თარგმანი: მარადის მცირეთა ქალაქთა თანა-წარჰჴდებოდეს და დიდთა მიმართ მივიდოდეს მოციქულნი, რაჲთა მიერ, ვითარ წყაროჲსაგან, ყოველთა გარემოთა ადგილთა მომრწყველ იქმნნენ საღმრთოჲთა ქადაგებითა. ვითარ-ესე აწ განვლეს ამფიპოლი, რომელ არს ქალაქი მაკედონიისაჲ თრაკიით კერძო, რომელსა ამფიპოლი ამისთჳს უწოდიან, რამეთუ ორად განიყოფვის შორის მისსა მდინარეობითა სტრჳმნო მდინარისაჲთა, რამეთუ ამფიპოლი მრჩობლ ქალაქად გამოითარგმანების. და კუალად, აპოლონიაჲ არს ქალაქები ოც და ხუთი, რომელი-იგი მესამე ნაწილი არს მაკედონიისაჲ. ესე ორნივე განვლნეს მოციქულთა და მიიწინეს თესალონიკედ. თესალონიკე არს ქალაქი მაკედონიისაჲ, რამეთუ ამიერ სძლო თეტტალოელთა ფილიპე ამჳნტოსმან და ამისთჳს უწოდა მას თეტტალონიკე, რომელ არს თეტტალოელთა მძლე. ამას ქალაქსა შინა დაიყოვნეს მოციქულთა. ამისთჳს სამსა შაბათსა მივიდეს პავლე შესაკრებელსა ჰურიათასა, რამეთუ დაღაცათუ ჰრქუა მათ — "აჰა მივიქცევით წარმართთა მიმართ", არამედ ვერვე უგულებელს-ჰყოფდა მათ ჩუეულებისაებრითა მით მჴურვალითა სიყუარულითა ძმობისა მათისაჲთა, რომლისათჳს ილოცვიდა თავსა თჳსსა შეჩუენებულ-ყოფად ქრისტესგან, უკუეთუმცა ოდენ იგინი...
საქმე წმიდათა მოციქულთაჲ 17:1
1. და ვითარცა მოვლეს ამფიპოლი და აპოლონიაჲ, მოვიდეს იგინი თესალონიკედ, სადა-იგი იყო შესაკრებელი ჰურიათაჲ.2. და ვითარცა ჩუეულ იყო პავლე, შევიდა მათა და სამსა შაბათსა ეტყოდა მათ წიგნთაგან,
საქმე წმიდათა მოციქულთაჲ თავი 171. და ვითარცა მოვლეს ამფიპოლი და აპოლონიაჲ, მოვიდეს იგინი თესალონიკედ, სადა-იგი იყო შესაკრებელი ჰურიათაჲ.
თავი კ̂ე. შფოთისათჳს, რომელი იქმნა თესალონიკეს შინა; ქადაგებისათჳს და სივლტოლისა პავლესსა
და ვითარცა მოვლეს ამფიპოლი და აპოლონიაჲ, მოვიდეს იგინი თესალონიკედ, სადა-იგი იყო შესაკრებელი ჰურიათაჲ. და ვითარცა ჩუეულ იყო პავლე, შევიდა მათდა და სამსა შაბათსა ეტყოდა მათ წიგნთაგან, გამოუთარგმანებდა მათ და წინა-დაუდებდა, რამეთუ ქრისტესსა ჯერ-იყო ვნებაჲ და აღდგომაჲ მკუდრეთით, და ვითარმედ ესე არს იესუ ქრისტე, რომელსა მე გახარებ თქუენ (17,1-3).:
სრულად ნახვაჰომილია 1
1. სარწმუნოების საქმე და სიყვარულის შრომა:
სრულად ნახვა...და მას საკმარისი თავდებობაც მოსთხოვეს. და, როგორც წერილი ამბობს, „და მოჰჴადეს თავს-მდები იასონს, და მაშინ-ღა განუტევნეს იგინი" (); შემდეგ კი: „ხოლო ძმათა მეყსეულად ღამე წარგზავნნეს პავლე და შილა ბერიად" (). ნუთუ ეს მცირეა, მითხარი? განა თავისი თავიც პავლეს ნაცვლად საფრთხის ქვეშ არ დადო? ამას უწოდებს სიყვარულის შრომას, რადგან თესალონიკელები ასე იყვნენ პავლესთან შეკავშირებულნი.
2. ჭირში სიხარული და უფლის მიბაძვა
და იხილე: ჯერ მათი ღვაწლის საქმეებს ამბობს, შემდეგ კი თავის საქმეებს, რათა არ გამოჩნდეს, თითქოს თავს იდიდებს, ანდა წინასწარი მიკერძოებით უყვარს ისინი. და „მოთმინებასა" (), — ამბობს. რადგან ის დევნა ერთ ხანს კი არ მომხდარა, არამედ მუდამ გრძელდებოდა; და არც მხოლოდ მოძღვარ პავლეს ებრძოდნენ, არამედ მოწაფეებსაც....