📋 სარჩევი
ხოლო პეტრე იწყო და მიუთხრა მათ შემდგომითი-შემდგომად და ჰრქუა: მე ვიყავ ქალაქსა შინა იოპესა და ვილოცევდ რაჲ, ვიხილე განკჳრვებასა ჩემსა ჩუენებაჲ, რამეთუ გარდამოვიდოდა ჭურჭელი რაჲმე, ვითარცა ტილოჲ დიდი, ოთხთაგან კიდეთა დამოკიდებული ზეცით, და მოვიდა ვიდრე ჩემდამდე, რომელსა მივხედევდ და გავიცდიდი. და ვიხილე მას შინა ოთხფერჴი ქუეყანისაჲ და მჴეცნი და ქუეწარმავალნი და მფრინველნი ცისანი. და მესმა ჴმაჲ, რომელი მეტყოდა მე: აღდეგ, პეტრე, დაკალ და ჭამე. და მე ვთქუ: ნუ იყოფინ, უფალო, რამეთუ ბილწი რაჲვე გინა არაწმიდაჲ არასადა შესრულ არს პირსა ჩემსა. მომიგო მე ჴმამან მან მეორედ ზეცით: რომელი ღმერთმან წმიდა ყო, შენ ნუ ბილწ გიჩნნ. ესე იყო სამ-გზის და კუალად აღმაღლდა ყოველი იგი ზეცად. და აჰა მუნთქუესვე სამნი კაცნი მოიწინეს ბჭეთა მის სახლისათა, რომელსა შინა ვიყავ, მოვლინებულნი ჩემდა კესარიაჲთ და მრქუა მე სულმან წმიდამან მისლვად მათ თანა და არღა-რას ორგულებად. მოვიდეს ჩემ თანა ექუსნიცა ესე ძმანი და შევედით სახლსა მის კაცისასა და მითხრა ჩუენ, ვითარ-იგი იხილა ანგელოზი ღმრთისაჲ სახლსა შინა თჳსსა მდგომარე, რომელმან ჰრქუა მას: მიავლინე იოპედ და მოიყვანე შენ სიმონ, რომელსა ჰრქჳან პეტრე, რომელმან-იგი გრქუნეს შენ სიტყუანი, რომლითა სცხონდე შენ და ყოველი სახლი შენი. და ვითარცა ვიწყე მე სიტყუად, მოვიდა მათ ზედა სული წმიდაჲ, ვითარცა-იგი ჩუენ ზედა პირველ, და მომეჴსენა მე სიტყუაჲ უფლისაჲ, რომელ თქუა, ვითარმედ: იოვანე ნათელ-სცემდა წყლითა, ხოლო თქუენ ნათელ-იღოთ სულითა წმიდითა (11,4-16).
თარგმანი: საკჳრველ არს უზომოჲ იგი სიმშჳდე და სიმდაბლე პეტრესი, ვითარ არა განმწარდების, არცა უღირს იჩენს სიტყჳს მიჴდად მოწაფეთაგან და ძმათა — თავი მოციქულთაჲ და მოძღუარი ყოვლისა სოფლისაჲ, არამედ გრძელითა სიტყჳს-გებითა გულსავსე ჰყოფს მათ, და თანა-იწამებს ექუსთა მათცა ძმათა, თანა წარტანებულთა იოპით, და მასვე წარმოიტყჳს თხრობასა ჩუენ მიერ ზემო განმარტებულსა, რომლითა ამას ცხად-ჰყოფს, ვითარმედ არარაჲ თავით თჳსით მიქმნიეს, არამედ ყოველივე საღმრთოჲთა ჩუენებითა, რომელსა არა მყის მივჰყევ, არამედ წინა-აღდგომით ვეტყოდე: ნუ იყოფინ, უფალო; ვიდრემდის კუალად მესმა ჴმაჲ, რაჲთა არარაჲ შევჰრაცხო შეგინებულად, და მოვიდეს რაჲ მწოდებელნი, არა თავით ჩემით გარდავედ მათდა, ვიდრე არა მიბრძანა სულმან წმიდამან. და წარვედ რაჲ მათ თანა, არა მყის ნათელ ვეც, ვიდრე არა მისწრო მოფენამან სულისამან. ამისსა შემდგომად მოაჴსენებს მათ, ვითარმედ არა ახალი რაჲმე და უცხოჲ იქმნა, არამედ წინა-მოსწავებული უფლისა მიერ, ვითარმედ: ნათელ-იღოთ სულითა წმიდითა. ამისთჳს არარაჲ მიქმნიეს თავით თჳსით, არამედ ყოველივე ბრძანებითა საღმრთოჲთა. იხილე, ვითარ არა წარმოუთხრობს სათნოებათა კორნილიოჲსთა, არცა ჩუენებასა მას შინა თქუმულსა შეწირვასა ლოცვათა მისთასა, რაჲთა არა შურად მისსა აღძრნეს იგინი.
აწ უკუეთუ სწორი ნიჭი მისცა მათ ღმერთმან, ვითარცა ჩუენ, რომელთა-ესე გურწმენა უფალი იესუ ქრისტე, მე რაჲ ძალ-მედვა ყენებად ღმრთისა!
ვითარცა ესმა ესე, დადუმნეს და ადიდებდეს ღმერთსა და იტყოდეს: უკუეთუ ნამდჳლვე წარმართთაცა მისცა ღმერთმან სინანული იგი ცხორებისაჲ? (11,17-18).
თარგმანი: ვითარმცა თჳთცა მათ თანავე ჩივნეულ იყო ცხოვნებისათჳს წარმართთაჲსა, ესრეთ ეტყჳს, ვითარმედ: გარეშე ნებისა ჩემისა ვყავ, რაჲ-იგი ვყავ, რამეთუ ეერ შეუძლებდ წინა-აღდგომად ბრძანებასა ღმრთისასა. ესრეთ ღონიერად სიტყჳს-გებითა დაადუმებს ყოველთა მდრტჳნავთა, და დრტჳნვისა წილ მმადლობელ ჰყოფს ღმრთისა, რომელმან ესოდენ უსასოთა მათ და განწირულთა წარმართთა განუღო კარი სინანულისა და ცხორებისა საუკუნოჲსაჲ.
და რომელნი-იგი მიმო-დაიბნინ ჭირისა მისგან, რომელი იყო სტეფანეს ზედა, მივიდეს ვიდრე ფინიკედმდე და კჳპრედ და ანტიოქიად. არარას ვის ეტყოდეს სიტყუასა, გარნა ჰურიათა მათ ხოლო. ხოლო იყვნეს ვინმე მათგანნი კაცნი კჳპრელნი და კჳრინელნი, რომელნი შევიდეს ანტიოქიად. იტყოდეს ბერძლ მეტყუელთა მათ მიმართ, და ახარებდეს უფალსა იესუს (11,19-20).
თარგმანი: იხილე განგებულებაჲ ღმრთისაჲ, ვითარ დევნულებაჲთა იგი და იერუსალემით ლტოლვაჲ მოწაფეთაჲ შემდგომად სტეფანეს დაქოლვისა საცხორებელად მრავალთა განაგო, რაჲთა არა ჰურიასტანს ხოლო შემოიწეროს, არამედ ყოველსა სოფელსა მიმოდაითქუას ქადაგებაი მისი, რომელსა დაღაცათუ ჰურიათაგანნი იგი. და ჰურიასტანით გამოსრულნი ჰურიათა ოდენ მიუთხრობდეს, არამედ რომელნი-იგი კჳპრით და კჳრინით იყვნეს, ესენი, ვითარცა მეცნიერნი ბერძლ მეტყუელებისანი, უმეცართა მათ ებრაულისათა უქადაგებდეს სახარებასა იესუჲს მიერ გამოჴსნისასა.
და იყო ჴელი უფლისაჲ მათ თანა განკურნებად და მრავალსა რიცხუსა ჰრწმენა და მოიქცეს უფლისა (11,21).
თარგმანი: ჴელ უფლისა უწოდენ წერილნი სულისა წმიდისა მიერ ნიშთა და ძალთა მოქმედებასა, ვითარცა ეზეკიელ იტყჳს: და იყო ჩემ ზედა ჴელი უფლისაჲ, და მოციქული პავლე ეტყჳს ელჳმას: "აჰა ესერა ჴელი უფლისაჲ შენ ზედა". ესევითარი მოქმედებაჲ სასწაულთაჲ მიეცა მათ, რომელნი-იგი ანტიოქიას ქადაგებდეს, რაჲთა უმრავლესნი მოაქცინენ უფლისა.
ესმა სიტყუაჲ ესე ყურთა კრებულისათა, რომელნი იყვნეს იერუსალემს მათთჳს, და მიავლინეს ბარნაბა, რაჲთა განვიდეს ვიდრე ანტიოქიადმდე, რომელი-იგი მოვიდა და იხილა მადლი იგი ღმრთისაჲ და განიხარა, და ჰლოცვიდა ყოველთა გულსმოდგინებითა გულისაჲთა დადგრომად უფლისა მიმართ, რამეთუ იყო კაცი იგი სახიერ და სავსე სულითა წმიდითა და სარწმუნოებითა. და შეეძინა ერი მრავალი უფალსა (11,22-24).
თარგმანი: რაჲსათჳს არა ათორმეტთა მოციქულთაგანი წარვიდა ესოდენ დიდსა მას ქალაქსა ანტიოქიისასა, არამედ ბარნაბა, ერთი სამეოცდაათთაგანი მიავლინეს? —ამისთჳს, რამეთუ არა ჯერ-უჩნდა განშორებაჲ იერუსალემით, რაჲთა არა ლტოლვილ საგონებელ იქმნნენ დევნულებისაგან ჰურიათაჲსა. არამედ დაღაცათუ მახლობელთა სადმე ქალაქთა და სოფელთა განვიდიან, კუალად მუნვე იქციან და არასადა განეშორებოდეს ათორმეტნი იგი იერუსალემსა და ჰურიასტანსა, ვიდრე წარსლვადმდე პავლესსა ჰრომედ. ხოლო მიავლინეს ბარნაბა ანტიოქიად, ვითარცა წამებული აღსავსედ სულითა წმიდითა და კაცად სახიერად. სახიერ უკუე ეწოდა არა წინა-აღმდგომად სიტყჳსა მის, ვითარმედ: "არავინ არს სახიერ, გარნა მხოლოჲ ღმერთი" (), არამედ რაჲთა შენ ისწავო, ვითარმედ ღმერთსა ბუნებით აქუს სახიერებაჲ, და არავინ არს ბუნებით სახიერ, გარნა მხოლოჲ ღმერთი. ხოლო მის მიერვე მადლით და მინიჭებით ბარნაბასცა და მსგავსთა მისთა ყოველთა სახიერ სახელ-ედების, რაჟამს ყოველთა მოქენე და განმამტკიცებელ იყვნენ სარწმუნოებასა ზედა ქრისტესსა და ერთა ურიცხუთა ქადაგ სარწმუნოებისა.
და გამოვიდა ბარნაბა ტარსუნდ მოძიებად სავლესსა და პოვა და მოიყვანა ანტიოქიად. და იყო მათი წელიწად ერთ შეკრებაჲ ეკლესიად და სწავლად ერისა მრავლისა და წოდებად პირველად ანტიოქიას შინა მოწაფეთა მათ ქრისტეანად (11,25-26).
თარგმანი: რად არა მოციქულთა მიუწერეს პავლეს მოსლვაჲ ანტიოქიად, თჳნიერ მივლინებისა ბარნაბაჲსსა? — ცხად არს, ვითარმედ არღა ფრიად შემეცნებულ იყვნეს ძლიერებასა ქადაგებისა მისისასა.
იმისთჳს მათ ბარნაბა მოავლინეს ანტიოქიად. ხოლო ბარნაბა დატევებად სცა პავლეს ტარსუნი, ვითარცა უმცირესი, და მოიყვანა შემწედ თჳსსა ანტიოქიად, რამეთუ მუნ უმრავლეს იყო ერი ცხოვნებად შეძინებადთაჲ. ამისთჳსცა წელიწადი სრული დაყვეს მუნ, და ესოდენი წარმართებაჲ ყვეს ქადაგებისაჲ, ვიდრეღა მრავალჟამეულმან პავლეს მათ შორის განგრძობამან ქადაგებისამან დასაბამითა სიტყუათა თჳსთა მითხრობისაჲთა ესოდენ უმაღლესად შეცვალა სახელი მოწაფეთაჲ, რაჲთა მის მიერ განსწავლულთა მათ ნაზარეველ და გალილეველობისა წილ ქრისტეანე ეწოდებოდის, რომელი-ესე მუნ ვერ იქმნა, სადა-იგი იყენეს სამ ათასნი და ხუთ ათასნი, არამედ პირველად ანტიოქიით იწყო და ყოველთა ზედა განეფინა მოსახელეობაჲ ქრისტესი.