თარგმანი: მასვე ჟამსა სიყმილისასა, რომელი იყო დღეთა მათ კლავდის კეისრისათა, ჴელი მიყო ჰეროდე. საცნაურ არს, ვითარმედ სხუაჲ იყო ჰეროდე ჩჩჳლთა მსრველი, და სხუა —ჰეროდე, რომელმან თავი მოჰკუეთა იოვანეს ნათლისმცემელსა, და ესევე ჰეროდე იყო ჯუარ-ცუმასა უფლისასა. ხოლო აწ თქუმული ესე ჰეროდე, მომკლველი იაკობისი, აღრიპპადცა სახელდებულ არს და ჰეროდედცა. რამეთუ, ვითარ-იგი მეფეთა ეგჳპტისათა ყოველთა, თითოეულისა საკუთარსა სხუასა სახელსა ზედა ნართაულად ფარაოცა უწოდდიან, ეგრეთვე ამათ ჟამთა კლავდის კეისრისათა მყოფსა აღრიპას ჰეროდე უწოდს ნართაულად. რამეთუ სხუაჲ-იგი ჰეროდე, მკლველი ნათლისმცემელისაჲ, რომელი იყო ჯუარ-ცუმასაცა ქრისტესსა, ბილწებისათჳს და მკლველობისა მისისა, თანა ჰეროდიაჲთურთ ექსორია-იქმნა გაიოჲს მიერ კეისრისა ლუღდონოს კენტო გალატიაჲსასა. და მის წილ დაიდგინა აწ ჰეროდედ წოდებული ესე აღრიპპა, რომელმან აწ დევნულებაჲ აღადგინა ეკლესიათა ზედა და მოკლა იაკობ, არა ძმაჲ უფლისაჲ, არამედ ძმაჲ იოვანესი მახჳლითა, ესე იგი არს, დანაკითა დაკლა ცხოვრებრ. ამისთჳს მატლთა საჭმელ იქმნა და სულნი წარჰჴდეს. და ესე ყოველი იქმნა არა მყის მას ჟამსა, ოდეს პავლე და...
საქმე წმიდათა მოციქულთაჲ 12:1
1. მას ჟამსა შინა ჴელი მიყო ჰეროდე მეფემან ძჳრის ყოფად რომელთამე ეკლესიისაგანთა2. და მოკლა იაკობ, ძმაჲ იოვანესი, მახჳლითა.
საქმე წმიდათა მოციქულთაჲ თავი 12