თარგმანი: ვიეთნიმე ამის საქმისათჳს აბრალებენ თავსა მოციქულთასა და იტყჳან, ვითარმედ მის ძლით მოიკლნეს მცველნი იგი. ხოლო ბრალობაჲ ესე მიიწევის ღმრთისა, რამეთუ იგი იყო გამომყვანებელი პეტრესი ანგელოზისა მიერ. იხილე, საყუარელო, რამეთუ პეტრეს ბრალობითა ღმრთის მაბრალობელ იქმნები, უკუეთუ არა მყის განიფრთხო და გულისჴმა-ჰყო, ვითარმედ არავისი არს აქა სხჳსაჲ ბრალი თჳნიერ ჰეროდეს მძჳნვარებისაჲ, რომელსა არა ეხილვა საპყრობილე განთხრილი, არცა ჯაჭუნი დაჭრილნი და დაჴსნილნი, ხოლო უკუეთუ საპყრობილით დაჴშულით და მცველთა გარე-მომცველთაგან და ჯაჭუთა გებულად დაცჳვნებულთაგან გამოიტაცა პეტრე (ცხად არს, ვითარმედ — არა ვისგან სხჳსაგან, თჳნიერ საღმრთოჲსა განგებულებისაგან), არა სრულიად პირუტყულისა გულის-წყრომისაჲ არსა საქმე ესე? რამეთუ რაჲ მიზეზი ჰპოვე, ჵ განლიგებულო, განიკითხენ რაჲ მცველნი; ნუ-უკუე ქრთამი მიეღოა მისგან, რომელსა-იგი არცა თუ ერთისა მკელობელისა დავრდომილისათჳს რაჲმე აქუნდა მისაცემელად, არათუმცა კაცთა ესოდენთა მჴედართა? ანუ უდებებით სცვიდესა? არამედ წამებს საპყრობილე გებული და ჯაჭუნი მრთელად დაცჳვნებულნი და ესოდენნი იგი დღენი პყრობილებისა მისისა და...
საქმე წმიდათა მოციქულთაჲ 12:18
17. მან ჴელი განუყარა მათ, რაჲთა დადუმნენ. და მიუთხრა მათ, ვითარ-იგი უფალმან გამოიყვანა საპყრობილით, და ამცნო: უთხართ ესე იაკობს და ძმათა ყოველთა. და განვიდა და წარვიდა სხუასა ადგილსა.18. და ვითარცა განთენა, არა მცირედი შეზრუნებაჲ იყო ერის კაცთაჲ მათ, ვითარმე: რაიმე იქმნა პეტრე?19. და ჰეროდე ეძიებდა მას და არა პოვა. მაშინ განიკითხნა მცველნი იგი და ბრძანა მოკლვაჲ მათი. და მოვიდა მიერ ჰურიასტანით და კესარიას იქცეოდა.
საქმე წმიდათა მოციქულთაჲ თავი 12