მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

საქმე წმიდათა მოციქულთაჲ 13:9

8. ხოლო უჴდებოდა მას ელჳმას, მოგჳ იგი, რამეთუ ესრეთ გამოითარგმანების სახელი მისი, და ეძიებდა გარდაქცევასა ანთჳპატისასა სარწმუნოებისაგან.9. ხოლო სავლე, რომელ არს პავლე, აღივსო სულითა წმიდითა, მიხედა მას10. და ჰრქუა: ჵ სავსეო ყოვლითა ზაკუვითა და ყოვლითა მანკიერებითა, შვილო ეშმაკისაო და მტერო ყოვლისა სიმართლისაო, არა დასცხრეა გარდაქცევად გზათა მათ უფლისათა წრფელთა?
საქმე წმიდათა მოციქულთაჲ თავი 13
9. ხოლო სავლე, რომელ არს პავლე, აღივსო სულითა წმიდითა, მიხედა მას
თავი ი̂თ. წარვლინებისათჳს ბარნაბაჲსსა და პავლესსა და რაჲ-იგი ეყო ელჳმას მოგუსა
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
ხოლო სავლე, რომელ არს პავლე, აღივსო სულითა წმიდითა, მიხედა მას და ჰრქუა: ჵ სავსეო ყოვლითა ზაკუვითა და ყოვლითა მანკიერებითა, შვილო ეშმაკისაო და მტერო ყოვლისა სიმართლისაო, არა დასცხრეა გარდაქცევად გზათა მათ უფლისათა წრფელთა? (13,9-10).:

თარგმანი: შემდგომად აწინდელისა ამის ჴელთ-დასხმისა შეეცვალა სახელი სავლეობისაგან პავლედ, რაჲთა ამითცა სწორ იყოს პეტრესსა, თავისა მის მოციქულთაჲსა, რამეთუ ვიდრე იგი მდევარ იყო ეკლესიათა, მაშინ სამართლად სახელოთი-ედებოდა სავლე, რამეთუ შემარყეველ იყო ეკლესიათა, ხოლო აწ, რაჟამს შეიცვალა, ჯეროვნად შეეცვალა სახელიცა პავლედ, რამეთუ დასცხრა შფოთებისაგან მყუდროებად და აღივსო სულითა წმიდითა, ესე იგი არს, არა მრისხანებით მეტყუელებს, არამედ სულისა მიერ დაფარულსა გულისა მისისასა ცხად ჰყოფს, რამეთუ სავსე იყო ზაკუვითა და მანკიერებითა ბოროტად მორწმუნეობისაჲთა; და კუალად, შვილ ეშმაკისა წოდებითა ბილწებასა საქმეთა მისთასა განაქიქებს, რამეთუ საეშმაკოთა საქმეთა მოქმედ იყო, და ყოვლისავე სიმართლისა მტერ, რამეთუ ცრუ-წინაჲსწარმეტყუელებდა და არა მოციქულთა ჰბრძოდა, არამედ წრფელთა მათ გზათა უფლისათა გარდამაქცეველ იქმნებოდა.

დამოწმებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის