თარგმანი: იხილე, ვითარ მიამყოვრა ღმერთმან გამოყვანებაჲ მისი საპყრობილით ვიდრე მუნ ჟამამდე, რომელსა ხვალისაგან მისცემდეს სიკუდიდ, რაჲთა მოციქულსა ჭირთა თავს-დებაჲ ასწავოს, და რაჲთა პირისაგან სიკუდილისა გამოტაცებაჲ მისი უსაკჳრველეს ყოს. რამეთუ ესოდენ კრძალულებით სცვიდეს სიკუდიდ, რომელ ორნი მჴედარნი მარადის მის თანა შეკრულ იყვნიან, და ჯაჭუნი — ორკეც, ხოლო სხუანი იგი წინაშე კართა დგეს დასად-დასად მღჳძარენი, რაჲთა ვერ ივლტოდის მათგან. ხოლო მოციქული უზრუნველად მძინარე იყო, ვითარცა ახოვანი და უშიში სულითა, რამეთუ ღმრთისადა მიეტევა ყოველი ზრუნვაჲ თჳსი. არამედ მოწაფენი მისნი ყოველთა შინა ეკლესიათა, ვითარცა შვილნი მამის მოყუარენი, ღამის-თევით მღჳძარე და ლოცვასა შინა დადგრომილ იყვნეს ცხორებისათჳს მისისა.
საქმე წმიდათა მოციქულთაჲ 12:6
5. და პეტრე ცვულ იყო საპყრობილესა მას შინა. ხოლო ლოცვაჲ გულს-მოდგინედ იყოფოდა ეკლესიათა მიერ ღმრთისა მიმართ მისთჳს.6. რაჟამს უკუე ეგულებოდა ჰეროდეს გამოყვანებად და მიცემად ჴელთა მათთა, მას ღამესა ეძინა პეტრეს შორის ორთა ერისაგანთა, შეკრულსა ჯაჭჳთა მრჩობლითა, და მჴუმილნი იგი წინაშე კართა სცვიდეს საპყრობილესა მას.7. და აჰა ანგელოზი უფლისაჲ ზედა მოადგა, და ნათელი გამობრწყინდა სახლსა მას შინა, და სცა გუერდსა პეტრესსა, და განაღჳძა იგი და ჰრქუა მას: აღდეგ ადრე. და დასცჳვეს ჯაჭუნი იგი ჴელთაგან მისთა.
საქმე წმიდათა მოციქულთაჲ თავი 12