მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

საქმე წმიდათა მოციქულთაჲ 10:46

45. და დაუკჳრდა წინა-დაცუეთილებისაგანთა მორწმუნეთა, რაოდენნი-იგი შევიდეს პეტრეს თანა, რამეთუ წარმართთაცა ზედა ნიჭი იგი სულისა წმიდისაჲ მიფენილ არს,46. რამეთუ ესმოდა მათი, იტყოდეს რაჲ ენათა, და ადიდებდეს ღმერთსა. მაშინ მიუგო პეტრე და ჰრქუა:47. წყლისაგან ნუ რაჲ ყენებაჲ არსა არა ნათლის-ცემაჲ ამათი, რომელთა-ესე სული წმიდაჲ მიიღეს, ვითარცა-იგი ჩუენ?
საქმე წმიდათა მოციქულთაჲ თავი 10
46. რამეთუ ესმოდა მათი, იტყოდეს რაჲ ენათა, და ადიდებდეს ღმერთსა. მაშინ მიუგო პეტრე და ჰრქუა:
თავი ი̂ე. ჩუენებისათჳს პეტრესსა და კორნილიოჲსსა, და ნათლის-ღებისათჳს კორნილიოჲსსა
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
და ვიდრე-იგი იტყოდა-ღა პეტრე სიტყუათა ამათ, მოვიდა სული წმიდაჲ და დაადგრა ყოველთა ზედა, რომელთა ესმოდა სიტყუაჲ იგი, და დაუკჳრდა წინა-დაცუეთილებისაგანთა მორწმუნეთა, რაოდენნი-იგი შევიდეს პეტრეს თანა, რამეთუ წარმართთაცა ზედა ნიჭი იგი სულისა წმიდისაჲ მიფენილ არს. რამეთუ ესმოდა მათ, იტყოდეს რაჲ ენათა და ადიდებდეს ღმერთსა (10,44-46).:

თარგმანი: იხილე განგებულებაჲ ღმრთისაჲ, რომელმან არა დრო-სცა პეტრეს განსრულებად სიტყჳსა, არამედ თჳნიერ ბრძანებისა მისისა და პირველ ნათლის-ღებისა მოჰფინა სული წმიდაჲ წარმართთაგანთა მათ მორწმუნეთა, რამეთუ უკუეთუ შემდგომად ამისსა ჯერეთ სიტყუაჲ მიჰჴადეს პეტრეს იერუსალემს შინა, მისლვისათჳს კორნილოჲს მიმართ, რაჲღამცა ექმნა, უკუეთუმცა არა წინასწრობით, არამედ ნათლის-ცემითა და ბრძანებითა პეტრესითა მიეღო მათ ნიჭი სულისა წმიდისაჲ? ამისთჳს აწ წინა-უსწრო ნათლის-ღებასა მიფენამან სულისამან, რაჲთა ვერცა ერთმან ვინ აბრალოს პეტრეს ნათლის-ცემისათჳს მათისა.

ხოლო ესე ცხად არს, ვითარმედ პირველად ჰრწმენა მათ სიტყუაჲ იგი პეტრესი, ვითარმედ სახელითა იესუჲსითა იქმნების მიტევებაჲ ცოდვათაჲ და სარწმუნოებასა შეუდგა მიტევებაჲ და მიტევებასა —ნიჭი სულისა წმიდისაჲ, რომელი-ესე დაღაცათუ პირველ ნათლის-ღებისა იყო, არამედ ეგრეთცა პეტრეს სიტყუათა მიერ და სწავლათა, და შემდგომად რწმუნებისა მათისა სიტყუათა მისთა; რამეთუ თჳნიერ სარწმუნოებისა ვერ ეგების მიღებად ნიჭსა სულისასა, რაოდენცა ქველის-მოქმედ იყოს ჯერეთ ურწმუნოებასა შინა მყოფი იგი. ამისთჳს ჰურიათაგანთა მათ, პეტრეს თანა...

სრულად ნახვა

მოხსენიებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის