თარგმანი: არა ლიტონნი კაცნი, არამედ კეთილად მსახურნი, წინაშე მდგომელი მონებითურთ მიავლინნა პეტრესსა, რამეთუ წმიდისა თანა წმიდა და რჩეულისა თანა რჩეულ იყვნეს ყოველნი მსახურნი და მახლობელნი მისნი, რომელთა არა სილაღით უბრძანებს მოწოდებად პეტრესსა, არამედ ყოველსა მას წარმოუთხრობს ჩუენებასა და სიტყუასა ანგელოზისასა მისსა მიმართ.
საქმე წმიდათა მოციქულთაჲ 10:8
7. და ვითარცა წარვიდა ანგელოზი იგი, რომელი ეტყოდა მას, მოუწოდა ორთა მონათა მისთა და ერის კაცსა, კეთილად მსახურსა, წინაშე მდგომელსა მისსა,8. და უთხრა მათ ესე ყოველი და წარავლინნა იგინი იოპედ.9. და ხვალისაგან მი-რაჲ-ვიდოდეს იგინი გზასა ზედა, ქალაქსა მიეახლნეს, აღჴდა პეტრე ერდოსა ზედა ლოცვად ჟამსა მეექუსესა,
საქმე წმიდათა მოციქულთაჲ თავი 10