მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

საქმე წმიდათა მოციქულთაჲ 12:10

9. და განვიდა და შეუდგა მას, და არა უწყოდა, ვითარმედ ჭეშმარიტ არს, რომელი-იგი იყო ანგელოზისა მისგან; ეგრე ჰგონებდა, ვითარმედ ჩუენებასა იხილავს.10. და ვითარ განვლეს მათ პირველი საჴუმილავი და მეორე, მიიწინეს იგინი ბჭეთა მათ რკინისათა, რომელი შევიდოდა ქალაქად, რომელცა-იგი თჳთ განეღო მათ. და ვითარცა განვლეს იგი, წარვლეს უბანი ერთი, და მეყსეულად განეშორა მისგან ანგელოზი იგი.11. და პეტრე მოეგო გონებასა თჳსსა და თქუა: აწ უწყი ჭეშმარიტად, რამეთუ მოავლინა ღმერთმან ანგელოზი თჳსი და განმარინა მე ჴელთაგან ჰეროდესთა და ყოვლისაგან მოლოდებისა ერისა მის ჰურიათაჲსა.
საქმე წმიდათა მოციქულთაჲ თავი 12
10. და ვითარ განვლეს მათ პირველი საჴუმილავი და მეორე, მიიწინეს იგინი ბჭეთა მათ რკინისათა, რომელი შევიდოდა ქალაქად, რომელცა-იგი თჳთ განეღო მათ. და ვითარცა განვლეს იგი, წარვლეს უბანი ერთი, და მეყსეულად განეშორა მისგან ანგელოზი იგი.
თავი ი̂ჱ. ჰეროდეს მიერ შეპყრობისათჳს პეტრესსა, და ვითარ ანგელოზისა მიერ განტევებულ იქმნა
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
და ვითარ განვლეს მათ პირველი საჴუმილავი და მეორე, მიიწინეს იგინი ბჭეთა მათ რკინისათა, რომელი შევიდოდა ქალაქად, რომელცა-იგი თჳთ განეღო მათ (12,10).:

თარგმანი: ამიერ ცხად არს, ვითარმედ შიშითა უმეტესისა ცვისაჲთა არა ერთსა ოდენ, არამედ ორსა ადგილსა შორი-შორს გზათა ზედა დგეს მცველნი, რაჲთა, დაღათუ ერთთა თანა-წარჰჴდეს პარვით, მეორეთა შეიპყრან, და ამათ უწოდს პირველად და მეორედ საჴუმილავად, რამეთუ საჴუმილავი საცავსა ეწოდების. ხოლო ბჭეთა რკინისათა ქალაქად შეყვანებითა ესე გუეუწყების, ვითარმედ გარეგან ქალაქისა იყო საპყრობილე იგი, საცავი მოციქულისაჲ.

დამოწმებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის