მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

თავი ი̂თ. წარვლინებისათჳს ბარნაბაჲსსა და პავლესსა და რაჲ-იგი ეყო ელჳმას მოგუსა

წმინდა იოანე ოქროპირი
მთარგმნელი: წმინდა ეფრემ მცირე
რედაქტორი: Titus

📋 სარჩევი

და ვიდრე-იგი ჰმსახურებდეს უფალსა და იმარხვიდეს, ჰრქუა მათ სულმან წმიდამან: გამომირჩიენით მე ბარნაბა და სავლე საქმესა, რომელსა მე უწოდი მათ (13,2).

თარგმანი: იხილე, რამეთუ მაშინ ღირს იქნების კაცი გამოცხადებასა საღმრთოსა, რაჟამს მარხვით და ლოცვით იყოფებოდის, ვითარ-ესე აწ მოწაფენი მოსწრაფე რაჲ იყვნეს ქმნად მათდა რწმუნებულისა მის მსახურებისა ქადაგებისა ქრისტესისა, და იმარხვიდეს. მაშინ სულმან წმიდამან პირითა მათ შორის მყოფთა წინაჲსწარმეტყუელთაჲთა უბრძანა მათ, ვითარცა ღმერთმან, თანა-სწორმან მამისა და ძისამან, რაჲთა გამოურჩინენ მას და ჴელთ-დასხმით განუჩინნენ ბარნაბა და სავლე საქმედ ქადაგებისა, ვინაჲცა მან თავადმან წარავლინნეს იგინი წოდებითა ზეგარდამოჲთა.

მაშინ იმარხეს და ილოცეს და დაასხნეს მათ ზედა ჴელნი მათნი და განუტევნეს (13,3).

თარგმანი: კუალადცა იმარხვენ და ილოცვენ, რაჲთა უმდიდრეს შეუდგეს ჴელთ-დასხმასა მათსა მიფენაჲ სულისა წმიდისაჲ. ხოლო უკუეთუ ლუკიოჲსგან და მანაინისგან ჴელნი დაესხმიან ბარნაბას და პავლეს, ესე ნუ გიკჳრს, რამეთუ სულსა ვიდრეცა უნებს, ქრის, და მაშინ უმდიდრეს აჩუენებს ძალსა თჳსსა, რაჟამს მცირეთა მიერ და უნდოთა დიდნი და მაღალნი საქმენი სრულ-ყვნეს. ამას თანა ჩუენ გუასწავებს, რაჲთა არარას სხუასა ვეძიებდეთ ნათლის-მცემელისა და ჴელთდამსხმელისასა, თჳნიერ სარწმუნოებასა ოდენ მართალსა. რამეთუ უკუეთუ ოდენ მართლმადიდებელ იყენენ, ერთ და იგივე არს მიაყენაჲ სულისაჲ დიდთაგან და მცირეთა. ხოლო აწინდელი ესე ჴელთ-დასხმაჲ ბარნაბაჲსი და სავლესი, ვითარ ვჰგონებ, ზეშთა აღიყვანებს მათ პატივისაგან მოწფობისა და დიაკონობისა პატივსა მოციქულობისა და მღდელობისა და ეპისკოპოსობისასა. ვინაჲცა შენ, გესმოდის რაჲ პავლესგან, ვითარმედ "არა კაცთაგან, არცა კაცთა მიერ" (), გულისჴმა-ყავ, ვითარმედ პირველისა მის ზეცით წოდებისა თჳსისათჳს იტყჳს, რომელი ქრისტეს მიერ იქმნა, და კუალად, აწინდელიცა ესე მოციქულად განჩინებაჲ დაღაცათუ ჴელთდასხმითა კაცთაჲთა იყო, არამედ ბრძანებითა და გამორჩევითა სულისა წმიდისაჲთა იქმნა, რომელი-იგი უფალი არს და მეუფე და ღმერთი, ქმნად ყოვლისავე, რაოდენსა მამაჲ და ძე იქმან, რამეთუ ღმრთეებით ერთ არს ყოველი მოქმედებაჲ წმიდისა სამებისაჲ.

ესენი უკუე, ვითარცა წარიგზავნნეს სულისა მიერ წმიდისა, შთავიდეს სელევკიად, და მიერ ნავითა წიაღჴდეს კჳპრედ (13,4).

თარგმანი: სული წმიდაჲ იყო მყვანებელ მათდა. ამისთჳს არა უტევნა დაყოვნებად სელევკიას, რამეთუ არაჲ შჭირდა მათ უღონოებაჲ ქადაგთაჲ, რამეთუ მახლობელ იყვნეს ანტიოქიისა, არამედ ზღუასა ზედა აღიყვანნა ფერჴნი მათნი, რაჲთა განსთხიონ მისგან მომმუხველობაჲ იგი მარილიანობისაჲ, რამეთუ ზღუაჲ სახე არს სოფლისა დაუდგრომელობისაჲ მღელვარებითა თჳსითა, და მას შინა იშუებს ვეშაპი გემოთ-მოყუარებისაჲ, რომელსა მოაკუდინებს ქადაგებაჲ მოციქულთაჲ. ესრეთ უკუე წიაღჴდეს სელევკიით კჳპრედ ქადაგნი იგი ჭეშმარიტებისანი.

და შე-რაჲ-ვიდეს სალამინდ, უთხრობდეს სიტყუასა მას ღმრთისასა შესაკრებელსა მას შორის ჰურიათასა. თანა ჰყვანდა იოვანეცა მსახურად (13,5).

თარგმანი: სალამინი არს დედაქალაქი კჳპრისაჲ. ამისთჳს პირველად მუნ მივიდეს და პირველად შესაკრებელსა შინა ჰურიათასა იწყეს ქადაგებად სიტყუასა ღმრთისასა, რაჲთა არარაჲთ სცენ მათ მიზეზი დაბრკოლებისაჲ წარმართთა მიმართ მისლვითა, ხოლო თანა ჰყვანდა მარკოზ წოდებული იოვანე, არა მოციქულად, არამედ მოწაფედ მოციქულთა.

და ვითარცა მოვლეს ყოველი იგი ჭალაკი ვიდრე პაფოდმდე, პოვეს კაცი ვინმე მოგჳ, ცრუ წინაჲსწარმეტყუელი ჰურიაჲ, რომლისა სახელი ბარ-იისუ, რომელი-იგი იყო მთავრისა მის ანთჳპატისა თანა სერგისა პავლესა, კაცისა გონიერისა. ამან მოუწოდა ბარნაბას და სავლეს, და ეძიებდა მათგან სმენად სიტყუასა ღმრთისასა (13,6-7).

თარგმანი: პაფოჲ საზღვარი არს სალამინით დაწყებისაჲ და ვიდრე მისდამდე გარე-მოვლისაჲ, რამეთუ ზოგად ყოველი ჭალაკი მოვლეს, გარნა აქაცა მსგავსი სიმონ მოგჳსაჲ ესეცა ჰურიათაგანივე მოგჳ, ცრუ წინაჲსწარმეტყუელი, რომლისაჲ ერწმუნა ანთჳპატსა პატივით, რომლისა მრჩობლ იყვნეს სახელნი — სერგი და პავლე. რამეთუ ესე ჩუეულებაჲ არს უტყუელთა მომთხრობელთაჲ, რაჲთა სახელნიცა საკუთარი და ნართაული პატივითურთ მისით აღწერნენ, რომლისათჳს თხრობასა ჰყოფდენ. ამის ანთჳპატისა გონიერებაჲ ამით წამებულ არს, რამეთუ წინა-დაეპყრნეს ყურნი მისნი ცრუ წინაჲსწარმეტყუელისა მის მოგჳსა სიტყუათა, არამედ ეგრეცა არა დაყენებულ იქმნა მოსწრაფებით ძიებად, რაჲთა ისმინნეს სიტყუანი ღმრთისანი ქადაგთაგან ჭეშმარიტებისათა.

ხოლო უჴდებოდა მას ელჳმას, მოგჳ იგი, რამეთუ ესრეთ გამოითარგმანების სახელი მისი და ეძიებდა გარდაქცევასა ანთჳპატისასა სარწმუნოებისაგან (13,8).

თარგმანი: ვიდრემდის სხუათა ადგილთა ჭალაკისათა ქადაგებდეს, არა წინა-აღუდგა, არამედ ოდეს მოვიდეს ანთჳპატისა, მაშინღა წინა-აღუდგა მოციქულთა მოგჳ იგი ბარ-იისუ, ესე იგი არს ძე ისოჲსი, ელჳმად სახელ-დებული მოგუ-ყოფისათჳს, რამეთუ ელჳმას მოგუად გამოითარგმანების ენისაგან ებრაელთაჲსა, და კუალად განდგომილადცა.

ხოლო სავლე, რომელ არს პავლე, აღივსო სულითა წმიდითა, მიხედა მას და ჰრქუა: ჵ სავსეო ყოვლითა ზაკუვითა და ყოვლითა მანკიერებითა, შვილო ეშმაკისაო და მტერო ყოვლისა სიმართლისაო, არა დასცხრეა გარდაქცევად გზათა მათ უფლისათა წრფელთა? (13,9-10).

თარგმანი: შემდგომად აწინდელისა ამის ჴელთ-დასხმისა შეეცვალა სახელი სავლეობისაგან პავლედ, რაჲთა ამითცა სწორ იყოს პეტრესსა, თავისა მის მოციქულთაჲსა, რამეთუ ვიდრე იგი მდევარ იყო ეკლესიათა, მაშინ სამართლად სახელოთი-ედებოდა სავლე, რამეთუ შემარყეველ იყო ეკლესიათა, ხოლო აწ, რაჟამს შეიცვალა, ჯეროვნად შეეცვალა სახელიცა პავლედ, რამეთუ დასცხრა შფოთებისაგან მყუდროებად და აღივსო სულითა წმიდითა, ესე იგი არს, არა მრისხანებით მეტყუელებს, არამედ სულისა მიერ დაფარულსა გულისა მისისასა ცხად ჰყოფს, რამეთუ სავსე იყო ზაკუვითა და მანკიერებითა ბოროტად მორწმუნეობისაჲთა; და კუალად, შვილ ეშმაკისა წოდებითა ბილწებასა საქმეთა მისთასა განაქიქებს, რამეთუ საეშმაკოთა საქმეთა მოქმედ იყო, და ყოვლისავე სიმართლისა მტერ, რამეთუ ცრუ-წინაჲსწარმეტყუელებდა და არა მოციქულთა ჰბრძოდა, არამედ წრფელთა მათ გზათა უფლისათა გარდამაქცეველ იქმნებოდა.

და აწ ესერა ჴელი უფლისაჲ შენ ზედა, და იყო შენ ბრმა, და ვერ ჰხედვიდე მზესა ვიდრე ჟამადმდე (13,11).

თარგმანი: ჴელ უფლისა უწოდიან ძალსა სასწაულთასა, და უფროჲსღა ესევითარსა ძალსა მტანჯველობისასა, რომელი არა საუკუნოდ დაადგრებოდის, არამედ ვიდრე ჟამამდე მოქცევისა და სინანულისა, რამეთუ ესევითარი ტანჯვაჲ კურნება არს უფროჲს, ვიდრეღა ტანჯვა, რამეთუ წყლულებითა ჴორცთაჲთა სული ცხოვნდების.

და მეყსეულად დაეცა მის ზედა არმური და ბნელი, და მიმოვიდოდა და იძიებდა მძღუარსა. მაშინ ვითარცა იხილა ანთჳპატმან მან, რაჲ-იგი იქმნა, ჰრწმენა განკჳრვებულსა მოძღურებასა მას ზედა უფლისასა. (13,11-12).

თარგმანი: იხილე სიბრმე გონებისაჲ ჴორცთასავე თანა, რამეთუ მოციქულმან დროჲ მისცა მას მოქცევისა და სინანულისაჲ ვიდრე ჟამამდე. ხოლო იგი მძღუართა ეძიებდა და არღარას სხუასა გულისჴმა-ჰყოფდა, რამეთუ მარტოდ ანთჳპატსა ოდენ ჰრწმენა და განაგდო გესლი იგი მოგჳსა მის გრძნებისაჲ ხილვითა ესოდენ მსწრაფლ ტანჯვისა მისისაჲთა.

წარ-რაჲ-ვიდეს პაფოჲთ პავლე და მისთანანი იგი, წიაღჴდეს პერგედ პამფჳლიაჲსა. ხოლო იოვანე განეშორა მათგან, და მიიქცა მუნვე იერუსალემდ. და იგინი განვიდეს პერგით, და მივიდეს ანტიოქიად პისიდიისა, და შევიდეს შესაკრებელსა მათსა დღესა შაბათსა და დასხდეს (13,13-14).

თარგმანი: პაფოჲ ქალაქი არს კჳპრიისაჲ, სადაჲთ-იგი წარვიდეს მოციქულნი, რამეთუ არღარა ყოვნეს პატივთათჳს ანთჳპატისა ახალ მორწმუნისათა, არამედ წიაღჴდეს მუნ, ვიდრე უძღოდა სული წმიდაჲ — პერგედ, ქალაქად პამფჳლიისა. ხოლო პამფჳლიაჲ არს ქუეყანაჲ ისავრიაჲსაჲ ტავროჲთ კერძო, შორის ლუკაონიაჲსა და კილიკიაჲსა. იოვანე უკუე ამისთჳს უკუნ-იქცა, რამეთუ მსახური იყო და ვერ თავს-ისხნა ჭირნი გრძელისა მგზავრობისანი. ხოლო ბარნაბა და პავლე განვლეს პამფჳლიაჲ და მიიწინეს ანტიოქიას, დედაქალაქსა პისიდიისასა, და არა სხუაგან შევიდეს, არამედ, ვითარცა ჰურიანი, შესაკრებელსა ჰურიათასა მივიდეს, რაჲთა არა სცენ მათ მიზეზი შფოთებისაჲ წარმართთა მიმართ მისლვითა. და ესე ყვეს შაბათსა, ოდეს-იგი ყოველნი შეკრებულ იყვნეს.

და ვითარცა აღმოიკითხეს შჯული და წინაჲსწარმეტყუელნი, მიავლინნეს მათდა შესაკრებელის მთავართა მათ და ჰრქუეს: კაცნო ძმანო, უკუეთუ არს თქუენ თანა სიტყუაჲ ნუგეშინის-ცემისაჲ ერისა ამის მომართ, იტყოდეთ (13,15).

თარგმანი: ესე ჩუეულებაჲ იყო ჰურიათაჲ დღესა შაბათსა, რამეთუ პირველად წარიკითხონ შჯულისაგან მოსესისა და წინაჲსწარმეტყუელთა, და ეგრეთღა იწყიან სწავლად და მითხრობად ერისა ძალსა მათ სიტყუათასა. ვინაჲცა აწ მოციქულთა ეტყჳან სწავლად, ხოლო იგინი მდუმარედ სხდეს, ვითარცა უცხონი, ვიდრემდის ბრძანებულ იქმნნეს ადგილისათა მათგან სწავლად ერისა.