მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

საქმე წმიდათა მოციქულთაჲ 10:32

31. და მრქუა მე: კორნილიე, შეისმეს ლოცვანი შენნი, და ქველის საქმენი შენნი მოიჴსენნეს წინაშე ღმრთისა.32. აწ მიავლინე შენ იოპედ და მოუწოდე სიმონს, რომელსა ჰრქჳან პეტრე: ამას ვანი დაუც სახლსა სიმონის ვისმე მეპრატაკისასა, ზღჳს კიდით კერძო, რომელი მოვიდეს და გეტყოდის შენ.33. და მუნთქუესვე წარმოვავლინენ შენდა და შენ კეთილად ჰყავ, რამეთუ მოხუედ. აწ ესერა ჩუენ ყოველნი მოსრულ ვართ წინაშე ღმრთისა სმენად ყოვლისა ბრძანებულისა შენდა უფლისა მიერ.
საქმე წმიდათა მოციქულთაჲ თავი 10
32. აწ მიავლინე შენ იოპედ და მოუწოდე სიმონს, რომელსა ჰრქჳან პეტრე: ამას ვანი დაუც სახლსა სიმონის ვისმე მეპრატაკისასა, ზღჳს კიდით კერძო, რომელი მოვიდეს და გეტყოდის შენ.
თავი ი̂ე. ჩუენებისათჳს პეტრესსა და კორნილიოჲსსა, და ნათლის-ღებისათჳს კორნილიოჲსსა
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
ჰრქუა მას კორნილიოს: მეოთხით დღითგან ვიდრე აქა ჟამადმდე ვიყავ მარხული. და მეცხრესა ჟამსა, ვილოცევდ რაჲ სახლსა შინა ჩემსა, და აჰა ესერა დადგა კაცი წინაშე ჩემსა სამოსლითა ბრწყინვალითა და მრქუა მე: კორნილიე, შეისმნეს ლოცვანი შენნი და ქველის საქმენი შენნი მოიჴსენნეს წინაშე ღმრთისა. აწ მიავლინე შენ იოპედ და მოუწოდე სიმონს, რომელსა ჰრქჳან პეტრე: ამას ვანი დაუც სახლსა სიმონის ვისმე მეპრატაკისასა ზღჳს კიდით კერძო, რომელი მოვიდეს და გეტყოდის შენ. და მუნთქუესვე წარმოვავლინენ შენდა, და შენ კეთილად ჰყავ, რამეთუ მოხუედ. აწ ესერა ჩუენ ყოველნი მოსრულ ვართ წინაშე ღმრთისა სმენად ყოვლისა ბრძანებულისა შენდა უფლისა მიერ (10,30-33).:

კაცი ვინმე იყო კესარიას შინა, სახელით კორნილიოს, ასისთავი, ტომისაგან, რომელსა ჰრქჳან იტალიკე, კეთილად-მსახური და მოშიში უფლისაჲ ყოვლითურთ სახლეულით თჳსით; იქმოდა ქველის-საქმესა მრავალსა ერსა მას შორის და ევედრებოდა ღმერთსა მარადის (10,1-2).

თარგმანი: კესარიასა იტყჳს პალესტინისასა, რომელი-იგი იყო პირველ გოდოლ სტრატონიკისა და ნაწილ ფილისტიმელთა, ხოლო უკუანაჲს კნელ აღეშენა ქალაქად ჰრომთა მიერ და სახელ-ედვა სეხნად კეისრისა კესარიაჲ.

ამას შინა იყო დასაბამი იგი წარმართთა სარწმუნოებისაჲ კორნილიოს; რამეთუ ორნივე ესე — საჭურისი და კორნილიე —მთავართაგანნი იყვნეს, და დასაბამ წარმართთა სარწმუნოებისა იქმნნეს, ხოლო არა პატივისათჳს მთავრობისა ღირს იქმნნეს საღმრთოსა მადლსა, არამედ ღმრთისმოშიშებისათჳს, რამეთუ მაშინ უსაკჳრველეს არს სათნოებაჲ, რაჟამს სოფლიოთა პატივთა და სიმდიდრეთაგანი ვერარაჲ იქმნეს დამაყენებელ მისსა. ესე ესმოდედ მთავართა და ნურა რას მიზეზ-ჰყოფენ სიბოროტისა. რამეთუ აჰა კორნილიოს სიმდიდრითა ღმრთისმოშიშებისაჲთა არა ხოლო თავი თჳსი, არამედ სახლეულად მისსა წოდებულნიცა იგი ასნი მჴედარნი, რომელთა მთავარ იყო, ზედა-დგომითა თჳსითა სათნო...

სრულად ნახვა

მოხსენიებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის