მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

საქმე წმიდათა მოციქულთაჲ 11:1

1. ხოლო ესმა მოციქულთა მათ და ძმათა, რომელნი იყვნეს ჰურიასტანს, ვითარმედ წარმართთაცა შეიწყნარეს სიტყუაჲ ღმრთისაჲ.2. და რაჟამს აღვიდა პეტრე იერუსალჱმდ, ერიდებოდეს მას წინა-დაცუეთილებისაგანნი ძმანი,
საქმე წმიდათა მოციქულთაჲ თავი 11
1. ხოლო ესმა მოციქულთა მათ და ძმათა, რომელნი იყვნეს ჰურიასტანს, ვითარმედ წარმართთაცა შეიწყნარეს სიტყუაჲ ღმრთისაჲ.
თავი ი̂ე. ჩუენებისათჳს პეტრესსა და კორნილიოჲსსა, და ნათლის-ღებისათჳს კორნილიოჲსსა
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
ხოლო ესმა მოციქულთა მათ და ძმათა, რომელნი ჰურიასტანს იყვნეს, ვითარმედ წარმართთაცა შეიწყნარეს სიტყუაჲ ღმრთისაჲ. და რაჟამს აღვიდა პეტრე იერუსალემდ, ერიდებოდეს მას წინა-დაცუეთილებისაგანნი ძმანი და იტყოდეს, ვითარმედ: კაცთა მიმართ წინა-დაუცუეთელთა შეხუედ და მათ თანა შჭამე (11,1-3).:

თარგმანი: რაჟამს სამარიტელთა მოქცევაჲ ესმა, განიხარეს და მიავლინნეს მათდა პეტრე და იოვანე. ხოლო აწ რაჲსათჳს წუხან სმენითა წარმართთა მოქცევისაჲთა? ამისთჳს, რამეთუ სამარიტელნი ზოგნი ჰურია იყვნეს, ხოლო წარმართნი — ყოვლად უცხო შჯულისაგან ჰურიათაჲსა. წარმართნი უკუე მრავალ თესლ იყვნეს და საშურველ, ხოლო სამარიტელნი — ერთ, და არა ფრიად საშურველ. და კუალად, ესოდენ მოშურნე იყვნეს ჰურიანი მამულთა შჯულთა დაჴსნისათჳს, რომელ არცაღა თუ თავისაგან მოციქულთაჲსა და მოძღურისა ყოველთაჲსა შეიკდიმეს მხილებად მისსა წარმართთა შეხებისათჳს.

მოხსენიებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის