მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

საქმე წმიდათა მოციქულთაჲ 10:29

28. და ჰრქუა მათ პეტრე: თქუენ თჳთ უწყით, ვითარმედ არა ჯერ არს კაცისა ჰურიისა მიახლებად წარმართთა, ანუ შეხებად უცხო თესლთა; და მე მიჩუენა ღმერთმან, რაჲთა არავინ კაცი შევჰრაცხო ბილწად და არაწმიდად.29. ამისთჳს უცილობელად შემოვედ თქუენდა, მოვედ რაჲ. აწ უკუე მაუწყეთ, რომლისა სიტყჳსათჳს მომხადეთ მე.30. ჰრქუა მას კორნილიოს: მეოთხით დღითგან ვიდრე აქა ჟამადმდე ვიყავ მარხული და მეცხრესა ჟამსა ვილოცევდ რაჲ სახლსა შინა ჩემსა, და აჰა-ესერა დადგა კაცი წინაშე ჩემსა სამოსლითა ბრწყინვალითა
საქმე წმიდათა მოციქულთაჲ თავი 10
29. ამისთჳს უცილობელად შემოვედ თქუენდა, მოვედ რაჲ. აწ უკუე მაუწყეთ, რომლისა სიტყჳსათჳს მომხადეთ მე.
თავი ი̂ე. ჩუენებისათჳს პეტრესსა და კორნილიოჲსსა, და ნათლის-ღებისათჳს კორნილიოჲსსა
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
და შე-რაჲ-ვიდა შინა, პოვნა მუნ მრავალნი შემოკრებულნი და ჰრქუა მათ პეტრე: თქუენ თჳთ უწყით, ვითარმედ არა ჯერ-არს კაცისა ჰურიისა მიახლებად წარმართთა ანუ შეხებად უცხო-თესლთა. და მე მიჩუენა ღმერთმან, რაჲთა არავინ კაცი შევჰრაცხო ბილწად და არაწმიდად. ამისთჳს უცილობელად შემოვედ თქუენდა, მოვედ რაჲ. აწ უკუე მაუწყეთ, რომლისა სიტყჳსათჳს მომხადეთ მე (10,27-29).:

თარგმანი: ესრეთ უტყჳს, ვითარმედ: ნუ გგონეს, ვითარმცა კაცობრივითა შიშითა ასისთავისა მთავრობისაჲთა დამეჴსნა წესი სჯულისაჲ, არამედ ბრძანებითა უფლისაჲთა შემოვედ თქუენდა. ხოლო ბრძანებაჲ ესე პეტრეს მიმართი ზოგადი არს ჩუენ ყოველთა მორწმუნეთა მიმართ, რაჲთა ძლიერნი სულითა და შემძლებელნი რგებად არცა ერთისაჲ ვის ურწმუნოთაგანისა მიახლებასა შეგინებულად შევჰრაცხდეთ, უკუეთუ ოდენ გუაქუნდეს იჭჳ მოქცევისა მათისაჲ. ამისსა შემდგომად მიზეზსა იკითხავს პეტრე თჳსისა მიწოდებისასა, რაჲთა, რომელი თჳთ უწყოდა, მათგანცა ესმეს და თჳსითა პირითა აღიარონ, ვითარმედ სწყურის მათ სწავლად სარწმუნოებასა ქრისტეს ღმრთისასა.

მოხსენიებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის