თარგმანი: ჴელ უფლისა უწოდენ წერილნი სულისა წმიდისა მიერ ნიშთა და ძალთა მოქმედებასა, ვითარცა ეზეკიელ იტყჳს: და იყო ჩემ ზედა ჴელი უფლისაჲ, და მოციქული პავლე ეტყჳს ელჳმას: "აჰა ესერა ჴელი უფლისაჲ შენ ზედა". ესევითარი მოქმედებაჲ სასწაულთაჲ მიეცა მათ, რომელნი-იგი ანტიოქიას ქადაგებდეს, რაჲთა უმრავლესნი მოაქცინენ უფლისა.
საქმე წმიდათა მოციქულთაჲ 11:21
20. ხოლო იყვნეს ვინმე მათგანნი კაცნი კჳპრელნი და კჳრინელნი, რომელნი შევიდეს ანტიოქიად და იტყოდეს ბერძლ მეტყუელთა მათ მიმართ და ახარებდეს უფალსა იესუს.21. და იყო ჴელი უფლისაჲ მათ თანა განკურნებად. და მრავალსა რიცხუსა ჰრწმენა და მოიქცეს უფლისა.22. ესმა სიტყუაჲ ესე ყურთა კრებულისათა, რომელნი იყვნეს იერუსალჱმს მათთჳს და მიავლინეს ბარნაბა, რაჲთა განვიდეს ვიდრე ანტიოქიადმდე,
საქმე წმიდათა მოციქულთაჲ თავი 11