მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

საქმე წმიდათა მოციქულთაჲ 15:7

6. შეკრბეს მოციქულნი და ხუცესნი ხილვად სიტყჳსა ამისთჳს.7. და ვითარ იყო მრავალი გამოძიებაჲ, აღდგა პეტრე და ჰრქუა მათ: კაცნო ძმანო, თქვენ უწყით, რამეთუ პირველით დღითგან თქუენ შორის გამოირჩია ღმერთმან პირითა ჩემითა სმენად წარმართთა სიტყუაჲ იგი სახარებისაჲ და რწმუნებად;8. და გულთ მეცნიერი ღმერთი ეწამა მათ და მისცა მათ სული წმიდაჲ, ვითარცა-იგი ჩუენ;
საქმე წმიდათა მოციქულთაჲ თავი 15
7. და ვითარ იყო მრავალი გამოძიებაჲ, აღდგა პეტრე და ჰრქუა მათ: კაცნო ძმანო, თქვენ უწყით, რამეთუ პირველით დღითგან თქუენ შორის გამოირჩია ღმერთმან პირითა ჩემითა სმენად წარმართთა სიტყუაჲ იგი სახარებისაჲ და რწმუნებად;
თავი კ̂გ. ვითარმედ არა ჯერ-არს წინა-დაცუეთაჲ წარმართთაგანთა მორწმუნეთაჲ
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus

და გარდამო-ვინმე-ვიდეს ჰურიასტანით და ასწავებდეს ძმათა, ვითარმედ: არა თუ წინა-დაიცჳთოთ შჯულითა მოსესითა, ვერ ძალ-გიც ცხორებად. და ვითარ-იგი იყო ჴდომაჲ და გამოძიებაჲ არა-მცირედი პავლესი და ბარნაბაჲსი მათდა მიმართ, ბრძანეს აღსლვაჲ პავლესი და ბარნაბაჲსი და სხუათა ვიეთმე მათგანთაჲ მოციქულთა მიმართ და ხუცესთა იერუსალემდ ამის ცილობისათჳს (15,1-2).

თარგმანი: რომელმან-იგი წინაჲსწარ უწყის ყოველი, წინაჲსწარ-მცნობელობამან სულისამან, მანვე ასწრაფა აწ პავლეს და ბარნაბას მოქცევაჲ ანტიოქიად, და მრავალ ჟამ ყოფაჲ მოწაფეთა მათ თანა სიდიდისათჳს მის ქალაქისა, რაჲთა მზად დახუდენ იგინი იერუსალემით მომავალთა განმდრეკელთა წინა-განწყობად ძლიერებითა სიტყუათა თჳსთაჲთა. ხოლო წინააღმდგომნი იგი იყვნეს ახალ-მორწმუნენი ვინმე ფარისეველთაგანნი, რომელნი წინაუკუმო ქადაგებდეს, რამეთუ არა წინა-დაუცუეთელობითა, არამედ წინა-დაცუეთილებითა ოდენ შეუძლებელ იყო ცხორებაჲ. ამისთჳსცა ჯეროვნად ყვეს მყოფთა ანტიოქიისათა არა ლიტონთაჲ ვიეთიმე, არამედ პავლეს და ბარნაბაჲს წარვლინებაჲ იერუსალემდ, გამოძიებად საქმისა ამის წინაშე მოციძულთა, რამეთუ მაშინდელნი იგი მორწმუნენი არა მსგავს...

სრულად ნახვა

მოხსენიებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის