თარგმანი: ზედაჲს-ზედა ჰრეკდა, რამეთუ წარსლვაჲ ეგულებოდა და ისწრაფდა ღამე დამალვად უეჭუსა ადგილსა. ხოლო გან-რაჲ-უღეს, მყის დააცხრვო შფოთებაჲ მათი მითხრობითა სახესა თჳსისა საპყრობილით გამოჴსნისასა. და ამცნო, რაჲთა მიუთხრან იგი, არა საჩუენებელად და საქადულად ყოველსა ერსა, არამედ იაკობს და ძმათა ოდენ ყოველთა, რაჲთა არღარა იურვოდინ მისთჳს. ამისსა შემდგომად განვიდა და წარვიდა დამალვად, რამეთუ არა ბრძანებულ იყო მსგავსად პირველისა, ვითარმედ: მივედ და დადეგ ტაძარსა შინა, არამედ დუმილით მიფარვაჲ იგი ანგელოზისაჲ აწუევდა მას დამალვად, რამეთუ არა ყოველსავე ღმერთი იქმს, არამედ რომელსამე ჩუენ გჳბრძანებს ქმნად კრძალულებასა თავთა ჩუენთასა, რაჲთა არა შთავსთხინეთ განსაცდელსა.
საქმე წმიდათა მოციქულთაჲ 12:17
16. და პეტრე ჰრეკდა კარსა მას ზედაჲს-ზედა. ხოლო გან-რაჲ-უღეს, იხილეს იგი და განჰკრთეს.17. მან ჴელი განუყარა მათ, რაჲთა დადუმნენ. და მიუთხრა მათ, ვითარ-იგი უფალმან გამოიყვანა საპყრობილით, და ამცნო: უთხართ ესე იაკობს და ძმათა ყოველთა. და განვიდა და წარვიდა სხუასა ადგილსა.18. და ვითარცა განთენა, არა მცირედი შეზრუნებაჲ იყო ერის კაცთაჲ მათ, ვითარმე: რაიმე იქმნა პეტრე?
საქმე წმიდათა მოციქულთაჲ თავი 12