თარგმანი: ვინაჲთგან მახლობელ იყვნეს იერუსალემსა, ამისთჳს თჳთ მათვე მიიყვანებს მოწამედ, რამეთუ ასმიოდა ნათლის-ცემისათჳს იოვანესსა, და ვითარ-იგი ქადაგებდა ქრისტესა ყოველთა მიმართ მკჳდრთა გალილეაჲსა და ჰურიასტანისათა, განმავალთა ნათლის-ღებად მისგან. ხოლო იესუ ნაზარეველ უწოდს ბუნებისათჳს ჴორცთაჲსა ბუნებით ძესა ღმრთისასა, უფალსა ჩუენსა იესუ ქრისტესა. და კაცობრივ ცხებასა მისსა იტყჳს ღმრთისა მამისა მიერ, რამეთუ არა თესლითა მამაკაცისაჲთა მუცლად-იღო იგი ქალწულმან ყოვლად უბიწომან, არამედ სული წმიდაჲ აგრილობდა მას და ძალი მაღლისაჲ ჰფარვიდა. და ამიერ იშენა ჴორცთა ტაძარი სიტყუამან და ძალმან მამისამან. ხოლო არა ღმრთეებით, არამედ კაცობრივ ეცხო საცხებელი სულისა წმიდისაჲ, რაჲთა წინა გზა-უყოს და დასაბამ ექმნეს ბუნებასა კაცთასა მიღებისათჳს ნიჭსა სულისასა, რამეთუ ღმრთეებით ვითარცა მამისაგან, ეგრეთვე ძისაგან განუშორებელ არს სული წმიდაჲ, და თანა-სამარადისო. ამისსა შემდგომად საქმესა იტყჳს, რომელი წარჰმართა ძემან ღმრთისამან ჴორცთ-შესხმითა თჳსითა, ესე იგი არს ჴსნაჲ კაცთაჲ ტყუეობისაგან, რომელნი სულით და ჴორცით განხრწნილ იყვნეს მძლავრებისაგან ეშმაკისა. და...
საქმე წმიდათა მოციქულთაჲ 10:39
38. იესუს ნაზარეველსა, რომელსა-იგი სცხო ღმერთმან სულითა წმიდითა და ძალითა, რომელი-იგი მოვიდა ქველის მოქმედად და განკურნებად ყოველთა მიმძლავრებულთა ეშმაკისათა, რამეთუ ღმერთი იყო მის თანა.39. და ჩუენ მოწამე ვართ ყოველთათჳს, რომელნი ქმნნა სოფელსა მას ჰურიასტანისასა და იერუსალჱმს შინა, რომელცა-იგი მოკლეს დამოკიდებითა ძელსა ზედა.40. ესე ღმერთმან აღადგინა მესამესა დღესა და მისცა მას განცხადებულებაჲ,
საქმე წმიდათა მოციქულთაჲ თავი 10