მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

საქმე წმიდათა მოციქულთაჲ 14:27

26. და მიერ ნავითა მივიდეს ანტიოქიად, ვინაჲცა იგი შევედრებულ იყვნეს მადლითა ღმრთისაჲთა საქმესა მას, რომელიცა აღასრულეს.27. და მო-რაჲ-ვიდეს, შეკრბეს კრებული იგი და უთხრეს მათ რაოდენი ყო ღმერთმან მათ თანა, და რამეთუ განუღო წარმართთა კარი სარწმუნოებისაჲ.28. და მუნ იქცეოდეს ჟამთა არა მცირეთა მოწაფეთა მათ თანა.
საქმე წმიდათა მოციქულთაჲ თავი 14
27. და მო-რაჲ-ვიდეს, შეკრბეს კრებული იგი და უთხრეს მათ რაოდენი ყო ღმერთმან მათ თანა, და რამეთუ განუღო წარმართთა კარი სარწმუნოებისაჲ.
თავი კ̂ბ. განკურნებისათჳს შობითგან მკელობელისა ლუსტრას შინა
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
და განვლეს რაჲ პისიდიაჲ, მოვიდეს პამფჳლიად და იტყოდეს პერგეს შინა სიტყუასა მას ღმრთისასა, და შევიდეს ატალიად, და მიერ ნავითა მივიდეს ანტიოქიად, ვინაჲცა-იგი შევედრებულ იყვნეს მადლითა ღმრთისაჲთა საქმესა მას, რომელიცა აღასრულეს, და მო-რაჲ-ვიდეს, შეკრბეს კრებული იგი და უთხრეს მათ, რავდენი ყო ღმერთმან მათ თანა, და რამეთუ განუღო წარმართთა კარი სარწმუნოებისაჲ. და მუნ იქცეოდეს ჟამთა არა-მცირეთა მოწაფეთა მათ თანა (14,24-28).:

თარგმანი: არა დაყოვნებით ვლენ, არამედ უმოსწრაფეს ელვისა ჰკრთებიან ქადაგებასა შინა ღმრთისასა. ამისთჳსცა, ვითარცა სულისა მიერ გამორჩეულთა, სრულ-ყვეს რაჲ ბრძანებაჲ მისი და ჰმსახურეს ნებასა მისსა, წინამძღურობითა მისითა კუალად-იქცეს მუნვე ანტიოქიად, ვინაჲ-იგი წარმოსრულ იყვნეს. და მო-რაჲ-ვიდეს, არარას თავით თჳსით იქადდეს, არამედ ყოველსავე მადლისა მიერ ღმრთისა ქმნილად იტყოდეს მათ თანა, ესე იგი არს - თავს-დებასა ჭირთა და დევნულებათა და ქოლვათასა, რომელთა მიერ განუღო ღმერთმან წარმართთა კარი სარწმუნოებისაჲ. ესრეთ მდაბალ იყო გონებაჲ მათი, რომელ მოწაფეთა მითხრობად არა უღირს-იჩენდეს ყოველსავე მას, რაოდენი ქმნეს და ასწავეს.

მოხსენიებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის