თარგმანი: ამიერ ვისწავებთ, ვითარმედ თჳნიერ ცნობისა მოციქულთაჲსა წარსრულ იყვნეს იერუსალემით ქადაგნი იგი წინა-დაცუეთისანი, რამეთუ, რაჟამს მოციქულნი წარავლინებდენ, ესოდენითა კრძალულებითა წარავლინებენ, ვითარ-ესე აწ არა კმა იყვნეს პავლე და ბარნაბა წარღებად წიგნისა მათისა, რაჲთა არა თქუან წინა-აღმდგომთა, ვითარმედ თჳთ დაუწერია წიგნი იგი პავლეს და ბარნაბას, ვითარცა წარმართთა ქადაგად განკუთნვილთა. ამისთჳს თანა-წარაყვანებენ ბარსაბას და შილას. და კუალად, რაჲთა არავინ ჰგონოს თუ არა მიანდვეს მსახურებაჲ იგი პავლეს და ბარნაბას, და ამისთჳს წარაყვანნეს კაცნი, წინა-განჰმართებენ იჭუსა ამას ქებითა ბარნაბაჲს და პავლესითა საყუარელ წოდებითა და ქრისტესთჳს წამებად განმზადებულ ყეფითა.
საქმე წმიდათა მოციქულთაჲ 15:26
25. აწ უკუე ჯერ-გჳჩნდა კრებულსა ყოველსა ერთბამად გამორჩევაჲ კაცთაჲ მაგათ და მივლინებაჲ თქუენდა, პავლეს თანა და ბარნაბაჲს თანა, საყუარელთა ჩუენთა,26. კაცთა, რომელთა-იგი სულნი თჳსნი მისცნეს სახელისათჳს უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტესსა.27. წარმო-უკუე-გჳვლინებიან იუდა და შილა, და მათცა სიტყჳთ გითხრან ესევე.
საქმე წმიდათა მოციქულთაჲ თავი 15