მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

საქმე წმიდათა მოციქულთაჲ 15:12

11. არამედ მადლითა უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტესითა გურწამს ჩუენ ცხორებაჲ, ვითარცა სახედ-იგი მათ.12. და დადუმნა ყოველი იგი სიმრავლე და ისმენდეს ბარნაბაჲსსა მის და პავლჱსსა მითხრობასა, რაოდენი ქმნა ღმერთმან ნიშები და სასწაულები წარმართთა შორის მათ მიერ.13. და შემდგომად დადუმებისა მათისა მიუგო იაკობ და ჰრქუა: კაცნო ძმანო, ისმინეთ ჩემი:
საქმე წმიდათა მოციქულთაჲ თავი 15
12. და დადუმნა ყოველი იგი სიმრავლე და ისმენდეს ბარნაბაჲსსა მის და პავლჱსსა მითხრობასა, რაოდენი ქმნა ღმერთმან ნიშები და სასწაულები წარმართთა შორის მათ მიერ.
თავი კ̂გ. ვითარმედ არა ჯერ-არს წინა-დაცუეთაჲ წარმართთაგანთა მორწმუნეთაჲ
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
და დადუმნა ყოველი იგი სიმრავლე და ისმენდეს ბარნაბაჲსსა მის და პავლესსა მითხრობასა, რავდენი ქმნა ღმერთმან ნიშები და სასწაულები წარმართთა შორის მათ მიერ (15,12).:

თარგმანი: იხილე, ვითარ თჳნიერ მთავრობის მოყუარეთა მათ ფარისეველთაჲსა ყოველი იგი ერი დუმილით ისმენენ და უხარის მოქცევისათჳს წარმართთაჲსა, ხოლო ბარნაბა და პავლე არარას თავთა თჳსთა აჩემებენ და იქადიან, არამედ ყოველსავე ღმრთისა მიერ ქმნულად იტყჳან, ვითარცა მიმსგავსებულნი ქრისტეს სიმდაბლისანი.

დამოწმებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის