თარგმანი: აღებაჲ პირისა წმიდათაჲსაჲ აღვსება არს სულითა, და გამოთქუმა საჲდუმლოთა, ვითარ-ესე აწ პეტრე ცხადად დაგჳმტკიცებს, ვითარმედ არავის სადა უტევებს ღმერთი უმეცრებით ყოფად ურწმუნოებასა შინა. არამედ უკუეთუ ოდენ თჳნიერ გულარძნილებისა ღმრთის მოშიშებით ჰყოფდეს სიმართლესა, ესევითართა მათ მიუძღჳს სრულებად სარწმუნოებისა, ვითარ-იგი მოგუთა და ავაზაკსა, მეძავსა და მეზუერესა, საჭურისსა და კორნილიოსს. ხოლო რომელნი-იგი არა სათნო-ეყოფვიან ღმერთსა, დაღათუ იქმოდინ კეთილსა რასმე, ცხად არს, რამეთუ არა ღმრთის მოშიშებით ჰყოფენ, არამედ საჩუენებელად კაცთა იქმან. აწ უკუე პირველი იგი სიტყუაჲ მოციქულისაჲ თუალ-უხუავობისათჳს ღმრთისა — ჰურიათა მიმართ არს, რომელნი იყვნეს მის თანა, რაჲთა განუცხადოს წოდებაჲ წარმართთაჲ. ამისსა შემდგომად ჰურიათა პატივსა უპირატესობისასა დაუმარხავს, და მათდა მიმართ მოვლინებასა ძისასა იტყჳს მამისა მიერ. და კუალად, რაჲთა არა წარმართთა განიწირნენ თავნი თჳსნი, ზედა-დაჰრთავს, ვითარმედ: დაღაცათუ ისრაელთა მიმართ მოივლინა, არა დაშჯად, არამედ ყოფად მშჳდობისა და განმართლებისა, არამედ იგი თავადი არს უფალი ყოველთაჲ — ჰურიათა და წარმართთაჲ.
საქმე წმიდათა მოციქულთაჲ 10:36
35. არამედ ყოველთა შორის თესლთა რომელსა ეშინის მისა და იქმს სიმართლესა, სათნო მისა არს.36. სიტყუაჲ იგი, რომელი მოუვლინა ძეთა ისრაჱლისათა მახარებლად მშჳდობისა იესუ ქრისტეს მიერ, ესე თავადი არს უფალი ყოველთაჲ.37. თქუენ თჳთ უწყით სიტყუაჲ იგი, რომელი იყო ყოველსა ზედა ჰურიასტანსა, რომელმან-იგი იწყო გალილეაჲთ შემდგომად ნათლის-ცემისა, რომელსა-იგი ქადაგებდა იოვანე:
საქმე წმიდათა მოციქულთაჲ თავი 10