თარგმანი: ვითარცა მსახურნი ქრისტესნი, არცაღა მგზავრ დააცადებდეს ქადაგებასა პავლე და ბარნაბა, რამეთუ თჳთ ხარებაჲ იგი წარმართთა მორევისაჲ ქადაგებაჲ იყო ჰურიათაგანთა მიმართ, რაჲთა არა ეშურებოდინ, არამედ უფროჲსღა უხაროდის მოქცევისათჳს წარმართთაჲსა. ესევე მიუთხრეს მოციქულთა იერუსალემს, რამეთუ თავთა თჳსთათჳს ამას ახარებდეს, ვითარმედ მისცა მათ ღმერთმან ძალი მოთმინებად ჭირთა და ქოლვათა, რომელნი-ესე უფროჲს სასწაულთასა შეერაცხნეს მათ, რაჟამს იტანჯებოდინ სახელისათჳს ქრისტესისა. ხოლო წარმართთათჳს ამას, ვითარმედ ღირს იქნნეს მოსლვად სარწმუნოებასა ჭეშმარიტსა.
საქმე წმიდათა მოციქულთაჲ 15:4
3. და იგინი წარმოგზავნნეს კრებულისა მისგან. და გან-რაჲ-ჰვლიდეს ფინიკესა და სამარიასა, მიუთხრობდეს მათ მოქცევასა წარმართთასა და ჰყოფდეს სიხარულსა დიდსა ყოველთა შორის ძმათა.4. და მი-რაჲ-ვიდეს იერუსალჱმდ, შეწყნარებულ იქმნეს კრებულისა მისგან და მოციქულთა და ხუცესთა, და მიუთხრეს მათ რაოდენი-რაჲ ღმერთმან ყო მათ თანა, და რამეთუ განუღო წარმართთა კარი სარწმუნოებისაჲ.5. აღ-ვინმე-დგეს დასისა მისგან ფარისეველთაჲსა მორწმუნენი და იტყოდეს, ვითარმედ: ჯერ-არს წინა-დაცუეთად მათდა და მცნებად, რაჲთა დაიმარხონ სჯული მოსესი.
საქმე წმიდათა მოციქულთაჲ თავი 15