თარგმანი: მორწმუნე წარმართ უწოდს მათ, რომელნი შჯულითა ჰურია იყვნეს და ბერძლ-მეტყუელ. ამათ ჰრწმენა მოციქულთაჲ სიმრავლესა თანა დედათა მთავართასა. ამისთჳს ურწმუნოებასა შინა დაშთომილნი ეშურებოდეს მორწმუნეთა და შფოთსა აღუდგინებდეს მათ შორის ქალაქისა, ბირებითა კაცთა უნდოთაჲთა, რომელნი მიმოვარდებოდიან სავაჭროთა შინა და უბანთა ქალაქისათა, რამეთუ სხუაჲ არავინ ერჩდა მათ.
საქმე წმიდათა მოციქულთაჲ 17:5
4. და რომელთამე მათგანთა ჰრწმენა და შეუდგა პავლეს და შილას მორწმუნეთა წარმართთა სიმრავლე მრავალი და დედათა მთავართა არა მცირედთაჲ.5. ხოლო შური აღიღეს, რომელნი-იგი ურწმუნონი ჰურიანი იყვნეს, და მოიყვანნეს სავაჭროთაგან კაცნი ვინმე ბოროტნი, და ერის კრება ყვეს და აღაშფოთებდეს ქალაქსა მათ ზედა. და ზედა მიადგეს სახლსა იასონისსა და ეძიებდეს მათ გამოყვანებად ერსა წინაშე.6. და ვითარცა არა პოვნეს იგინი, მიითრევდეს იასონს და სხუათა ვიეთმე ძმათა მთავართა წინაშე ქალაქისათა და ღაღადებდეს, ვითარმედ: რომელთა ყოველი სოფელი აღუშფოთებიეს, იგინი აქაცა მოსრულ არიან,
საქმე წმიდათა მოციქულთაჲ თავი 17