თარგმანი: სამნი ესე თხოვანი მშთვრისა და სისხლისა და ნაკერპავისაგან განყენებაჲ მისვე ძუელისა შჯულისაგან შემოიხუნეს. ხოლო მეოთხე ესე, სიძვისაგან განყენებაჲ ზოგად ძუელთა და ახალთა შინა გესმის. მუნ ესე, ვითარმედ: "წმიდა იყვენით, რამეთუ მე წმიდა ვარ" (). ხოლო აქა ესე: "რომელმან ტაძარი ღმრთისაჲ განხრწნას, განხრწნას იგი ღმერთმან" (). ამათი მეხუთე რიცხჳთა თჳთ თავადისა ქრისტესი არს, ვითარმედ: "ყოველი რომელი გინდეს, რაჲთა გიყონ თქუენ კაცთა, თქუენცა ჰყავთ მათდა მიმართ" (). ამათი დამცველი უნაკლულო იყოს ყოვლისაგან კეთილისა საქმისა, და ცოცხალ ორკერძოვე — სარწმუნოებისა და კეთილთა საქმეთა მიერ.
საქმე წმიდათა მოციქულთაჲ 15:29
28. რამეთუ ჯერ-უჩნდა სულსა წმიდასა და ჩუენცა, რაჲთა არარაჲ უმეტესი ტჳრთი დავდვათ თქუენ ზედა, გარნა რომელნი-ესე სასწრაფო არიან:29. განშორებად თქუენდა ნაკერპავისაგან, და სისხლისა, დამშთვარისა და სიძვისა, და რაოდენი არა გნებავს, რაჲთა გეყოს თქუენ, სხუასა ნუ უყოფთ, რომელთაგან დაიმარხენით თავნი თჳსნი, კეთილსა იქმოდეთ და ცოცხლებით იყვენით!30. იგინი ვითარცა წარმოემართნეს, მოვიდეს ანტიოქიად. და შეკრიბეს კრებული იგი და მისცეს წიგნი ჴელთა მათთა.
საქმე წმიდათა მოციქულთაჲ თავი 15