იყო იკონიას შინა მსგავსად წესისა შესლვასა მათსა შესაკრებელსა ჰურიათასა და სიტყუად ესრეთ, ვიდრე რწმუნებადმდე ჰურიათა და წარმართთსა მრავალსა სიმრავლესა. ხოლო რომელნი ურწმუნონი ჰურიანი იყვნეს, აღაზრზინნეს და განაბოროტნეს სულნი წარმართთანი ძმათა ზედა (14,1-2).
თარგმანი: კუალად აქაცა ჩუეულებისაებრ ჰურიათავე შესაკრებელად შევლენ მოციქულნი, რაჲთა არა დააბრკოლნენ იგინი წარმართთა მიმართ მისლვითა, არამედ მუნცა ესევითარითა სიტყჳთა მოძღურებენ, რომელი კმა-ეყო ზოგად მომაქცეველად ჰურიათა და წარმართთა, ხოლო ურწმუნოებასა შინა დაშთომილნი ჰურიანი ჯერეთ ურწმუნოებასა შინა მყოფთა წარმართთა აღაზრზენდეს, და მრავალ-სახითა შესმენითა განაბოროტებდეს სულთა მათთა ძმათა ზედა ქრისტეანეთა.
მრავალ ჟამ იქცეოდეს იგინი განცხადებულად უფლისა მიმართ, რომელი ეწამებოდა მათ სიტყჳთა მით მადლისა მისისაჲთა, და მოსცემდა სასწაულებსა და ნიშებსა ყოფად ჴელითა მათითა (14,3).
თარგმანი: არა წარვიდეს მიერ, რამეთუ დაღაცათუ იშურებოდეს, არამედ არა იდევნებოდეს. ამისთჳს კადნიერებით იქცეოდეს იგინი მრავალ ჟამ, და უშიშად ქადაგებაჲ იგი ქრისტესი იყო მათდა ნაცვალ ყოვლისა სასწაულისა, და...