თარგმანი: რაჟამს სამარიტელთა მოქცევაჲ ესმა, განიხარეს და მიავლინნეს მათდა პეტრე და იოვანე. ხოლო აწ რაჲსათჳს წუხან სმენითა წარმართთა მოქცევისაჲთა? ამისთჳს, რამეთუ სამარიტელნი ზოგნი ჰურია იყვნეს, ხოლო წარმართნი — ყოვლად უცხო შჯულისაგან ჰურიათაჲსა. წარმართნი უკუე მრავალ თესლ იყვნეს და საშურველ, ხოლო სამარიტელნი — ერთ, და არა ფრიად საშურველ. და კუალად, ესოდენ მოშურნე იყვნეს ჰურიანი მამულთა შჯულთა დაჴსნისათჳს, რომელ არცაღა თუ თავისაგან მოციქულთაჲსა და მოძღურისა ყოველთაჲსა შეიკდიმეს მხილებად მისსა წარმართთა შეხებისათჳს.
2. და რაჟამს აღვიდა პეტრე იერუსალჱმდ, ერიდებოდეს მას წინა-დაცუეთილებისაგანნი ძმანი,3. და იტყოდეს, ვითარმედ: კაცთა მიმართ წინა-დაუცუეთელთა შეხუედ და მათ თანა სჭამე.4. ხოლო პეტრე იწყო და მიუთხრა მათ შემდგომითი შემდგომად და ჰრქუა:
საქმე წმიდათა მოციქულთაჲ თავი 11