მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

საქმე წმიდათა მოციქულთაჲ 17:13

12. მრავალთა უკუე მათგანთაცა ჰრწმენა, და წარმართთაგანთა დედათა მრავალთა წესიერთა და მამებსა არამცირედსა.13. ხოლო ვითარცა აგრძნეს თესალონიკელთა მათ ჰურიათა, ვითარმედ ბერიასცა მიეთხრა პავლეს მიერ სიტყუაჲ იგი ღმრთისაჲ, მოვიდეს მუნცა, აღსძრვიდეს და აღსტეხდეს ერსა მას.14. მუნქუესვე განიყვანეს ძმათა მათ პავლე წარსლვად ზღჳთ კერძო; ხოლო შილა და ტიმოთე მუნვე დადგეს.
საქმე წმიდათა მოციქულთაჲ თავი 17
13. ხოლო ვითარცა აგრძნეს თესალონიკელთა მათ ჰურიათა, ვითარმედ ბერიასცა მიეთხრა პავლეს მიერ სიტყუაჲ იგი ღმრთისაჲ, მოვიდეს მუნცა, აღსძრვიდეს და აღსტეხდეს ერსა მას.
თავი კ̂ე. შფოთისათჳს, რომელი იქმნა თესალონიკეს შინა; ქადაგებისათჳს და სივლტოლისა პავლესსა
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
ხოლო ვითარცა აგრძნეს თესალონიკელთა მათ ჰურიათა, ვითარმედ ბერიასცა მიეთხრა პავლეს მიერ სიტყუაჲ იგი ღმრთისაჲ, მოვიდეს მუნცა, აღსძრვიდეს და აღსტეხდეს ერსა მას. მუნქუესვე განიყვანეს ძმათა მათ პავლე წარსლვად ზღჳთ კერძო, ხოლო შილა და ტიმოთე მუნვე დადგეს (17,13-14).:

თარგმანი: ესე არს უმეტესი დაუპყრობელობაჲ რისხვისა და შურისაჲ, რაჟამს ქალაქითი-ქალაქად მისდევდეს პავლეს ჰურიანი, რაჲთა მუნცა შფოთი აღუტეხონ, ხოლო მუნ მყოფნი იგი მორწმუნენი ძმანი კრძალულებით წარჰგზავნიან ზღჳთ, რაჲთა ვერ ჴელთ-იგდონ მდევართა, და პავლეს ოდენ მარტოდ, რამეთუ მისსა მიმართ იყო ყოველი შური მათი. ესრეთ უკუე არა ყოველსა ადგილსა მადლისა მიერ, არამედ კაცობრივითაცა ღონითა იჴსნებოდეს მოციქულნი მდევართაგან, ვითარ-ესე აწ პავლე ღამე სივლტოლითა თავსა თჳსსა დაიმდაბლებს და იჩემებს რეცა მოშიშებასა და უძლურებასა, ძლიერი იგი ყოველსავე შინა განმაძლიერებელისა მისისა ქრისტეს მიერ, და ჩუენ გუასწავებს, რაჲთა არა უდებ-ვჰყოფდეთ კაცობრივსაცა ღონესა კრძალულებით ლტოლვად განსაცდელთაგან.

მოხსენიებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის