მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

საქმე წმიდათა მოციქულთაჲ 14:10

9. ამას ესმნეს სიტყუანი პავლესნი, იტყოდა რაჲ. ვითარ მიჰხედა მას პავლე და იხილა, რამეთუ აქუნდა სარწმუნოებაჲ საცხორებელად მისა,10. ჰრქუა მას დიდითა ჴმითა: შენ გეტყჳ სახელითა უფლისა იესუ ქრისტესითა, აღდეგ ფერჴთა შენთა ზედა მართლ. და აღიხილნა და იწყო სლვად.11. ხოლო ერმან მან იხილა რაჲ, რომელი-იგი ქმნა პავლე, აღიმაღლეს ჴმაჲ მათი ჴმითა მით ლუკაონებრითა და იტყოდეს: ღმერთნი მსგავსებულ არიან კაცთა და გარდამოსრულ არიან ჩუენდა.
საქმე წმიდათა მოციქულთაჲ თავი 14
10. ჰრქუა მას დიდითა ჴმითა: შენ გეტყჳ სახელითა უფლისა იესუ ქრისტესითა, აღდეგ ფერჴთა შენთა ზედა მართლ. და აღიხილნა და იწყო სლვად.
თავი კ̂ბ. განკურნებისათჳს შობითგან მკელობელისა ლუსტრას შინა
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
და კაცი ვინმე იყო ლუსტრას შინა უძლური ორითავე ფერჴთა და ჯდა მკელობელი დედის მუცლით მისითგან, რომელსა არასადა ევლო. ამას ესმნეს სიტყუანი პავლესნი, იტყოდა რაჲ. ვითარ მიჰხედა მას პავლე და იხილა, რამეთუ აქუნდა სარწმუნოებაჲ საცხორებელად მისსა, ჰრქუა მას დიდითა ჴმითა: შენ გეტყჳ სახელითა უფლისა იესუ ქრისტესითა: აღდეგ ფერჴთა შენთა ზედა მართლ! და ახლდა და იწყო სლვად (14,8-10).:

თარგმანი: მკელობელი ესე ლუსტრას მყოფი, დაღაცათუ არა ფერჴითაცა, არამედ გონებითა მრთელ იყო. ამისთჳს ფრთხილად და სარწმუნოებით ისმენდა პავლესსა. რამეთუ სხუანი უძლურნი პირველ ჴორცითა განიკურნნიან და ეგრეთღა სულითა, ხოლო ამისსა სულიერსა სიმრთელესა შეუდგა ჴორცთაჲცა. ვინაჲცა პავლე, ვითარცა აღსავსე სულითა წმიდითა, ხედვიდა რაჲ სარწმუნოებასა შინაგან საუნჯეთა გულისა მისისათა მდიდრად და საცხორებელად, ამისთჳს ჴმითა დიდითა ჴმა-უყო: აღდეგ! რაჲთა ყოველსა ერსა ესმეს სასწაული იგი და მოიქცენ სარწმუნოებად, იხილონ რაჲ სახელითა იესუ ქრისტესითა აღდგომაჲ დავრდომილისაჲ, და არა ლიტონი სლვაჲ, არამედ ხლდომით სრბაჲ.

დამოწმებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის