შევჰრაცხო ბილწად და არაწმიდად.
საქმე წმიდათა მოციქულთაჲ თავი 10
27. და იტყოდეს თანად, და შე-რაჲ-ვიდა შინა, პოვნა მუნ მრავალნი შემოკრებულნი.
თავი ი̂ე. ჩუენებისათჳს პეტრესსა და კორნილიოჲსსა, და ნათლის-ღებისათჳს კორნილიოჲსსა
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
ხოლო კორნილეოს მოელოდა მათ, შემოეკრიბა თესლ-ტომი მისი და საყუარელნი მეგობარნი მისნი. და იყო შესლვასა მას პეტრესსა მოეგებვოდა მას კორნილიე და შეუვრდა ფერჴთა მისთა და თაყუანის-სცა მას. ხოლო პეტრე აღადგინა იგი და ჰრქუა მას: აღდეგ, რამეთუ მეცა თავადი კაცივე ვარ. და იტყოდეს თანად (10,24-27).:

თარგმანი: ესრეთ ჯერ-არს წინა-განმზადებაჲ შეწყნარებად ქადაგთა ჭეშმარიტებისათა, რაჲთა ყოველნივე თჳსნი ჩუენნი თანა-ვიზიარნეთ კეთილთა ჩუენთა,ვითარ-ესე აწ კორნელი, დაღაცათუ უცხოთა ვერ მიანდო, არამედ თჳსნი ყოველნი მოიყვანნა სმენად საღმრთოჲსა ქადაგებისა, და თჳთ მიეგება პეტრეს. ხოლო მან მიწად დავრდომილი წინაშე მისსა აღადგინა სიმდაბლით. და ლიტონად კაცად უწოდა თავსა თჳსსა. რაჲთა არა წარმართულად ღმრთად საგონებელ უჩნდეს იგი კორნილიოსს. ესრეთ უკუე დასაბამად ყოვლისა სიმდაბლე ასწავა, რაჲთა ჩუენცა ვიხილოთ და ვეკრძალნეთ, ვითარ-ესე თავი მოციქულთაჲ კაცსა წარმართთაგანსა არა უტევებს შევრდომად მისსა. რაოდენ უფროჲს ჩუენ გჳჴმს კრძალვაჲ ძმათა ჩუენთა წინაშე ჩუენსა დავრდომისაგან!

ხოლო იტყოდეს თანად, ესე იგი არს, ვითარმედ მგზავრ ზრახვიდეს ურთიერთას ვიდრე შინა შესლვადმდე.

მოხსენიებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის