თარგმანი: ესე არს იაკობ ძეობითა იოსებისითა ძმაჲ უფლისაჲ და ეპისკოპოსი იერუსალემისაჲ, რომელი-ესე არა პეტრესებრ სიფიცხით, არამედ უმშჳდესად ეზრახების ერსა, რაჲთა ჩუენ ვისწავოთ, ვითარმედ უჴმს ეპისკოპოსსა, რაჲთა სიფიცხითი მხილებაჲ სხუათა ვიეთმე ათქუმიოს, ხოლო თჳთ სიმშჳდით, ვითარცა მამაჲ სახიერი, ეგრეთ ეზრახოს შვილთა სამწყსოჲსა თჳსისათა, რამეთუ აჰა კაცად და ძმად წოდებითა და მოჴსენებითა სიტყუასა მას სჳმეონ მოხუცებულისასა სიმშჳდით მოაჴსენებს მათ, ვითარ-იგი, რაჟამს მკლავთა მიიქუა უფალი, ჴმა-ყო წინაჲსწარმეტყუელებაჲ მოქცევისათჳს წარმართთაჲსა, ვითარმედ: "ნათელი გამობრწყინვებად წარმართთა ზედა და დიდებაჲ ერისა შენისა ისრაელისაჲ," () რამეთუ ესე იყო ნათელი, ქრისტეს მიერ მიფენილი წარმართთა ზედა, რამეთუ მოყვანებულ იქმნნეს ღმრთისმეცნიერებად, ხოლო ვინაჲთგან წამებაჲ ესე სჳმეონისი ახალ იყო, უმეტესად სარწმუნო ჰყოფს მას, მის თანა შეტყუებითა ძუელისა მის ამისის მიერ თქუმულისა წინაჲსწარმეტყუელებისაჲთა, ვითარმედ: მას დღესა შინა, ესე იგი არს ქრისტეს განკაცებისასა, რომელი-იგი არს ამისსა შემდგომად (ესე იგი არს ძუელისა...
საქმე წმიდათა მოციქულთაჲ 15:18
17. რაჲთა გამოიძიონ ნეშტთა კაცთა უფალი და ყოველთა წარმართთა, რომელთა ზედა წოდებულ არს სახელი ჩემი მათ ზედა, თქუა უფალმან,18. რომელმან ქმნა ესე ყოველი საცნაური საუკნითგან.19. ამისთჳს მე ესრეთ ვსჯი და ჯერ-მიჩნს, რომელნი წარმართთაგანნი მოქცეულ არიან ღმრთისა მიმართ, რაჲთა არა ვაურვებდეთ მათ,
საქმე წმიდათა მოციქულთაჲ თავი 15