მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

საქმე წმიდათა მოციქულთაჲ 15:10

9. და არარაჲ განიკითხა შორის ჩუენსა და მათსა და სარწმუნოებითა განწმიდნა გულნი მათნი.10. აწ უკუე რაჲსათჳს გამოსცდით ღმერთსა დადებად უღლისა ქედსა ზედა მოწაფეთასა, რომლისა-იგი ვერცა მამათა ჩუენთა, ვერცა ჩუენ შეუძლეთ ტჳრთვად?11. არამედ მადლითა უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტესითა გურწამს ჩუენ ცხორებაჲ, ვითარცა სახედ-იგი მათ.
საქმე წმიდათა მოციქულთაჲ თავი 15
10. აწ უკუე რაჲსათჳს გამოსცდით ღმერთსა დადებად უღლისა ქედსა ზედა მოწაფეთასა, რომლისა-იგი ვერცა მამათა ჩუენთა, ვერცა ჩუენ შეუძლეთ ტჳრთვად?
თავი კ̂გ. ვითარმედ არა ჯერ-არს წინა-დაცუეთაჲ წარმართთაგანთა მორწმუნეთაჲ
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus

და გარდამო-ვინმე-ვიდეს ჰურიასტანით და ასწავებდეს ძმათა, ვითარმედ: არა თუ წინა-დაიცჳთოთ შჯულითა მოსესითა, ვერ ძალ-გიც ცხორებად. და ვითარ-იგი იყო ჴდომაჲ და გამოძიებაჲ არა-მცირედი პავლესი და ბარნაბაჲსი მათდა მიმართ, ბრძანეს აღსლვაჲ პავლესი და ბარნაბაჲსი და სხუათა ვიეთმე მათგანთაჲ მოციქულთა მიმართ და ხუცესთა იერუსალემდ ამის ცილობისათჳს (15,1-2).

თარგმანი: რომელმან-იგი წინაჲსწარ უწყის ყოველი, წინაჲსწარ-მცნობელობამან სულისამან, მანვე ასწრაფა აწ პავლეს და ბარნაბას მოქცევაჲ ანტიოქიად, და მრავალ ჟამ ყოფაჲ მოწაფეთა მათ თანა სიდიდისათჳს მის ქალაქისა, რაჲთა მზად დახუდენ იგინი იერუსალემით მომავალთა განმდრეკელთა წინა-განწყობად ძლიერებითა სიტყუათა თჳსთაჲთა. ხოლო წინააღმდგომნი იგი იყვნეს ახალ-მორწმუნენი ვინმე ფარისეველთაგანნი, რომელნი წინაუკუმო ქადაგებდეს, რამეთუ არა წინა-დაუცუეთელობითა, არამედ წინა-დაცუეთილებითა ოდენ შეუძლებელ იყო ცხორებაჲ. ამისთჳსცა ჯეროვნად ყვეს მყოფთა ანტიოქიისათა არა ლიტონთაჲ ვიეთიმე, არამედ პავლეს და ბარნაბაჲს წარვლინებაჲ იერუსალემდ, გამოძიებად საქმისა ამის წინაშე მოციძულთა, რამეთუ მაშინდელნი იგი მორწმუნენი არა მსგავს...

სრულად ნახვა

დამოწმებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის