თარგმანი: ზემო თქუმულთა მათ მორწმუნეთაგანი არს უცხოთ შემწყნარებელი ესე მოციქულთაჲ იასონ, რომლისათჳს დასწერს პავლე ჰრომაელთა მიმართ: გიკითხავს თქუენ ტიმოთე, თანა-შემწე ჩემი, და ლუკიოს და იასონ და სოსიპატროს, ნათესავნი ჩემნი. ნათესავ უწოდს, რამეთუ მობაძავ იყვნეს სათნოებათა მისთა. ამან იასონ ახოვნებითა სულისაჲთა განარინა პავლე და თავი თჳსი მისცა მის წილ, რომელი წარითრიეს ჰურიათა და მის თანა ძმებითურთ მორწმუნით მიიზიდვიდეს მთავართა მიმართ ქალაქისათა. და დასდვეს ბრალი ესევითართა კაცთა შემწყნარებლობისაჲ, რომელნი კეისრისა წილ მეუფებასა ქრისტესსა ქადაგებენ. უკუეთუ სიტყჳსაებრ თქუენისა მკუდარ არს და არა აღდგომილ არს ქრისტე, რაჲსა გეშინის, ჵ უშჯულონო, კაცისაგან მკუდრისა? გარნა თუ ცხად არს, ვითარმედ დაღაცათუ უშჯულოებით ჰფარავთ, გარნა ეგრეთცა უწყით, ვითარმედ ცხოველ არს და აღდგომილ მკუდრეთით, და რომელსა-ესე თქუენ აღშფოთებად უწოდთ, ჭეშმარიტად განფენითა ქადაგებისა მისისაჲთა დაიპყრობს იგი კიდეთა ყოვლისა სოფლისათა, ჴმისა მისებრ საწინაჲსწარმეტყუელოჲსა.
საქმე წმიდათა მოციქულთაჲ 17:7
6. და ვითარცა არა პოვნეს იგინი, მიითრევდეს იასონს და სხუათა ვიეთმე ძმათა მთავართა წინაშე ქალაქისათა და ღაღადებდეს, ვითარმედ: რომელთა ყოველი სოფელი აღუშფოთებიეს, იგინი აქაცა მოსრულ არიან,7. რომელნი შეუწყნარებიან იასონს, და ესე ყოველნი წინააღმდგომსა კეისრისა ბრძანებათასა იქმან, მეუფესა სხუასა იტყჳან ყოფად, იესუს.8. აღაშფოთეს ერი იგი და მთავარნი ქალაქისანი, ესმოდა რაჲ ესე.
საქმე წმიდათა მოციქულთაჲ თავი 17