მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

საქმე წმიდათა მოციქულთაჲ 14:20

19. მოიწინეს ანტიოქიაჲთ და იკონიაჲთ ჰურიანი და, ვიდრე-იგი ეტყოდეს მათ განცხადებულადმ არწმუნეს ერსა მას განშორებად მათგან, რამეთუ იტყოდეს, ვითარმედ: არარას ჭეშმარიტსა იტყჳან, არამედ ყოველსა ტყუიან. და ქვაჲ დაჰკრიბეს პავლეს და განითრიეს იგი გარეშე ქალაქსა მას. ეგრე ჰგონებდეს, ვითარმედ მომკუდარ არს იგი.20. და ვითარ-იგი შემოკრბეს და გარე მოადგეს მოწაფენი, აღდგა და შევიდა დერბედ.21. და ახარებდეს ქალაქსა მას და დაიმოწაფნეს მრავალნი, და მივიდეს ლუსტრად და იკონიად და ანტიოქიად,
საქმე წმიდათა მოციქულთაჲ თავი 14
20. და ვითარ-იგი შემოკრბეს და გარე მოადგეს მოწაფენი, აღდგა და შევიდა დერბედ.
თავი კ̂ბ. განკურნებისათჳს შობითგან მკელობელისა ლუსტრას შინა
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
და ესე რაჲ წართქუეს, ძნიად დაცხრვეს ერი იგი არა-ზორვად მათდა, არამედ კაცად-კაცადი წარსლად ვანად თჳსსა. და ვიდრეღა იქცეოდეს იგინი მუნ და ასწავებდეს, მოიწინეს ანტიოქიაჲთ და იკონიაჲთ ჰურიანი და, ვიდრე-იგი ეტყოდეს მათ განცხადებულად, არწმუნეს ერსა მას განშორებად მათგან, რამეთუ იტყოდეს, ვითარმედ არარას ჭეშმარიტსა იტყჳან, და ქვაჲ დაჰკრიბეს პავლეს და განითრიეს იგი გარეშე ქალაქსა მას. ეგრე ჰგონებდეს, ვითარმედ მომკუდარ არს იგი (14,18-20).:

თარგმანი: იხილე სიბოროტე ჰურიათაჲ ვითარ რომელთა წარმართნი ღმრთად აღსაარებასა და ზორვას წინა-უყოფდეს, ამათ იგინი მტყუვარ უწოდდეს და ქალაქითი-ქალაქად უკუანა მიუდგეს, რაჲთა სხუანიცა აცთუნნენ მათდა მიმართ და განადგინნენ ღმრთისაგან. ხოლო პავლეს ზედა აქა იწყო სიტყუამან საუფლომან აღსრულებად, ვითარმედ: ძალი ჩემი უძლურებასა შინა გამოჩნდების, რამეთუ სიკუდიდ განწირული და ქვა-დაკრებით განთრეული კუალად შევალს ქალაქად ახოვნებით ბრძოლად მტერთა ღმრთისათა.

მოხსენიებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის