თარგმანი: უსაკუთრეს არს ესრეთ: რამეთუ მოსეს ძუელთა ნათესავთაჲთგან ქალაქად-ქალაქად ქადაგნი თჳსნი აქუნდეს. ყოველთა შაბათთა მისითა აღმოკითხვითა შესაკრებელთა შორის მათთა. ესე იგი არს, რამეთუ მოსე უწოდიან წიგნთა მოსესთა, სიტყჳსაებრ მოციქულისა, ვითარმედ: დღენდელად დღედმდე, რაჟამს აღმოიკითხვოდის მოსე. ვინაჲთცა ზოგად პავლეცა და იაკობცა ესრეთ იტყჳან ჰურიათაგამთა მიმართ, ვითარმედ: ვთქუათ რაჲ დაყენებაჲ წინადაცუეთისაჲ, ნუ ჰგონებთ, ვითარმედ ბოროტ უწოდთ ძუელსა შჯულსა, რომლისა-იგი წიგნნი მაშინ სადმე დიდითა ქადაგთა განვლინებითა შაბათთა ოდენ აღმოიკითხვოდეს და შესაკრებელსა ოდენ ჰურიათასა. ხოლო აწ ჩუენ დღითი-დღე ყოველთა ეკლესიათა აღმოვიკითხავთ მათ. და რაჟამს ვთქუათ ყოველი წიგნი ღმრთით-სულ და სარგებელ, ზოგად ყოველთათჳს ვიტყჳთ წიგნთა, ძუელისა და ახლისა შჯულისათა, რამეთუ ერთ არს ორისავე მის დამდებელი ღმერთი — ძუელისა და ახლისაჲ.
საქმე წმიდათა მოციქულთაჲ 15:21
20. არამედ მიწერად მათდა, რაჲთა განეყენნენ იგინი ჭამად ნაზორევისაგან კერპთაჲსა და სიძვისაგან, დამშთვარისა და სისხლისა, და რაჲთა, რაოდენი მათ არა უნებს, რაჲთამცა ეყო, იგინი სხუასა ნუ უყოფენ.21. რამეთუ მოსეს პირველთა ნათესავთაჲთგან ქალაქად-ქალაქად ქადაგნი იგი მისნი დაედგინნეს, რომელნი-იგი ამას აღმოიკითხვიდეს ყოველთა შაბათთა შესაკრებელთა შორის მათთა.22. მაშინ ჯერ-იჩინეს მოციქულთა და ხუცესთა ყოვლითურთ კრებულით და გამოარჩინეს კაცნი მათგანნი მივლინებად ანტიოქიად პავლეს და ბარნაბაჲს თანა იუდა, რომელსა ეწოდა ბარსაბა, და შილა, კაცნი შერაცხილნი ძმათა შორის;
საქმე წმიდათა მოციქულთაჲ თავი 15